ზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანია Facebook-ზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

მისი თქმით, ის კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სავარაუდოდ, ის მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელ "ბორჯღალოსანთა" 46-კაციან სიაში არ იმყოფება, რომელიც ხვალ, 27 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს.

"მივმართავ ყველა გულშემატკივარს, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის...

სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები, მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა! ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით, რუსეთის წინააღმდეგ!

მაგრამ მოხდა
შემდეგი: კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია, მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ!

ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, იძულებული ვიქნები, სხვა ქვეყნიდან გავაკეთო ეს. მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენგანს ყურადღებისთვის.

დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხებს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ვიყო უკანასკნელი, ვისაც უსამართლობა შეემთხვა და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში.

საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან ღირსეულად. მინდა საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ!", - წერს ჟვანია.

27 წლის მოთამაშეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 40 შეხვედრა აქვს გამართული.

Sportall.Ge

Sportall.ge რაგბის კავშირისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

altrugbypass.com: იოანე იაშაღაშვილს შეუძლია მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს და "ლელოელებს" წინ გაუძღვეს

altრუსეთის მორაგბეთა ნაკრები შესაძლოა, თბილისში აღარ ჩამოვიდეს

მკითხველის კომენტარები / 41 /
ჩემი აზრით საქართველოში თავის პოზიციაზე ყველას ჯობია ჟვანია. ნაკრებში რომ არ არის ე.ი მართლა რაღაც ხდება
Niko
26 ივნისი 2019 17:37
5
ვერავინ დამაჯერებს რომ ჰეიგი დაუმსახურებლად ვიღაცას ჩაგრავს.ჰეიგის ფაქტორი რომ არ იყოს კიდევ შეიძლებოდა ეჭვი ყოფილიყო,მაგრამ თავისთავის მტერი ხომ არ არის.
თემო
26 ივნისი 2019 18:42
8
რა ხდება, იქნებ გაგვაგებინონ?!
მერაბი
26 ივნისი 2019 16:37
0
ბოლობოლო შეიძლება საქართველოში ვინმემ ერთხელ მაინც თქვას სიმართლე ბოლომდე? თუ დაიწყე ლაპარაკი ბოლომდე თქვი სიმართლე რო ხალხისთვის გასაგები იყოს. ასეა ყველგან:სპორტში, პოლიტიკაში და ყველგან. დაიწყებენ ლაპარაკს და როცა დეტალურდ კითხავენ რა ხდება, მერე იტყვიან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.ასე თქმას სულ გაჩუმება ჯობია და თუ იტყვი ბოლომდე უნდა თქვა როცა საქართველოს ნაკრებს ეხება და ფაქტებით ილაპარაკო.ძლიერი სპორტსმენია და მეც გული დამწყდება რო არ წაიყვანონ, მაგრამ ხალხი ღირსია რო სიმართლე იცოდნენ .მე ასე მიმაჩნია და რა ვიცი....
gg
27 ივნისი 2019 10:17
0
ასე თუ ისე წარმატებულ სპორტის სახეობად ითვლება რაგბი საქართველოში და ამის გამო გულშემატკივრების დიდ ნაწილს ვერც კი წარმოუდგენია, რომ ვინმე დაიჩაგროს ან რაიმე კანონდარღვევით და არასწორად გაკეთდეს. მაგრამ ასე არაა. მარტივია, რომელ სპორტშიც სოლიდური დაფინანსებაა და თანაც იქ ქართველია გარეული მუდმივად არის ნეპოტიზმი, ფრთხილი კორუფცია და მთლიანი ქვეყნის უბედურების მთავარი მიზეზი დაუსჯელობის სინდრომი
David
26 ივნისი 2019 17:44
1
მოიცა კაცო, აქაც ხდება ეგეთები?... აი რაგბის ოჯახში მართლა არ მეგონა მსგავსი სიბინძურეები თუ ხდებოდა, ძალიან სამწუხაროა...
Irakli Apkhaidze
26 ივნისი 2019 16:34
1
თუ მართლაც დაჩაგრეს უსამართლოდ ზურა, მაშინ თქვას სიმართლე ბოლომდე. დაასახელოს სახელები და გვარები და კონკრეტულად რაში დაჩაგრეს. თორემ ის რაც ახლა ილაპარაკა ნაწყენი კაცის ნალაპარაკებს უფრო ჰგავს ვიდრე დაჩაგრულისას. თუ სიტუაციის გაფუჭება არ უნდა/უნდოდა არც უნდა ეთქვა ეს. ეს უფრო უარესია ვიდრე არაფრის თქმა ან ბოლომდე სიმართლის თქმა.
ჰეიგი თავისი გადაყვეტილება ახსნა, თუ რატომ არ წაიყვანა ზურა. თუ ჰეიგი იტყუება, ზურამ უნდა თქვას თავისი სიმართლე.

i
27 ივნისი 2019 17:10
0
პირადად ჩემთვის ჟვანია არის ყველაზე კარგი პირველხაზელი!
ისევ რაგბის მივაწვეთ
27 ივნისი 2019 11:04
1
განსაკუთრებით ჯანში და მიწოლაში
დათო
27 ივნისი 2019 22:44
0
დათო, ჯერ ერთი, ჯანში და მიწოლაში ზურას ჩაგდებული თამაში არ მახსენდება. მეორეც, 5 ბურჯიდან ერთი მეტად მოძრავი რომ გყავდეს არსენალში, მატჩის მიმდინარეობისას ტაქტიკის შეცვლის მეტი ვარიანტი გექნება.
ისევ რაგბის მივაწვეთ
28 ივნისი 2019 08:31
0
იაპონიაში მივდივართ, რომ ოთხი თამაშიდან ორი ვითამაშოთ და მოვიგოთ, ხოლო დანარჩენ ორში კი ვიმეცადინოთ. ნაკლები შედეგის შემთხვევაში, უკან ვიხევთ იქედან გამომდინარე, რაც კი დღემდე მიგვიღწევია. დღეს კი ისეა თუ ასე ნელი ნაბიჯებით წინ მივიწევთ, ყოველშემთხვევაში ბოლომდე ადგილს არ ვტკეპნით.
ამიტომ ფიჯისთან და ურუგვაისთან "მიწოლის" ტაქტიკით თუ გავიმარჯვებთ. განსაკუთრებით ფიჯისთან. ეს ისეთი ორი თამაში იქნება, რომ მე, კოლელიშვილსაც ვერ ვენდობი, მისი ფეთქებადი ხასიათის გამო, რაც ხშირად გვაზარალებს ხოლმე.
ლელო
26 ივნისი 2019 18:21
2
გაფართოებულ შემადგენლობაშიც რომ ვერ მოხვდა ეს მაფიქრებინებს,რომ რაღაც უთანხმოებას აქვს ადგილი,თორემ შესაძლოა 32კაცში ვერმოხვდე და კიდევ მოისმენ არგუმენტს კაცი.ეხლა უფრო ნათელი გასაგებია რომ აშკარად შიდა კომფლიქტს აქვს ადგილი. არდა ჯვანია ძალიან საჭირო უნარების პირველხაზელია..
jemali
27 ივნისი 2019 12:15
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული