მილტონ ჰეიგი: უნდათ, ამდენი ნაშრომი წყალში გადაგვიყარონ - თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება!

AutoSharing Option
როგორც ამტკიცებენ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2020 წლიდან სტარტს აიღებს რაგბის 12-გუნდიანი ელიტური ლიგა, რომელშიც ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, აშშ და იაპონია მიიღებენ მონაწილეობას, ის ჩაკეტილი იქნება, ანუ არავინ არ გავარდება და ამ ტურნირის კარი მინიმუმ 10 წელი წყნარი ოკეანისა და რაგბის განვითარებადი ქვეყნების
წარმომადგენლებისთვის დაკეტილი იქნება.

ამის წინააღმდეგი წავიდა მსოფლიოს რაგბის არგენტინელი ვიცე-პრეზიდენტი აუგუსტინ პიშო:

"ჩემი პოზიცია უცვლელია. სქემა 12+12 გავარდნა-აღზევების წესით (რეიტინგისა და შედეგების გათვალისწინებით) და მოთამაშეთა საკმაოდ ხანგრძლივი დასვენების პერიოდით.

ჩემი
პოზიციის დაცვას თავს არ დავანებებ და დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევ. ჯერ არაფერიც არაა გადაწყვეტილი.

თუ დავმარცხდით, ეს იქნება ძლიერი დარტყმა იმათთვის, ვისაც განვითარება სურს. არასოდეს არ დავუჭერ იმ ტურნირს მხარს, სადაც განვითარებადი ქვეყნებისათვის ადგილი არაა".

დაგვეთანხმებით ალბათ, ეს უკვე რაღაცნაირად, ერთგარ სპორტულ-კლასობრივ ჩაგვრასაც კი დაემსგავსა, დისკრიმინაციას, რადგან მნიშვნელობა ენიჭება ტურნირში არა ძლიერი გუნდების, არამედ მდიდრების მონაწილეობას. ამის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გაილაშქრა:

"ეს ჩვენთვის ღამის კოშმარივითაა. მეორე ეშელონის ნაკრებების ინტერესები უგულებელყოფილია. ეს უდიდეს იმედგაცრუებას იწვევს. ინგლისელ მორაგბეებთან ერთად ვივარჯიშეთ, რაც კარგია, მაგრამ ეს მატჩებს ვერ შეგვიცვლის.

ბევრი ვიშრომეთ, ყველა დონეზე ვპროგრესირებთ და ახლა უნდათ, ეს ყველაფერი წყალში გადაგვიყარონ. იგნორირებულია სპორტულ-რეიტინგული პრინციპიც: ამ 12-გუნდიან ლიგაში არაა ადგილი რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი ფიჯისა და მე-12 ადგილზე მყოფი საქართველოსთვის, სამაგიეროდ ადგილია აშშ-სა და იაპონიისათვის, რომლებმაც 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი ვერ გააღწიეს.

ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ მატერიალურ ინტერესებზე ზრუნავს, ამ დროს კი რაგბის ღირებულებები ფულზე გაცილებით მაღლა დგას. სულ იმას ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს რაგბი სამართლიანობისა და ერთიანობისთვის იბრძვის, თუმცა თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება".
მკითხველის კომენტარები / 37 /
რაგბის თამაშობენ ჯენლტმენები,მართავენ გოთვერნები!
ნიკ
02 მარტი 2019 10:04
0
ეგ თუ გააკეთეს მართლაც და ბოიკოტი უნდა გამოუცხადო მსოფლიოზე და ეგაა...აბა ისე მაინც არაფერი საშველი აღარაა დარჩენილი და
მიროსან
02 მარტი 2019 09:28
1
საგანგაშოა ეს ყველაფერი ძალიან. ფედერაციამ სხვა დაჩაგრულ ფედერაციებთან ერთად სერიოზულად უნდა შეუტიონ, ამოიღონ ხმა ერთად!!! ამ შემთხვევაში გამართლებული იქნება ნებისმიერი უკიდურესი ფორმის გამოყენება, მათ შორის ბოიკოტი მსოფლიო თასსაც კი!!! გაინძერით ხალხო ან ეხლა ან არასდროს!!! კიდევ 10 წელი ამ დონეზე ტკეპვნა ეს გარდაუვალი რეგრესია და გავანებოთ მაშინ რაგბს თავი და ეგაა...
Lado
02 მარტი 2019 09:28
1
ეს კაცი ბევრ ქართველზე მეტ საქმეს აკეთებს,მილტონი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია, მერე რა რომ წარმოშობით ქართველი არაა.მას ნამდვილად ეკუთვნის ერთ ერთი სახელმწიფოებრივი ჯილდო.გთხოვთ გაითვალისწინოთ ვისაც ეს გეხებათ..
misha
02 მარტი 2019 09:22
0
ჯერ ისედაც უსამართლოდ იქცევიან,6 ერი და 4 ლიგა რომ აქვთ დახურული!ახლა კი ამით მეტისმეტი მოსდით,რაც დაუშვებელია და მსოფლიო რაგბის ფედერაციამ დისკვალიფიკაცია უნდა მისცენ!მაგრამ მაგენიც ერთი ადგილის მიმცემი არიან ერთეულების გამოკლებით! არ გახადეს რაგბი უსამართლო სპორტი ამათი დედა.......!!!! ასეთი რამეები არცერთ სპორტში არ ხდება,ყველა ქვეყანა უნდა იყოს თანაბარ უფლებიანი!
Kaxa
02 მარტი 2019 08:27
1
ხო და, ტურნირის პირველივე თამაშის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი - ქართველების მიტინგი სტადიონზე - რომ დაიწერება მერე ნახონ!
მოქალაქე
02 მარტი 2019 08:10
1
ამათ უნდა გაუკეთო კონკურენტი თამაში
უფრო სანახაობრივი და მარტივი წესებით. თვითონ მიყავთ საქმე აქეთკენ ჩვენ ისტორიულადაც გვაქვს ამის უფლება. პრონციპში თეორიული
სამუშაო დამთავრებულია ტესტები დარჩა, მალე გაეცნობით.
ვეტერანი
02 მარტი 2019 06:08
4
Miltona magari kacia martla qartvelia ra etyoba ro mtel guls da suls debs aseti xalxi sportis yvela saxeobashi gvchirdeba
Qartveli
02 მარტი 2019 04:15
2
არამარტო სპორტშია საჭირო
დინამო
02 მარტი 2019 08:49
2
ამ საკითხზე სერიოზული გამოხმაურება გვმართებს ფედერაციისა, მთავარი მწვრთნელისა და სახელმწიფოს ერთერთი მეთაურის მიმართვაც ურიგო არ იქნება. მთლად გადაი-ვეს თავზე.
emigranti
02 მარტი 2019 04:13
1
ჩვენ თუ მოვაწყობთ პარალელურ ტურნირს საქართველოს, ფიჯის, სამოას, ტონგას, რუმინეთის და ბრაზილიის მონაწილეობით შევძლებთ ნებისმიერი გრანდი დავამარცხოთ და აქეთ შეგვეხვეწებიან.
sdfffff
02 მარტი 2019 04:03
6
საქმეც მაგაშია რომვერ შევძლებთ ამხელა გეოგრაფიის დაფარვას, ფული არ გვაქვს უმეტესობას.
B-52
02 მარტი 2019 14:48
1
მართალია, უნდა მოეწყოს ცალკე ლიგა, ოკეანიისა და ევროპის (საქართველო, რუმინეთი, ესპანეთი, გერმანია)და ბრაზილიის მონაწილეობით. ასეთი პრეცენდენტი იყო ჰოკეიში - ორი ლიგა არსებობდა კანადასა და აშშ-ი, რომლებიც შემდგომ გაერთიანდნენ.
მერაბი
02 მარტი 2019 10:50
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული