იაპონიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატამდე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 27 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთთან ტესტ-მატჩი უნდა ჩაატაროს.
თუმცა, არაა გამორიცხული, მიმდინარე მოვლენების გამო შეხვედრა არ შედგეს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა აეკრძალათ, ამჟამად კი რუსულ სპორტულ მედიაში ანტიქართული კამპანია მიმდინარეობს.
ТАСС-ის ცნობით, რუსეთის რაგბის კავშირი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციას გაივლის და იმის მიხედვით იმოქმედებს, ანუ ეს "რეკომენდაცია" დირექტივის ტოლფასი იქნება და როგორც უბრძანებენ, ისე მოიქცევიან.
შეგახსენებთ, ამომავალი მზის ქვეყანაში გამგზავრებამდე, 31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები"
"დინამო არენაზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიას უმასპინძლებენ.
2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს აიღებს სტარტს.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ერთად იმყოფება.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ერთად იმყოფება.
პ.ს. არადა ორივეს ბილეთი მაქვს უკვე ნაყიდი..