10 მარტს, ქუთაისში საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ბოლოსწინა ტურში გერმანია 52:3 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა "აია არენაზე" მეტოქეს 8 ლელო დაუდო, პასუხად მხოლოდ 1 ჯარიმა მიიღო და 1 ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ლელოები მირიან მოდებაძემ (3), ლაშა ხმალაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ლაშა მალაღურაძემ, ვასილ ლობჟანიძემ და მერაბ შარიქაძემ დადეს, ხუთი გარდასახვა გელა აფრასიძემ გამოიყენა, ხოლო ერთი სოსო მათიაშვილმა.
ეს ამ გუნდების მერვე დაპირისპირება იყო და საქართველოს ნაკრებმა რვავე მატჩი მოიგო.
ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან ჩაატარებს.
ბორჯღალოსნებმა ტურნირზე ოთხივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმეს და მთლიანობაში ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს.
საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის გამარჯვებული მეთერთმეტედ გახდა.
P.s ნეტა გავიდეთ ჯგუფიდან მსოფლიოზე, და კაი სილას მიიღებენ ბობოლები ჩვენგან ასეთ გუნდებთან რომ გვათამაშებენ!