პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

ხვალ 10 მარტს 16:00 საათზე, ქუთაისში გერმანიასთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ბორჯღალოსნებმა" "აია არენაზე" კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს.

მილტონ ჰეიგმა წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის, როგორც მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ეტაპის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ამ კამპანიაზე ძალიან დიდი ფოკუსირება ხდება, რადგან ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებთ, მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება. გვსურს მაქსიმალურად გამოვცადოთ მოთამაშეები, ვნახოთ ყველა ის სიღრმეები, რაც მსოფლიო თასზე გამოგვადგება და იაპონიაში გასამართ ტურნირს შესაბამის კონდინციაში შევხვდეთ".

გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ თამაშის ქუთაისში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა
ხაზი:

"ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შეხვედრას განსაკუთრებულ ხიბლს ის მატებს, რომ გერმანიას ქუთაისში ვმასპინძლობთ. ამ ქალაქში რაგბის წლებია ფეხი მყარად აქვს მოკიდებული, რამდენიმე გუნდი ჰყავს, რომლებიც წარმატებით თამაშობენ შიდა ჩემპიონატებში და ქუთაისელი გულშემატკივარი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს. როდესაც მაყურებლისთვის თამაში ასე მნიშვნელოვანია, ის ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება".

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს გუნდები განსხვავებულ პოზიციებში ხვდებიან. "ბორჯღალოსნებმა" სამივე თამაში მოიგეს - კლუჟში რუმინეთთან 18:9, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან ბონუსით, 46:6. შედეგად, ჩვენი გუნდი 13 ქულით პირველ ადგილზეა.

გერმანია ბელგიასთან ბრიუსელში 22:29 დამარცხდა და მცირედი მარცხისთვის ბონუსს დასჯერდა, ბოტოშანში რუმინეთთან 10:38 წააგო, ხოლო გასულ ტურში ჰაიდებერგში რუსეთი მიიღო და ბონუსამდე ქულა დააკლდა - 18:26. ჯამში გერმანიას ერთი სატურნირო ქულა აქვს და ბოლო, მე-6 ადგილზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან ცუდად აშუქებთ რაგბს...ჩვენი ნაკრები გასაგებია, მაგრამ სხვა თამსშებიც ხომ ტარდება...სატურნირო ცხრილები არის და რატომ უნდა ვიგებდე რუსული და სხვა საიტებიდან ახალ ამბებს?...თქვენც ხომ შეგიძლიათ უფრო ფართოდ გააშუქოთ და მიმოხილვები მაინც დადოთ? ან გეზარებათ ან არაკომპეტენტურები ხართ...
არ დამბლოკოთ...სამართლიანი შენიშვნა არის
მამუკა
00:13 10-03-2019
0
პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ მაგრად მევასებით ქუთაისელებო !!!მოკითხვა თბილისიდან მაგარ მორაგბეებს და მაგარ ხალხს!!!კარგია რომ თამაში მანდ არის, იმსახურებს 100% ეს ქალაქი ბევრ სარაგბო დღესასწაულს!!!თამაშს რაც შეეხება ველით მეტ ხელით თამაშს და სისწრაფეს!!! წარმატებები!!!
talo
19:21 09-03-2019
0

სიახლეები პოპულარული