U20. არის! - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას მძიმე ბრძოლაში სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია 17:12 დაამარცხა.

მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და მეხუთე წუთზე გატანილი ლელოთი და გარდასახვით წინ გაიჭრა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" თამაში დაალაგა, ბურთზე კონტროლი დაამყარა, თუმცა წინსვლა ჭირდა და იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო.

თამაში თვალსასეირო ვერ იყო, უფრო ძალისმიერი გახლდათ. სამწუხაროდ, ხუთჯერ წავაგეთ საკუთარი დერეფანი. უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდმა დაუშვა შეცდომები და თამაში აიჭრა.

შესვენებაზე საქართველოს ნაკრების მთელი პირველი ხაზი შეიცვალა, თამაშიც გამოცოცხლდა და თედო აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა.
მერე ისევ წავაგეთ საკუთარი დერეფანი, რასაც მოწინააღმდეგის ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა.

57-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ვიზავის დაცვა გაჭრა, აბჟანდაძემ ლელო დადო, გარდასახვაც გამოიყენა და 10:12. ეს ამხელა უპირატესობის ფონზე ლოგიკური იყო.

68-ე წუთზე მსაჯმა წინ მიცემული პასისთვის შოტლანდიას ლელო არ ჩაუთვალა. 74-ე წუთზე კი, როგორც იქნა, დერეფანში შეცდომა სქოთებმა დაუშვეს, ლუკა ნიორაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ - გარდასახვა და 17:12.

78-ე წუთზე მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში პაატა ბურჭულაძემ შეაჩერა და გავიმარჯვეთ!

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე სამატჩო დღის ბოლოს გაირკვევა.

შეგახსენებთ, შოტლანდიელებს "უმცროსი ბორჯღალოსნები" შარშანაც შეხვდნენ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე  და 39:31 დაამარცხეს.

საქართველო:
ხაზი

15. დაჩი პაპუნაშვილი, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. სანდრო მარგიანი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება
1. ნიკა ღვალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ზაურ თევდორაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. ვახტანგ ჯინჭარაძე, 6. პაატა ბურჭულაძე, 7. ბექა ყორიაული, 8. იოანე იაშაღაშვილი.

მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ლუკა აზარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ტატო გვიმრაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თემურ ჭიჭინაძე, 24. გივი ცინცაძე, 25. ლაშა ლომიძე, 27. იოსებ გუშარაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ზურა ქავთარაძე ისვენებდა.

2 ლელო: აბჟანდაძე, ნიორაძე
2 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე


altშოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველო ჩვენთვის განსხვავებული გამოწვევაა
მკითხველის კომენტარები / 24 /
15 ნომერს რომ შეცდომები არ დაეშვა უფრო იოლად მოვიგებდით.ეტყობა ნერვები ვერ მოთოკვა.
ჩემი აზრით
10:30 13-06-2019
0
ეხლა ცივი გონებით მინუსებზე: 1. საშინელი დერეფანი; 2. რაქებიდან ბურთის გვიან გამოტანა; 3. გადაკიდულებზე უკანა ხაზის არადამაჯერებელი თამაში. ბედის ირონიით რაც არ გამოგვდიოდა ჩვენ სწორედ იმ შეცდომით მოვუგეთ სქოთებს :)
ლაშა
09:32 13-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული