17 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღაოსნებმა" ესპანეთს პირველი ტაიმი 12:5 მოუგეს.
თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო, მე-8 წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, თუმცა ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და მე-14 წუთზე გორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა.
23-ე წუთზე მეტოქემ ლელო გაიტანა, გარდასახვა - ვერა და ანგარიში 7:5 გახდა.
30-ე წუთზე ჩილაჩავამ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გააცუდა და 12:5.
მაგრად ჩაგვაშხამა რაგბი ფედერაციამ რა