რუსეთის მორაგბეთა ნაკრები შესაძლოა, თბილისში აღარ ჩამოვიდეს

AutoSharing Option
იაპონიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატამდე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 27 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთთან ტესტ-მატჩი უნდა ჩაატაროს.

თუმცა, არაა გამორიცხული, მიმდინარე მოვლენების გამო შეხვედრა არ შედგეს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა აეკრძალათ, ამჟამად კი რუსულ სპორტულ მედიაში ანტიქართული კამპანია მიმდინარეობს.

ТАСС-ის ცნობით, რუსეთის რაგბის კავშირი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციას გაივლის და იმის მიხედვით იმოქმედებს, ანუ ეს "რეკომენდაცია" დირექტივის ტოლფასი იქნება და როგორც უბრძანებენ, ისე მოიქცევიან.

შეგახსენებთ, ამომავალი მზის ქვეყანაში გამგზავრებამდე, 31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები"
"დინამო არენაზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიას უმასპინძლებენ.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს აიღებს სტარტს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ერთად იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მაგათ აქვთ აქეთ სახვეწი ხშირად გვეთამაშონ და განვითარდნენ, რამე ისწავლონ ჩვენთან თამაშით. სიმართლე გითხრათ მე არც მინდოდა მათან ამხანაგური, ჩვენ მაგათან მხოლოდ საომრად უნდა გავიდეთ ყველა სპორტში სპორტულად, სისხლის უკაბნასკნელ წვეთამდე. რუსეთი უკუპანტია!!
Geo_Dinamo
24 ივნისი 2019 13:29
0
თამაში არ იციან, და ნერვები უნდა მოგვიშალონ, შოტლანდიასთან დამტვრეულ დაღლილი უნდა გავიდეთ. არასდროს არ მინდოდა რუსეთთან რომ ეთამაშათ.
ანდრო
24 ივნისი 2019 12:34
1
როცა დაგვხოცეს და გაგვაუბედურეს, ჩვენი საჯიშე ქართველები მიწასთან გაასწორეს მაშინ არაშუშავს რაო, რაგბი და პოლიტიკა შორს არისო და ვუმასპინძლეთ თბილისში, ეხლა რა შეიცვალა?! რუსეთს თავს დავესხით მოვსპეთ და გავაუბედურეთ, ოკუპაცია გავუკეთეთ მაგათ მიწას-წყალს თუ ეკონომიკურად გავანადგურეთ?! არაფერი საერთოდ მაგდაგვარი!!! მაგრამ მაინც აქეთ არიან ნაწყენები.. ვიძახი რუსეთი მაინც რუსეთია ოკუპანტი, მკვლელი და სიბნელე მაგათ ხელში ვერასდროს ვერ განვითარდება ჩვენი ქვეყანა, უნდა დავაღწიოთ თავი ყველანაირი ხერხით მაგათ, არაა პრობლემა ნუ ჩამოვლენ და არც ჩვენ ჩავიდეთ, მაგათ თამაშზე პროტესტის ნიშნათ ოკუპანტის მაისურებით უნდა გავიდეთ როგორც ტორპედომ გააკეთა (ვენაცვლე მთელ გუნდს), და არა მარტო რაგბზე ყველა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებზე. ყველგან სადაც შევძლებთ, როგორც ჩანს უკვე ყელში ამოუვედით და აქ უნდა მივაწვეთ ყველანაირი ხერხით, მარა ისე რომ თავი დავიცვათ მთლიანი ოკუპაციისგან... რუსეთი ოკუპანტია!!!!
mitro
24 ივნისი 2019 12:25
1
ჩვენ მაქსიმუმ,3,7 მილიონი ვართ,რუსები კი 150 მილიონს აღემატებიან,მაგრამ ისე გვებრძვიან,თითქოს ჩვენც 130-150 მილიონი ვიყოთ.რეალურად,მათ ჩვენი ეშინიათ.
status quo
24 ივნისი 2019 12:07
1
აუფ , ადრე რო ჩამოდიოდნენ ხო ჰქონდა აზრი მათთვის
ემირი
24 ივნისი 2019 11:33
2
მოსალოდნელიც იყო, არ მიკვირს!
joi zaza
24 ივნისი 2019 11:30
0
ძალიან კარგი. მაგათთან ტესტ მატჩიც არაფერს გვაძლევს.
გოგა
24 ივნისი 2019 11:23
2
მახინჯი რუსული პოლიტიკა. არ გამიგია რუსი ტურისტი თავისი ეთნოსის გამო საქართველოში ვინმეს დაეჩაგროს, თუ რაიმე პროვოკაციული ქმედებით არ გამოუჩენია თავი (მაგალითად გეორგიევსკის ლენტით შემოსვლა). იმედია რუსი ხალხი ვისაც შერჩევნია ჯანსაღი აზრი, ის მაინც ხვდება ამ ყველაფერს და გააპროტესტებენ რუსეთის ამ უსუსურ პოლიტიკას.
გიორგი
24 ივნისი 2019 11:20
1
აზრი რა აქვს ან მათ ჩამოსვლას და ან არ ჩამოსვლას?!....
buba
24 ივნისი 2019 11:11
2
გადმოიტანეთ შოტლანდია 27-ში.. 31-ში ქორწილში ვარ დაპატიჟებული..
პ.ს. არადა ორივეს ბილეთი მაქვს უკვე ნაყიდი..
ქუთქისელი
24 ივნისი 2019 10:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული