"მსოფლიო ლიგა" - დეტალური ინფორმაცია, რომელიც ქართული რაგბის ქომაგებს აინტერესებთ [VIDEO ქართული გახმოვანებით]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შემდეგ კვირაში ირლანდიის ქალაქ დუბლინში შეხვედრები გაიმართება, რომლებზეც დაანონსებული ყოველწლიური რაგბის გლობალური ტურნირის ბედი გადაწყდება.

მანამდე კი რაგბის ხელმძღვანელობა ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ტურნირის სტრუქტურისა და ფორმატის შესახებ ზოგად ინფორმაციას ავრცელებს.

პროექტის თანახმად, "მსოფლიო ლიგა" სამ კონფერენციად დაიყოფა და შეიქმნება - "ევროპული" და "დანარჩენი მსოფლიოს" 12-12-გუნდიანი კონფერენციები.

ჩვენთვის ინტერესს ევროპული კონფერენცია წარმოადგენს, სადაც გუნდები ორ დივიზიონად დაიყოფა.

პირველში დივიზიონში "ექვსი ერის" წარმომადგენლები, მეორეში კი საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ბელგია მოხვდებიან.

თითოეული ქვეყანა ერთხელ შეხვდება თავისი კონფერენციის ყველა გუნდს. ეს
მატჩი შინ იქნება თუ სტუმრად, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული ფორმატი გავარდნასა და აღზევებასაც ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, მეორე დივიზიონის საუკეთესო ქვეყანა პლეი-ოფში პირველ დივიზიონში ბოლო ადგილზე გასულ ქვეყანას შეხვდება. ანალოგიურად, მეორე დივიზიონში ბოლო ადგილზე გასული ქვეყანა დივიზიონში დარჩენისთვის მესამე დივიზიონის საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდება.

ვრცელდება სხვა ზოგადი ინფორმაციაც, რომელიც, სავარაუდოდ, დუბლინში გასამართ შეხვედრაზე უნდა დამტკიცდეს.

  • ერთა ჩემპიონატი (იგივე მსოფლიო ლიგა) პირველად 2022 წელს ჩატარდება
  • "ექვსი ერი", "რაგბის ჩემპიონატი" და "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები" საკუთარ კალენდარს შეინარჩუნებენ
  • თითოეული კონფერენციის ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალურ წყვილებს ჩამოაყალიბებს, მათში გამარჯვებულები კი გრანდ-ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ
  • "მსოფლიო ლიგა" ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მსოფლიო ჩემპიონატის წინა და შემდეგ წლებში ჩატარდება. "ლომების" წელს ტურნირი შემოკლებულ ვარიანტში, გავარდნისა და აღზევების გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატის წელს კი საერთოდ არ გაიმართება
  • სამაუწყებლო უფლებები კოლექტიურად გაიყიდება, რაც პოტენციურ მოგებას გაზრდის
  • ტურნირის შედეგად მოხდება მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების კვალიფიკაციისა და განთესილი გუნდების განსაზღვრა
  • 2027 წლისთვის მსოფლიო ჩემპიონატი მონაწილეების რიცხვის გაზრდა 24-მდე იგეგმება

altრევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს - მსოფლიო რაგბის პროექტი და ისტორიული შანსი საქართველოსთვის!

altStuff.co.nz: ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს"

alt"მსოფლიო რაგბი" უკან იხევს? - ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საგანგებო შეხვედრა დააანონსა

altგოჩა სვანიძე: ეს ცხვირაპრეხილი რეტროგრადების თავებში მომწიფდა - ამის უფლებას არავის არ მივცემთ

მკითხველის კომენტარები / 29 /
ამ ლიგით - ეროვნული ნაკრებებით- რაგბი ფეხბურთს გადაასწრებს და ნომერ 1- ლი სპორტი შეიქმნება ავტორიტეტით და პოპულარობით(!) მერწმუნეთ ... სამყაროს უყვარს მამაცი, შეუპოვარი, ღირსეული ადამიანები- სპორტსემენები და არა ფულით ნაყიდი სპორტი და მით გაყიდული ადამიანები (ეროვნულ ნაკრებში ფულით ვერავინ შეიყვანს სპორტსმენს!!)
გლახუნა
19:20 10-03-2019
8
პირველ რიგში ვერანაირად დავეთანხმები აზრს, რომ პლეიოფი 4 წელიწადში ერთხელ გვექნება, ეს ტურნირი 4 წელიწადში ორჯერ (მსოფლიო ჩემპიონატის წინა და შემდგომ წელს) ტარდება, შესაბამისად ორჯერ გვექნება შანსი 6 ერში შეღწევის, და თუ შევაღწიეთ ექვს ერში, მინიმუმ ორი წელი მასში დავრჩებით, გააჩნია რომელი წლის პლეიოფს ვითამაშებთ მომგებიანად, მინიმუმ ერთხელ და მაქსიმუმ 2ჯერ გვექნება სამხრეთის ბობოლებთან გაჯიბრების შანსი შემდგომ ორ წელიწადში. ჩვენს სასარგებლოდ ისიც იქნება, რომ პლეიოფის წინ გვექნება ყველაზე რთულ მეტოქეებთან გამოცდილების შესაძენად თამაშები - ტონგა, სამოა, აშშ, ნამიბია, ურუგვაი, ასე რომ იტალიისთვის საკმაოდ მომზადებული ვიქნებით. მთავარია ერთხელ გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე და ელიტაში დიდი ხნით დარჩენის დიდი შანსია.
რაც შეეხება მანამდე პერიოდს: წელს გარანტირებულად გვაქვს 4 უმაღლესი დონის მატჩი პლუს ფიჯი და ურუგვაი, 2020 და 2021 წლებში ფედერაციამ უნდა იყოჩაღოს, რაც შეიძლება მეტი ძლიერი ტესტი უნდა გავჩარხოთ იგივე კუნძულელებთან ძალიან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პლუს მინიმუმ ერთი ექვსი ერის გუნდი.
ყველაზე მთავარი არ უნდა გამოგვრჩეს დიდი ათიდან მინიმუმ ერთი გუნდი უნდა მოვახდინოთ ჩელენჯ ქაფზე და კიდევ უფრო გრანდიოზული გეგმა რაცაა: ფრენჩაიზი ტოპ 14ში ან კელტების ლიგაში, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მარტო ეს ბოლოც გვეყოფოდა იტალიის ტოლსწორად გამოსვლისთვის!!!
თორნიკე
01:14 10-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული