ზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანია Facebook-ზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

მისი თქმით, ის კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სავარაუდოდ, ის მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელ "ბორჯღალოსანთა" 46-კაციან სიაში არ იმყოფება, რომელიც ხვალ, 27 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს.

"მივმართავ ყველა გულშემატკივარს, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის...

სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები, მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა! ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით, რუსეთის წინააღმდეგ!

მაგრამ მოხდა
შემდეგი: კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია, მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ!

ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, იძულებული ვიქნები, სხვა ქვეყნიდან გავაკეთო ეს. მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენგანს ყურადღებისთვის.

დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხებს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ვიყო უკანასკნელი, ვისაც უსამართლობა შეემთხვა და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში.

საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან ღირსეულად. მინდა საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ!", - წერს ჟვანია.

27 წლის მოთამაშეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 40 შეხვედრა აქვს გამართული.

Sportall.Ge

Sportall.ge რაგბის კავშირისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

altrugbypass.com: იოანე იაშაღაშვილს შეუძლია მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს და "ლელოელებს" წინ გაუძღვეს

altრუსეთის მორაგბეთა ნაკრები შესაძლოა, თბილისში აღარ ჩამოვიდეს

მკითხველის კომენტარები / 41 /
მეგობრებო, აქ მთავარი ის კი არ არის ვინ ვის ჯობს (რაც მნიშვნელოვანია თავისთავად რა თქმა უნდა), არამედ ის, რომ ნაკრების კანდიდატი ასეთ განცხადებას აკეთებს. სიტუაციას ნათელი რომ მოეფინოს, სამწვრთნელო შტაბმა განმარტება უნდა გააკეთოს, თუ რატომ მიყავთ სხვა და არა ჟვანია.
შეტევა
20:29 26-06-2019
1
ჟვანია ყველაზე კარგი და სწორი შემტევია პირველხაზელებს შორის, არამარტო ჩეჩქვა და პარაში 2 მეტრზე შეტევა შეუძლია ლელოს ხაზთან 3 მეტრში, არამედ ტექნიკური, მოქნილი და არაორდინალური გადაწყვეტილებებით, მათ შორის ბურთაობის და ხაზზე გაშლის პირობებში მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა, ხაზის გაჭრა, შეტევისთვის პერსპექტივის შექმნა. არცერთ ჩვენ სხვა პირველხაზელს ეს ამ დონეზე ამ ხარისხით და მოცულობით არ გამოსდის. საითაც გვინდა ჩვენი თამაშის სტილი წავიყვანოთ და რა ელემეტებიც გვინდა შევმატოთ, ის აქვს ამ კაცს, აბა მისი არწაყვანა როგორ შეიძლება? მაშინ დავანებოთ თავი დინამიკურ თამაშის სტილზე გადასვლას და ვითამაშოთ როგორც ადრე, მხოლოდ სტატიკიდან ჩეჩქვით და მოკლე დარტყმებით წავიწიოთ ხოლმე 2-3 მეტრობით წინ. ჟვანია ამრავალფეროვნებს პირველი ხაზის თამაშს და იგი აუცილებელია იყოს გუნდში. სიჩქარეც კარგი აქვს სხვათა შორის
gizo
17:57 26-06-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული