ფოტო: facebook.com/GeorgianRugby
რუსეთში, ქალაქ კრასნოდარში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს ნაკრები რუსეთს ანგარიშით 15:3 ამარცხებს.
მე-8 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" ანგარიში გახსნეს, სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გამოიყენა და ქართველები დააწინაურა.
31-ე წუთზე ასევე ჯარიმა გაიტანა იური კუშნიაროვმა და ანგარიში გაათანაბრა.
ტაიმის ბოლოს რუსებმა თამაშის წესი მრავალჯერ დაარღვიეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, ტაიმი კი 10:3 დასრულდა.
პირველი ტაიმის ბოლოს მოთამაშეებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა, რომელიც მალევე განიმუხტა.
უსუსტეს რუსეთთან წვალობენ და იტანჯებიან. არანაირი დინამიკა..