რუსეთის მორაგბეთა ნაკრები შესაძლოა, თბილისში აღარ ჩამოვიდეს

AutoSharing Option
იაპონიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატამდე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 27 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთთან ტესტ-მატჩი უნდა ჩაატაროს.

თუმცა, არაა გამორიცხული, მიმდინარე მოვლენების გამო შეხვედრა არ შედგეს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა აეკრძალათ, ამჟამად კი რუსულ სპორტულ მედიაში ანტიქართული კამპანია მიმდინარეობს.

ТАСС-ის ცნობით, რუსეთის რაგბის კავშირი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციას გაივლის და იმის მიხედვით იმოქმედებს, ანუ ეს "რეკომენდაცია" დირექტივის ტოლფასი იქნება და როგორც უბრძანებენ, ისე მოიქცევიან.

შეგახსენებთ, ამომავალი მზის ქვეყანაში გამგზავრებამდე, 31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები"
"დინამო არენაზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიას უმასპინძლებენ.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს აიღებს სტარტს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ერთად იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მაგათ აქვთ აქეთ სახვეწი ხშირად გვეთამაშონ და განვითარდნენ, რამე ისწავლონ ჩვენთან თამაშით. სიმართლე გითხრათ მე არც მინდოდა მათან ამხანაგური, ჩვენ მაგათან მხოლოდ საომრად უნდა გავიდეთ ყველა სპორტში სპორტულად, სისხლის უკაბნასკნელ წვეთამდე. რუსეთი უკუპანტია!!
Geo_Dinamo
13:29 24-06-2019
0
რუსების მეტი ვერავინ შევარჩიეთ?უთავმოყვარეო ერი ვართ,ჩვენი უთავმოყვარეობით,არათანმიმდევრულობით თვითონ შეგვყავს რუსეთის ხელისუფლება შეცდომაში.ვეღარ გაიგეს აფხაზეთი და სამაჩაბლო ისევ გვტკივა,თუ უკვე დავივიწყეთ.
დავითი
02:36 24-06-2019
14

სიახლეები პოპულარული