მილტონ ჰეიგი: დიდი მიღწევაა რუმინელები მათსავე მიწაზე ასეთი ახალგაზრდული გუნდით დაამარცხო

AutoSharing Option
©ლევან ვერძეული
"ბორჯღალოსნების" თავკაცი მილტონ ჰეიგი კლუჟში რუმინეთის 18:9 ძლევით კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ გუნდში მრავლად იყვნენ ახალგაზრდა და დებიუტანტი მოთამაშეები.

"ჩამოხვიდე და დაამარცხო რუმინელები მათსავე მიწაზე, მით უმეტეს, ასეთი ახალგაზრდული გუნდით, დიდი მიღწევაა. რუმინეთმა საუკეთესო გუნდი შეკრიბა და ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევას გავუძელით, დაცვამ ძალიან კარგად იმუშავა და ლელო არ გავუშვით" - თქვა ჰეიგმა და ახალგაზრდების მისამართით ქება არ დაიშურა:

"განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რუმინეთში ახალგაზრდა მორაგბეებით მოვიგეთ. მე ძალიან ამაყი ვარ ამ
ბიჭებით. ისინი მთელი კვირის განმავლობაში პროფესიონალები იყვნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი გამარჯვება ამ ტურნირზე, რადგან ძლიერ მეტოქეს ახალგაზრდა ბიჭებით მოვუგეთ. პირველი ხაზი, რომელმაც თამაში დაიწყო, ძალიან კარგად ასრულებდა საქმეს. დებიუტანტებთან ერთად ეს თამაში მოვიგეთ და ბიჭებმა პირველი კეპები გამარჯვებით აღნიშნეს".

რუმინეთიდან დაბრუნებულმა "ბორჯღალოსნებმა" ორი დღე დაისვენეს და 17 თებერვალს "ავჭალაზე", ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის დაიწყეს მზადება. "ლომებმა" პირველ ტურში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 16:14 დაამარცხეს. ჰეიგი ამბობს, რომ მომავალ თამაშშიც შანსი ახალგაზრდა მორაგბეებს მიეცემათ:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის პირველი საშინაო მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადოთ და სტადიონზე ის ატმოსფერო იყოს, რომელიც ბიჭებს დამატებით ძალას მატებს. აქცენტს კვლავ ახალგაზრდებზე გავაკეთებთ. ესპანეთს დიდ პატივს ვცემთ, ვიცით, რომ კარგ გუნდს ჩამოიყვანენ, მაგრამ ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით. აუცილებელია სიღრმეებზე ზრუნვა და იმის გარკვევა, ტრავმის შემთხვევაში ვინაა შემდეგი არჩევანი".

altრუმინეთის დამარცხების შემდეგ "ბორჯღალოსნები" რეიტინგში დაწინაურდნენ

altრუმინელთა მწვრთნელი: მხოლოდ რუმინეთს შეუძლია საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
10 წელია ასე ხდება თუ არ გვიგდებენ მოთამაშეს ან რაღაც სასწაული არ ხდება ვამარცხებთ ყოველთვის და რა აღარ შეიცვალა რატომ ტკეპნი ერთ ადგილს ეს უკვე "დღეს" დიდი მიღწევა აღარ არის!!!!!!!!
3
მელიტონა კარგი მწვრთნელი და მაგარი ადამიანია. მაგრამ მან ამოწურა თავი ჩვენი ნაკრების მწვრთნელის პოზიციაზე, პროგრესი არაა, რაც ფაქტია, მაინცდამაინც მსოფლიოზე უნდა ჩავისვაროთ რომ დავინახოთ ეს?! არ შეიძლება ქართველები პრობლემას იქამდე მივხვდეთ ვიდრე ცხვირში მოგვხდება?? წინა წლის ზაფხულის ტესტები იყო სრული ფიასკო. ნოემბრის ტესტები იყო არა დამაკმაყოფილებელი, არამხოლოდ იმიტომ რომ ორი წავაგეთ არამედ იმიტომ რომ თამაშის ხარისხი არათუ წინ წავიდა არამდე წავიდა უკან: ჩვენი კოზირი შერკინება რომ იყო მანდა დაგვჯაბნეს.

მოკლედ, აქ საწყენი არაფერი არაა, მთავარია ქვეყნის ინტერესი და ამ ინტერესს ჩემი აზრით მელიტონის დაუყონებლივ პოსტის დატოვება ადა უკეთესი მწვრთნელის მოყვანა ჭირდება 2019 მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მოგებისთვის ბროძლის შანსის ქონისთვის.
Ilarion
16:33 13-02-2019
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული