"ბორჯღალოსნებმა" გერმანია გაანადგურეს და 1 ტურით ადრე რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს, ქუთაისში საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ბოლოსწინა ტურში გერმანია 52:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა "აია არენაზე" მეტოქეს 8 ლელო დაუდო, პასუხად მხოლოდ 1 ჯარიმა მიიღო და 1 ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ლელოები მირიან მოდებაძემ (3), ლაშა ხმალაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ლაშა მალაღურაძემ, ვასილ ლობჟანიძემ და მერაბ შარიქაძემ დადეს, ხუთი გარდასახვა გელა აფრასიძემ გამოიყენა, ხოლო ერთი სოსო მათიაშვილმა.

ეს ამ გუნდების მერვე დაპირისპირება იყო და საქართველოს ნაკრებმა რვავე მატჩი მოიგო.

ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან ჩაატარებს.

ბორჯღალოსნებმა ტურნირზე
ოთხივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმეს და მთლიანობაში ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს.

საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის გამარჯვებული მეთერთმეტედ გახდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ქუთაისელი რაგბისტები მირიან მოდებაძე,ოთარ გიორგაძ და თედო აბჯანდაძე ძალიან ცდილობდნენ თავი გამოეჩინათ მშობლიური მაყურებლის წინაშე,რაც უდავოთ გამოუვიდათ,განსაკუთრებით მირიან მოდებაძეს თავისი ჰეთ-რიკით და ოთარ გიორგაძეს რომელმაც"ტერორი"მოუწყო გერმანელებს.
გიოშა
06:37 12-03-2019
0
რუსეთთან თამაშს განსაკუთრებულად ველოდები, ყოველთვის ვუგებთ, იმის მაგივრად რომ ჩუმად მაინც იყვნენ, პირიქით! ამტკიცებენ რომ წელს ჩვენ საქართველოზე ძლიერი ნაკრები გვყავსო, აი ამიტომ ველოდები წელს განსაკუთრებულად, ეგენი მიგვაჯეგინა წელს კიდევ ერთხელ და მერე დავწყნარდები! უნამუსოები, რა ნამუსით ამბობენ ჩვენ უფრო ძლიერები ვართო, იქნებ რომელიმე რუსმა მაინც გაიხსენოს როდის მოგვიგეს ბოლოს! ოხ თქვენი!!!!!!!!!
tbiliseli
09:43 11-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული