ზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანია Facebook-ზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

მისი თქმით, ის კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სავარაუდოდ, ის მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელ "ბორჯღალოსანთა" 46-კაციან სიაში არ იმყოფება, რომელიც ხვალ, 27 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს.

"მივმართავ ყველა გულშემატკივარს, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის...

სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები, მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა! ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით, რუსეთის წინააღმდეგ!

მაგრამ მოხდა
შემდეგი: კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია, მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ!

ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, იძულებული ვიქნები, სხვა ქვეყნიდან გავაკეთო ეს. მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენგანს ყურადღებისთვის.

დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხებს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ვიყო უკანასკნელი, ვისაც უსამართლობა შეემთხვა და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში.

საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან ღირსეულად. მინდა საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ!", - წერს ჟვანია.

27 წლის მოთამაშეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 40 შეხვედრა აქვს გამართული.

Sportall.Ge

Sportall.ge რაგბის კავშირისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

altrugbypass.com: იოანე იაშაღაშვილს შეუძლია მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს და "ლელოელებს" წინ გაუძღვეს

altრუსეთის მორაგბეთა ნაკრები შესაძლოა, თბილისში აღარ ჩამოვიდეს

მკითხველის კომენტარები / 41 /
იაპონიაში მივდივართ, რომ ოთხი თამაშიდან ორი ვითამაშოთ და მოვიგოთ, ხოლო დანარჩენ ორში კი ვიმეცადინოთ. ნაკლები შედეგის შემთხვევაში, უკან ვიხევთ იქედან გამომდინარე, რაც კი დღემდე მიგვიღწევია. დღეს კი ისეა თუ ასე ნელი ნაბიჯებით წინ მივიწევთ, ყოველშემთხვევაში ბოლომდე ადგილს არ ვტკეპნით.
ამიტომ ფიჯისთან და ურუგვაისთან "მიწოლის" ტაქტიკით თუ გავიმარჯვებთ. განსაკუთრებით ფიჯისთან. ეს ისეთი ორი თამაში იქნება, რომ მე, კოლელიშვილსაც ვერ ვენდობი, მისი ფეთქებადი ხასიათის გამო, რაც ხშირად გვაზარალებს ხოლმე.
ლელო
26 ივნისი 2019 18:21
2
ჟვანიას ნაკრებში ნახვა დარჩა ოცნება :( ადრეც სულ იმას ველოდი ეს როდის გავიდოდა მოედანზე. ძალიან მოსაწყენია ჩვენი შერკინება ჟვანიას გარეშე. ცუდი ამბავია მოკლედ. და ცუდია ბოლომდე რომ არ თქვა რა ხდება.
რეზო
26 ივნისი 2019 18:20
1
ჟვანია ყველაზე კარგი და სწორი შემტევია პირველხაზელებს შორის, არამარტო ჩეჩქვა და პარაში 2 მეტრზე შეტევა შეუძლია ლელოს ხაზთან 3 მეტრში, არამედ ტექნიკური, მოქნილი და არაორდინალური გადაწყვეტილებებით, მათ შორის ბურთაობის და ხაზზე გაშლის პირობებში მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა, ხაზის გაჭრა, შეტევისთვის პერსპექტივის შექმნა. არცერთ ჩვენ სხვა პირველხაზელს ეს ამ დონეზე ამ ხარისხით და მოცულობით არ გამოსდის. საითაც გვინდა ჩვენი თამაშის სტილი წავიყვანოთ და რა ელემეტებიც გვინდა შევმატოთ, ის აქვს ამ კაცს, აბა მისი არწაყვანა როგორ შეიძლება? მაშინ დავანებოთ თავი დინამიკურ თამაშის სტილზე გადასვლას და ვითამაშოთ როგორც ადრე, მხოლოდ სტატიკიდან ჩეჩქვით და მოკლე დარტყმებით წავიწიოთ ხოლმე 2-3 მეტრობით წინ. ჟვანია ამრავალფეროვნებს პირველი ხაზის თამაშს და იგი აუცილებელია იყოს გუნდში. სიჩქარეც კარგი აქვს სხვათა შორის
gizo
26 ივნისი 2019 17:57
1
აბსოლიტურად გეთანხმები მეგობარო, ჟვანია პირველხაზელის გვარობაზე სისწრაფესთან ერთად არაორდინალური მოთამაშეა, კარგად პოულობს სივრცეებს და ქმნის უპირატესობას.
სხვათაშორის კაკოვინიც დაახლოებით იგივე სტილის მოთამაშეა და ისიც დიდი ხანია აღარ გამოჩენილა ნაკრებში.
Zero
27 ივნისი 2019 10:22
0
ზურა, არ არის ლამაზი შენი საქციელი, ნუ ჩამოაგდებ გუნდში შუღლს.
patre შენნაირი იდიოტების გამო ხდება ზუსტად ყველანაირი უბედურება
ცუგო
26 ივნისი 2019 17:49
44
ასე თუ ისე წარმატებულ სპორტის სახეობად ითვლება რაგბი საქართველოში და ამის გამო გულშემატკივრების დიდ ნაწილს ვერც კი წარმოუდგენია, რომ ვინმე დაიჩაგროს ან რაიმე კანონდარღვევით და არასწორად გაკეთდეს. მაგრამ ასე არაა. მარტივია, რომელ სპორტშიც სოლიდური დაფინანსებაა და თანაც იქ ქართველია გარეული მუდმივად არის ნეპოტიზმი, ფრთხილი კორუფცია და მთლიანი ქვეყნის უბედურების მთავარი მიზეზი დაუსჯელობის სინდრომი
David
26 ივნისი 2019 17:44
1
ჩემი აზრით საქართველოში თავის პოზიციაზე ყველას ჯობია ჟვანია. ნაკრებში რომ არ არის ე.ი მართლა რაღაც ხდება
Niko
26 ივნისი 2019 17:37
5
ზურას კონკურენტებია
1.ნარიაშვილი
2.გოგიჩაშვილი
3.ასიეშვილი
4.გიგაშვილი (რომელიც როგორც 1, ასევე 3 ნომერზეც თამაშობს)
ამ თანმიმდევრობით, და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ზურაზე ნაკლებად იმსახურებს ნაკრებს. მიწოლაში კონკურენტებს ჩამორჩება და ეს არის მთავარი ალბათ. თუმცა თუ სხვა მიზეზებით დაიწუნეს და არა ამ ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, ძალიან საწყენია.
Just Supporter
26 ივნისი 2019 17:25
2
Gizo,
ჯერ გუნდი არ არის გადაწყობილი ისეთ თამაშზე, რომ შერკინების უპირატესობის დათმობაზე წავიდეთ. თუნდაც ჟვანია იყოს, სხვებს (ავსტრალიას, უელსს და ფიჯის ამ შემთხვევაში) გაშლილ თამაშში ჯერ ვერ ვაჯობებთ, მაგრამ ამავე დროს მთავარ უპირატესობას გავანიავებთ.
Just Supporter
26 ივნისი 2019 18:20
2
საქმეც მაგაშია, რომ ზემოთჩამოთვლილებს მართლაც ჩამორჩება მიწოლაში და ჩვენ მარტო მიწოლის იმედად რომ ვართ ისაა ცუდი, აბა პირველი ხაზის მოვალეობა მხოლოდ მიწოლაა. მიწოლის გარდა სხვა ყველაფერში რაც პირველ ხაზელს ევალება ამ ტოლია ან ჯობნის, თანაც ბევრ რამეში ჯობნის
gizo
26 ივნისი 2019 18:00
1
ლელო, ეს საქართველოა, ჩემ სამშობლოს შენ მასწავლი? აქ რუსთაველსა და თამარ მეფეს გაყიდიან თხასავით...ოღინდ კი იხეირონ, აქ ქეთევან წამებულის ძვლებს შეჭამენ ოღონდ იბაირამონ, აქ ქრისტეს გაყიდიან და თAვსაც არ ჩამოიხრჩობენ, 30 ვერცხლსაც არ გადაყრიან, შეირგებენ, წავლენ ხინკალს შეჭამენ და ლუდს დააყოლებენ, ასე რომ მოკეტე და ვაი საქართველოვ!!!!!!!! სამწუხაროა რომ თახსირობა რაგბისტებსაც შეეხოთ...
patre
26 ივნისი 2019 17:07
22
ექვთიმე თაყაიშვილიც ქართველი იყო და 100000 მოწამეც,შინდისელი ბიჭებიც არ იყვნენ უცხო ტომისანი და ჰეროსტრატე,ნამდვილად არ იყო ქართველი.არც ნერონი.
ასე ადვილად ნუ გამოუტან განაჩენს ქართველობას.
სოსო
27 ივნისი 2019 09:06
2
დაახლოებით 1 წლის უკანაც დავწერე ამ საიტზე რომ მეორე ტაიმში როდესაც ჟვანია შემოყავდა ჰეიგს ყოველთვის ვაგებდით შერკინებას ყოველთვის!!! არადა პირიქით უნდა მომხდარიყო მოწინააღმდეგის დაღლილ შერკინებას ახალი ძალებით რომ მივაწვებოდით უნდა წაგველეკა იმათი შერკინება მაგრამ ვერა და ვერა იმიტომ რომ ეს კაცია სუსტია მიწოლაში გაიგეთ სუსტიაააააააააა!!!!!!!!!!!

გეკითხებით მე თქვენ საქართველოს სანაქებო შერკინება დავთმოთ იმის გამო რომ ჟვანია არ იყოს განაწყენებული და წავიყვანოთ და ვათამაშოთ>>?? გინდათ ბატონებო თქვენ ეს ? მე არ მინდა პირდაპირ ვაღიარებ .. გასაგებია რომ სხვა პლიუსები აქვს ჟვანიას მოძრავია სწრაფი ბურჯია და შეიძლება ნაკრებში ასეთი სხარტი მორკინალი არც გყვავდეს მაგრამ შერკინებაში მიწოლაში არის უსუსტესი!!!!!!!! გეკითხებით ყველას გულწრფელად ვინმე ფიქრობს რომ საქართველოს ნაკრებისთვის უკანა ხაზელები უფრო მეტ სარგებელს აკეთებენ თუ მორკილანები?? გამეცით პასუხი?? მემგონი ყველა აღიარებს რომ მორკინალები ამ ეტაპზე ბევრად ჯობნიან ხომ? და მორკინალების მოგებულები შერკინებების შემდეგ მიღებულ ჯარიმებში აუტებში რომ გადაგვარ ბურთები და იქიდან რომ ვდებთ ლელოების უმრავლესობას ესეც ყველამ იცის ხომ? ან უბრალოდ შერკინებაში მოპოვებული ჯარიმებით კარებში 3 ქულიანებს რომ ვიღე ბთ ესეც ყველასთVის ნათელია ხომ??

ხოდა ახლა დაფიქრდით თუ ჩვენ ჟვანიას პირადი ახირების გამო წავიყვანთ ნაკრებში ვათამაშებთ რომელიმე ტაიმს ჩათვალეთ იმ შერკინებაში არათუ დავაჯარიმებთ მოწინაღმდეგეეებს არამედ უნდა გვეშეინოდეს აქეთ არ დავჯარიმდეთო ღირს კი ერთი ჟვანიას სისწრაფის და სისხარტის გამო ამხელა რისკზე წასვლა და შერკინების დასუსტებად ?? ვფიცავ არცერთი ნაკრების წევრის არც ახლობელი არც ნათესავი არ ვარ არც მწვრთელის ბუნებრივია.. უბრლოდ მითამაშია ეს დედა დალოცვილი რაგბი ვიცი რაცაა შერკინება და მერწმუნეთ შერკინების 7 კაცის ჯაფას ტყუილად რომ დავკარგავთ ერთი ჟვანიას სისუსტის გამო და ვერ მოვიგებთ შერკინებებს მერწმუნეთ იმ 7 ივე მორკინალსაც გამოიყვანს ფსიგოლოგიურად მდგომარეობიდან და მთლიანად ნაკრებიც დაზარალდება ახლა კი თქვენითვის მომინდვია
gabelia
26 ივნისი 2019 16:56
13
მე მგონია, რომ ორივე უკიდურესობაა, ისიც, რომ ჟვანია ყველას სჯობს ( არანაირად არ არის ასე, თუნდაც მარტო ნარიაშვილის გამო), და ისიც, რომ უსუსტესია და ყველა სჯობნის. მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ არ იყოს საიდუმლოებები და სუბიექტური გადაწყვეტილებები. თუ ითქვა, ბოლომდე ითქვას! სხვანაირად არ შეიძლება და ნურავის ეწყინება, მაგრამ ჭორაობა გამოვა. მის ფბ გვერდზე ვკითხულობდი კომენტარებს და წავაწყდი ვახტანგ მაისურაძის (მშვენიერი მეორეხაზელის) კომენტარებს, რომ მასაც უნდა ამოეღო ხმა თავის დროზე. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ვასო კაკოვინზე , მანამდე ხინჩაგა მოიკვეთა, გაუგებრად ( სხვათა შორის მაშინ ჰეიგმა ის სწორდ ჟვანიათი ჩაანაცვლა) . კონკურენცია გასაგებია. ისიც შეიძლება, რომ ჟვნიასთვის ეჯობნა მაგალითად ნარიაშვილს, გოგიჩაშვილს, ასიეშვილს თუ კიდევ ვინმე სხვას, მაგრამ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ეს სუფთა სპორტული კრიტერიუმებით მოხდა და პასუხს ველოდებით, ზუზუსგანაც და ფედერაციისგანაც, სხვანაირად არ გამოვა
gagi
26 ივნისი 2019 18:25
0
მიწოლაში ჯობნიან და აი მაგ მიწოლით ჩვენი მაქსიმუმი უკვე გავაკეთეთ. მორჩა მეტი წინ ვერ მიდიხარ, რადგან თამაშის ეს სტილი მეტის საშუალებას არ იძლევა. ჟვანია მრავალოფეროვანია და მას შეტევა სხვა პირველხაზელებზე უკეთესად შეუძლია, თუ მიწოლაში ნაკლებია, სხვა ყველაფერში ჯობნის. შეტავა იცის შეტევა ადამიანმა ხაზიდან სიჩაქრით, ფინტებით, სირბილი, მანძილის მოგება დინამიკურ თამაშში. ვურტყათ ბურთი აუტებში ვაგოროთ მოლები და ვიგოთ შერკინებები და არ გავამრავალფეროვნოთ თამაში? გამრავალფეროვნებისკენ ვივდივართო ვამბობთ და მთავარ გამრავალფეროვნებელს პირველ ხაზში სახლში ვტოვებთ. ჩვენი თამაშის დღეევანდელმა არსენალმა მოგვიტანა ის ადგილი რაც გვაქვს და წინ ვეღარ მივდივართ. იტალიაც კი იხვეწება თამაშ თამაშ ...
gizo
26 ივნისი 2019 18:06
5
ყველა გამოხმაურება
ეს რა წერილია? ჟურნალისტებო გთხოვთ გაერკვიეთ და გაგვარკეთ ჩვენც რა ხდება ნაკრებში?
Geo_Dinamo
26 ივნისი 2019 16:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული