sport24.ru. 26 წელი მოგების გარეშე. ხომ არ დადგა დრო "დათვებმა" "ლელოელები" დაბრდღვნან?

AutoSharing Option
16 მარტს, კრასნოდარში რაგბი ევროპაზე ჩასატარებელ რუსეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს sport24.ru-მ წერილი მიუძღვნა ხმამაღალი სათაურით, თუმცა აღიარებენ, რომ პრაქტიკულად უშანსოდ არიან და მხოლოდ იმის იმედი აქვთ, რომ მეტოქისთვის ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არა აქვს.

26 წელი მოგების გარეშე. ხომ არ დადგა დრო დათვებმა ლელოელები დაბრდღვნან?

"რუსეთის ნაკრები მედლების აღებას შეეცდება.

17 მარტს რაგბი ევროპა დასრულდება. ტურნირის დასკვნით მატჩში რუსეთის ნაკრები კრასნოდარში "ყუბანის" სტადიონზე თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს - საქართველოს შეხვდება.

ამ თამაშს "ლელოელებისთვის" სატურნირო მნიშვნელობა არა აქვს. მე-4
ტურში საკუთარ მოედანზე გერმანიის დამარცხების შემდეგ, ქართველებმა უკანასკნელ 9 წელიწადში მერვედ მოიგეს ოქროს მედლები. რუსეთის ნაკრებს სამეულში მოსახვედრად მილტონ ჰეიგის გუნდის დამარცხება მართებს. სხვა ნებისმიერი შედეგი არ გვაწყობს, რადგან იმედი იმისა, რომ რუმინეთი ბელგიას ვერ სძლევს, არ უნდა გვქონდეს. ეს ზღაპარია.

რუსების სასარგებლოდ მხოლოდ განწყობაა, ყველა სხვა ფაქტორი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მეტყველებს, მათ შორის სტატისტიკაც. "დათვებს" "ლელოელები" 1993 წლის შემდეგ არ დაუმარცხებიათ. ეს რუსეთის ეროვნული გუნდის ერთადერთი გამარჯვება იყო.

ახლა საქართველოს ნაკრები ყველა კომპონენტში უფრო ძლიერია. საკმარისია ითქვას, რომ მომავალ მსოფლიოს თასზე ჰეიგი გუნდს პლანეტის საუკეთესო რვა ნაკრებს შორის მოხვედრას უსახავს მიზნად! და ქართველებს ეს რეალურად ძალუძთ.

ქართველთა კიდევ ერთი უპირატესობა - შემადგენლობის სიღრმე. დავიწყოთ იმით, რომ მოთამაშეთა უმეტესობა საზღვარგარეთ ასპარეზობს. წლების განმავლობაში გაკვალული გზა საქართველოს საუკეთესო მორაგბეებისათვის საფრანგეთში გადის, სადაც "ლელოელების" უმეტესობა პირველ და მეორე დივიზიონში გამოდის. არ უნდა დაგვავიწყდეს შემადგენლობაში სისტემატურად ახალგაზრდების ჩართვაც. საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ფაქტიურად ტოლ-სწორად ეპაექრება მსოფლიოს ტოპ-ნაკრებებს. შესანიშნავი მაგალითი - ორ უკანაკნელ ტესტ-მატჩში საფრანგეთთან მინიმალური ანგარიშით - 22:27 და 32:34 დამარცხდნენ".

შეგახსენებთ, თამაში 17 მარტს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 4 /
პირველად მაქვს შიში რომ არ ჩავაგდოთ ეს თამაში. გერმანიასთან ჩვენი ნაკრების თამაში საზომად არ გამოგვადგება, დანარჩენთან კი არასტაბილურები ვიყავით და იგივე შეცდომებს აქ არ გვაპატიებენ. მიდით ბიჭებო, ტექნიკურად და ხაზის გაჭრებზე იმუშავეთ და მათი სტილი არ ითამაშოთ!
9
Gushindeli chakukvis mere, chvenma nakrebma qva qvaze ar unda datovis amatgan. O ze!!!! Sasurvelia sarekordo angarishit! Ena chavagdebinot!
Zuka
12:24 17-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული