საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს პირველი ტაიმი 12:5 მოუგო

AutoSharing Option
17 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღაოსნებმა" ესპანეთს პირველი ტაიმი 12:5 მოუგეს.

თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო, მე-8 წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, თუმცა ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და მე-14 წუთზე გორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა.

23-ე წუთზე მეტოქემ ლელო გაიტანა, გარდასახვა - ვერა და ანგარიში 7:5 გახდა.

30-ე წუთზე ჩილაჩავამ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გააცუდა და 12:5.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბლომად შეცდომები გვაქვს და სამუშაო საკმაოდ არის. ესპანეთი ახალგაზრდა შემადგენლობით გოლს არ გვიდებს მოლში და რაქში. რა თქმა უნდა ამინდი ხელს გვიშლის, მაგრამ ამ შემადგენლობამ მსოფლიოზე უნდა ითამაშოს. ვინმემ შეიძლება კრიტიკულად ჩათვალოს ჩემი აზრი, მაგრამ 13 კაციან ესპანეთს თუნდაც ასეთი შემადგენლობით უნდა ვანადგურებდეთ
:))))
19:43 17-02-2019
2
რა სისულელე დაგვემართა. რა დროს ავჭალის სტადიონი იყო? თან 15 ლარი ბილეთი და თან ასრთი ქარი!!!

მაგრად ჩაგვაშხამა რაგბი ფედერაციამ რა
გია
19:41 17-02-2019
1

სიახლეები პოპულარული