დაძაბულობის ფონზე - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" რუსებს ამარცხებენ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeorgianRugby

რუსეთში, ქალაქ კრასნოდარში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს ნაკრები რუსეთს ანგარიშით 15:3 ამარცხებს.

მე-8 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" ანგარიში გახსნეს, სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გამოიყენა და ქართველები დააწინაურა.

31-ე წუთზე ასევე ჯარიმა გაიტანა იური კუშნიაროვმა და ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის ბოლოს რუსებმა თამაშის წესი მრავალჯერ დაარღვიეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, ტაიმი კი 10:3 დასრულდა.

პირველი ტაიმის ბოლოს მოთამაშეებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა, რომელიც მალევე განიმუხტა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლობჟანიძეს დისციპლინა არ აქვს. ვერ ათამაშებს გუნდს და უფრო ადრე უნდა გამოეცვალა. თამაშის ხარისხი წვიმას არ დააბრალოთ, სხვა გუნდებიც თამაშობენ წვიმაში და ამდენი წუნი არ აქვთ.
a
17 მარტი 2019 17:54
6
რაც გუშინ შოტლანდიამ გააკეთა რაგბი ისაა და თავდადება ისაა. ჩვენი გუნდი კი საცოდაობაა და მეტი არაფერი..
უსუსტეს რუსეთთან წვალობენ და იტანჯებიან. არანაირი დინამიკა..
ჰაჯი დიუფი
17 მარტი 2019 17:26
9
ლობჟანიძეს რატომ არ ცვლის??
ვინცხა
17 მარტი 2019 17:23
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული