"ბორჯღალოსნებმა" გერმანია გაანადგურეს და 1 ტურით ადრე რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს, ქუთაისში საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ბოლოსწინა ტურში გერმანია 52:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა "აია არენაზე" მეტოქეს 8 ლელო დაუდო, პასუხად მხოლოდ 1 ჯარიმა მიიღო და 1 ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ლელოები მირიან მოდებაძემ (3), ლაშა ხმალაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ლაშა მალაღურაძემ, ვასილ ლობჟანიძემ და მერაბ შარიქაძემ დადეს, ხუთი გარდასახვა გელა აფრასიძემ გამოიყენა, ხოლო ერთი სოსო მათიაშვილმა.

ეს ამ გუნდების მერვე დაპირისპირება იყო და საქართველოს ნაკრებმა რვავე მატჩი მოიგო.

ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან ჩაატარებს.

ბორჯღალოსნებმა ტურნირზე
ოთხივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმეს და მთლიანობაში ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს.

საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის გამარჯვებული მეთერთმეტედ გახდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ღმერთმა ქნას მალე გავიDეთ ექვს ერზე, თორე ესეთ გუნდებთან თამაშით შორს ვერ წავალთ,ასეთი გამარჯვებები მხოლოდ თავის მოტყუებაა
yaa
10 მარტი 2019 18:50
3
გილოცავთ ყველას, ყველას. ყველას!!! გმადლობთ და იმედია რუსეთთან გამარჯვებითაც გაგვახარებთ!!!
tngh
10 მარტი 2019 18:37
2
რუსების წიოკი მანახა შემდეგ კვირას რა, ძაან გულით მინდა.
ZURA
10 მარტი 2019 20:06
0
არ გექნება სანატრელი ძმა..;-)
მიროსან
10 მარტი 2019 21:03
0
ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს მორიგ გამარჯვებას. ჟურნალისტებს კი ერთი შენიშვნა ბოდიშის მოხდით: “გერმანია გაანადგურეს”.... გერმანიის ნაკრები და მირაგბეთა გუნდი მაინც დაწერეთ. საქართველოს გაანადგურესო, ვინმემ რომ დაწეროს, ხომ არ იქნება მისაღები.
ჯეკო
11 მარტი 2019 02:16
5
ეს კომენტატორები საიდან მოგყავთ? რეებს ლაპარაკობდა თვიტონაც არ იცოდა!დააბრუნეთ მამრიკიშვილი
aaaa
10 მარტი 2019 23:23
2
კი ნამდვილად კარგი იყო მისი წაყვანილი რეპორტაჟი. შედარებაც არ არის, ჯობს დააბრონონ.
Geo_Dinamo
11 მარტი 2019 00:19
1
ეხლა კი რუსები სამაგალითოდ უნდა დავასამაროთ, ისე რომ კიდე 22 ენა პ**** ში ჩაგდებული ქონდეთ.
რისხვა_
10 მარტი 2019 22:03
1
რა საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ მიტოვებულია ქვეყანა იმინა რაა პატრონი არ ყავს ..ყველა ხალხს დაგვცინის რაგბიი რატო უნდა ვეთამაშოთ რუსებს რუსეთშიი? და რატო არაა ნეიტრალურზეე ამის მერე ვინ დაგვიჯერებს რო საომარი ვითარება გვაქ მათთან? სულ არ ადარდებთ მარაა ყველა საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები ერთმანეთში არ თამაშობენ ან ნეიტრალურზე ატარებენ მატჩს
lasha
11 მარტი 2019 01:57
10
აი ეს იყო თამაში! მეტოქე სუსტი გვყავდა, მაგრამ ლელოების უმეტესობა ლამაზად გათამაშებული კომბინაციები უკანახაზელებმა გაიტანეს . ეგ კი არა, შერკინების მოთამაშეებიც არ ჩამორჩებოდნენ. ასე ძლიერი გუნდები არ გვათამაშებენ, მაგრამ ამ ტურნირზე ყველას ასეთ სტილში უნდა ვამარცხებდეთ !
:))))
10 მარტი 2019 23:52
2
თქვენი არ ვიცი, მაგრამ სასიამოვნო საყურებელი ჩემთვის ის თამაშია, რომელსაც ბოლომდე მიჰყვება დაძაბულობა. მაგ. ერთ-ერთი ასეთი იყო უელსთან ტესტ-მატჩი. აბა როცა წინასწარ იცი, რომ 50 ქულაზე მეტს დადებ და შესაძლებლობის ნახევარსაც არ იყენებ, ეს რა თამაშია, ან რა სარგებელი უნდა ნახოს გუნდმა? ასეთ გუნდთან ყველაფერი გამოგივა და გამოსასწორებელი რა გაქვს შენ კი არა, მოწინააღმდეგე ხედავს საკუთარ თამაშში.
P.s ნეტა გავიდეთ ჯგუფიდან მსოფლიოზე, და კაი სილას მიიღებენ ბობოლები ჩვენგან ასეთ გუნდებთან რომ გვათამაშებენ!
ნათია
10 მარტი 2019 21:22
6
ვერ გავიგე შენი პათოსი მეგობარო.. ასეთი თამაშებიც აუცილებელია, ასეთ სისწრაფეებზე უელსი და ძმანნი მისნი რომ არ გათამაშებენ ხომ იცი?.. და ასე თუ არ ითამაშე ხელით უელსთან და მის საძმოსთან, მოგების შანსები 0 ის ტოლი რომ არის ესეც ხომ იცი მეგობარო?.. აქედან გამომდინარე ისმება მარტივი კითხვები: - როდის უნდა დავიწყოთ ხელით თამაში, ანდა როგორ ვისწავლოთ.. რა თქმა უნდა ძლიერებთან უნდა ვითამაშოთ, რომ პრესსში დავტესტოდ საკუთარი შესაძლებლობები, მაგრამ ასეთი თამაშები თუ არ გვექნა, მარტივად რომ ვთქვათ. საშინაო დავალებებს სხვაგვარად ვერ დავგეგმავთ. არც ის გაგვიკვირდეს ასეთი თამაშის გამო მწარე გაკვეთილები მივიღოთ ბობოლებისგან, მაგრამ ეს გზა უნდა გავიაროთ, სწორედ ეს გზა განვლეს (სათამაშო სტრატეგიით) ფიჯიმ და იაპონიამ, და ამ ყველაფერს თავის დროზე ტესტავდნენ მათზე სუსტ გუნდებთანაც და ამას კი არ თაკილობდნენ, პირიქით მადლიერები იყვნენ ასეთი სპარინგებისთვის...
ტორინო
10 მარტი 2019 22:29
1
საცოდაობა იქნება სამომავლოდ თუ მხოლოდ რაგბი ევროპაზე ვითამაშებთ.
გიო
10 მარტი 2019 23:14
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული