12 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია 17:12 დაამარცხა.

მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და მეხუთე წუთზე გატანილი ლელოთი და გარდასახვით წინ გაიჭრა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" თამაში დაალაგა, ბურთზე კონტროლი დაამყარა, თუმცა წინსვლა ჭირდა და იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო.

თამაში თვალსასეირო ვერ იყო, უფრო ძალისმიერი გახლდათ. სამწუხაროდ, ხუთჯერ წავაგეთ საკუთარი დერეფანი. უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდმა დაუშვა შეცდომები და თამაში აიჭრა.

შესვენებაზე საქართველოს ნაკრების მთელი პირველი ხაზი შეიცვალა, თამაშიც გამოცოცხლდა და თედო აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა. მერე ისევ წავაგეთ საკუთარი დერეფანი, რასაც მოწინააღმდეგის ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა.

57-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ვიზავის დაცვა გაჭრა, აბჟანდაძემ ლელო დადო, გარდასახვაც გამოიყენა და 10:12. ეს ამხელა უპირატესობის ფონზე ლოგიკური იყო.

68-ე წუთზე მსაჯმა წინ მიცემული პასისთვის შოტლანდიას ლელო არ ჩაუთვალა. 74-ე წუთზე კი, როგორც იქნა, დერეფანში შეცდომა სქოთებმა დაუშვეს, ლუკა ნიორაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ - გარდასახვა და 17:12.

78-ე წუთზე მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში პაატა ბურჭულაძემ შეაჩერა და გავიმარჯვეთ!

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე სამატჩო დღის ბოლოს გაირკვევა.

შეგახსენებთ, შოტლანდიელებს "უმცროსი ბორჯღალოსნები" შარშანაც შეხვდნენ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე და 39:31 დაამარცხეს.

საქართველო:

ხაზი

15. დაჩი პაპუნაშვილი, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. სანდრო მარგიანი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება

1. ნიკა ღვალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ზაურ თევდორაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. ვახტანგ ჯინჭარაძე, 6. პაატა ბურჭულაძე, 7. ბექა ყორიაული, 8. იოანე იაშაღაშვილი.

მარქაფა

16. ლუკა ნიორაძე, 17. ლუკა აზარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ტატო გვიმრაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თემურ ჭიჭინაძე, 24. გივი ცინცაძე, 25. ლაშა ლომიძე, 27. იოსებ გუშარაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ზურა ქავთარაძე ისვენებდა.

2 ლელო: აბჟანდაძე, ნიორაძე

2 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მადლობა თავდადებისა და კარგი ქართველობისთვის [VIDEO]

შოტლანდიელები აღიარებენ, რომ "ლელოელებს" კიდევ კარგა ხანი გაუძლეს და თედო აბჟანდაძეს გვიქებენ

შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველო ჩვენთვის განსხვავებული გამოწვევაა

me
აბა ერტხელ ვერ მოაწოდა აუტი კარგად და ისიც ლელო დავდეთ :) ისე ჩვენი აუტების ნახევარი მაინც რო მოგვეგო ბონუსი ხელში გვქონდა
სოსო
გაგრძელებაც შეიძლება,მაგრამ ნებისყოფამ და ბრძოლის უნარიანობამ,ყველაფერი გადაწონა.პლიუს ცოტა იღბალიც.

სალუ!N !ალკოჰოლის მოყვარულ "სამელიებს". დედანში ამბობენ "СОGNAС"."ოღევაღ", შამპანიდან.
ჩემი აზრით
15 ნომერს რომ შეცდომები არ დაეშვა უფრო იოლად მოვიგებდით.ეტყობა ნერვები ვერ მოთოკვა.
ლაშა
ეხლა ცივი გონებით მინუსებზე: 1. საშინელი დერეფანი; 2. რაქებიდან ბურთის გვიან გამოტანა; 3. გადაკიდულებზე უკანა ხაზის არადამაჯერებელი თამაში. ბედის ირონიით რაც არ გამოგვდიოდა ჩვენ სწორედ იმ შეცდომით მოვუგეთ სქოთებს :)
ზაზა
კონიაკით არა - სწორია "კანიაკით"
emigranti
მაგარი პლანია ეტყობა მანდ:)...მარა საქმეზე წახვედი თუ ქეშაობისათვის?:)))
კახა
გილოცავთ ძალიან მაგარი შედეგია აუცილებელია შევინარჩუნოთ ადგილი მომავალ მსოფლიოზე რისთვისაც ამ თამაშის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ყოჩაღ ბიჭებო მადლობა ბრძოლისათვის და თავდადებისათვის რომ იტყვიან გამარჯვებულებს არ ასამართლებენ ერთხელ ჩვენც უნდა გაგვმართლებოდა და გაგვიმართლა არავითარი ეიფორია წინ კიდე უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გველის კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ არავითარი მოდუნება დაინახონ რაგბის ბო(ს)ებმა სტაბილურად ვინარჩუნებთ ადგილს მსოფლიოზე.
emigranti
მაგარი პლანია ეტყობა ოქსფორდში:)...მარა სასწავლებლად წახვედი თუ ქეშაობისათვის?:)))
dato
ესეც ტოპ ნაკრების დამარცხება ფული ჩადეთ მაქსიმუმი რაგბში რაც შეეხება ფეხბურტს მიუშვით თვით დინებაზე მაინც მასეა.
111111q
Prosta basialas da ragbs wrtad vuyurebdi da basilasgan gabrazeba am nakrebmada am lomebma gamomiswores mglebi arian sagoll ese gagaagrzelwt
დათო
კონიაკით? :)
tngh
გილოცავთ!!! ყველას, ყველას, ყველას... გაიხარეთ და ხშირად გაგვახარეთ!!! გმადლობთ!!!
ღლონტი
საბერძნეთთან მოგებას ზეიმობენ.
Misha
Erti sulierebi gmerts ar uqnia da isev tqven tu gagvaxarebt KACEBO
Oxfordis campusidan.
Mაინც Iმძლავრა ჯიშმა და გენმა გავიმარჯვეთ!თამაშის არეულ დარეულად მართვის მიუხედავად .ტოპ, ახალკაცისნაირი-მაგრამ ქართულ რაგბიში და საუბედუროდ ვერც ფეხბურთში არ გაგვაჩნია მისნაირი დონის მწვრთნელი, გვჭირდება,მაშინ ახალზელანდიელი ან ავსტრალიელი და ჰეიგზე არანაკლები ქოაჩი მოვიწვიოთ,, მომავალი თაობის წინსვლისთვისთვის იბჭონ ვისაც ქართული რაგბი აბარიათ და ამგვარივე დასკვნამდე მივლენ თუ თავთავიანთი საქმის ანაზღაურების მიღმა, სიყვარულის ნატამალი მაინც......დარბაზად ,სახალხოდ ბჭობისას გზა ურმის გადატრიალებამდე გამოჩნდება უსათუოდ ,თუ საღად და ქართველთა მომავალი თაობათა წინსვლისთვის ვიაზროვნებთ ...სპორტშიც და....
Bacho
Isini sad arian wina tamashze room icerebodnen cud ragaceebs??!!!
ალექს
აბა,წავიდა ჩირგვებისკენ ის ხალხი ქართული რაგბი კვდებაო და მისთანანი..ასეთი გადახალისებული შემადგენლობით და ამდენი წაგებული დერეფნის ფონზე მაინც რო ამარცხებ ზელანდიასთან 5 ლელოს დამდებ შოტლანდიას ეს ძალიან ბევრს ნიშნავს! ისე,აუცილებლად უნდა ითქვას მსოფლიო თასის უმახინჯესი ფორმატის შესახებ: ე.ი. შარშან 3 მოგებით დავიკავეთ მეცხრე ადგილი,მესამე და მეოთხე ადგილოსნებსაც 3 მოგება ქონდათ! წელს არის შანსი(თეორიული) რომ 1 მოგებით დავიკავოთ მერვე ადგილი!
giorgi
ბრწყინვალე ტაქტიკური ხრიკი იყო ჩვენი მწვრთნელებისგან, რომ ძირითადი შემადგენლობა მეორე ტაიმისთვის შემოვინახეთ,რამაც მშვენივრად გაამართლა!
გიოშა
გილოცავ საქართველო ბრწყინვალე გამარჯვებას!ღმერთმა გვიმრავლოს! ბიჭებს დიდი მადლობა თავდადებისთვის ამ უაღრესად მძიმე ბრძოლაში.ზედიზედ მეორე წელია ვამარცხებთ პირველი დონის ქვეყნის შოტლანდიის ნაკრებს!"მოკითხვა"თქვენ 6 ერის ორგანიზატორებო...
დიდგორელი!
პირველ რიგში მადლობა მაგარი ბრძოლისთვის!!! საამაყო ხალხი ხართ. ღმერთმა დაგლოცოთ.
სოსო
გავიმარჯვეთ.მიუხედავად უამრავი შეცდომეისა და არასწორი თამაშისა,მაინც გავიმარჯვეთ.ვულოცავ ბიჭებს და თქვენც მეგობრებო.გუნდმა შესძლო და თავის თავს აჯობა,დაალაგა და შემოატრიალა თამაში.შოტლანდია სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და ეს იქიდანაც გამოჩნდა,რომ მიუხედავად ჩვენი ფიზიკური ზეწოლისა,შეტევის დროს მათი დაცვა მთელი მატჩის მანძილზე,ერთხელაც ვერ დავაჯარიმეთ,ჩვენ კი საკუთარ ხუთმეტრიანში,უამრავ ჯარიმას ვიღებდით და ვერც ვაკავებდით მეტოქეს.სასიხარულოა,რომ თედო აბჟანდაძე თავის თავს დაემსგავსა.ამ გამარჯვებით ნაკრები თავისი თავის რწმენას დაიბრუნებს და მჯერა,ადგილის შენარჩუნებას შევძლებთ.საგანგებოდ ავღნიშნავ მსაჯობას და შევადარებ დანიასთან ფეხბურთში მსაჯობას.აქაც და იქაც მსაჯის სწორმა და არასწორმა გადაწყვეტილებებმა,რადიკალურად შეცვალა თამაშის მიმდინარეობა და საბოლოო შედეგი.
კობა
გილოცავთ ბიჭებო. წარმატებები მომავალში.
ზაზა
გენაცვალეთ ბიჭებო! თქვენი ყოველთვის გვჯერა, ასე გააგრძელეთ!
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
"ლივერპულის" დიდებული ჟესტი ჟოტას ოჯახის მიმართ
პარტეის 5 გაუპატიურებისა და 1 სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალი წარედგინა
[VIDEO] როცა სიტყვები ზედმეტია - რუბენ ნევეშისა და ჟოაო კანსელოს რეაქცია ჟოტასთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს
"ჩელსიმ" "პალმეირასი" დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს [VIDEO]
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]