27 ივნისს "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
გარდა ამისა, ჰეიგმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და ზურაბ ჟვანიას საკითხსაც შეეხო.
"ამ შემადგენლობის შერჩევის პროცესი ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მათ თამაშს კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებში ვაკვირდებოდით - მათ ფიზიკურ მდგომარეობას და მზადყოფნას.
სამი წლის წინ მთელმა მენეჯმენტმა და მორაგბეებმა დავისახეთ მიზნები და ფასეულობები, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ეს ყველაფერი დაგვეხმარა, რომ გუნდი მზად ყოფილიყო ყოველი მატჩისთვის და საბოლოო გუნდი შეგვერჩია.
რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას, მიზეზი მარტივია - ის არ არის შესაბამის ფორმაში, რომ მოხვდეს შემადგენლობაში. არავითარ პირად ინტერესზე არ არის საუბარი და ვერც იქნება.
ჩვენ, სამწვრთნელო შტაბი და მორაგბეები თავიდანვე შევთანხმდით, რომ გარკვეული პერიოდისთვის მორაგბეებს უნდა ჩაებარებინათ პროტოკოლის მიხედვით დანიშნული ტესტები.
95-მა პროცენტმა ნაკრების მოთამაშეებისა, ინდივიდუალური ტესტები ჩააბარა და ისეთი შედეგი დადო, რისთვისაც აქამდე არ მიუღწევია. ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა.
მესმის, მორაგბე გულგატეხილია იმის გამო, რომ გუნდში ვერ მოხვდა, თუმცა ამ სიაში ბევრი მორაგბე ვერ მოხვდა. რა თქმა უნდა, ამით ბედნიერი არ ვარ.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ტესტი არ იყო კრიტერიუმი, მაგრამ როდესაც არის შეთანხმება, რომ რაღაცის გაკეთება მოგიწევს კონკრეტულ დროს და იყო საუკეთესო ფორმაში, ეს უნდა შეასრულო.
არის ერთი მორაგბე ამ ხუთი პროცენტიდან, რომელიც შემადგენლობაში ვიხმეთ, რადგან ვინც გათვალისწინებული გვყავდა, იმან ტრავმა მიიღო. შესაძლოა, მსგავს შემთხვევაში, შემადგენლობაში ზურაბ ჟვანიაც ვიხილოთ.
ყველა მიზანზე ვერ ვისაუბრებთ, რისი მიღწევაც გვსურს მსოფლიო თასზე, მაგრამ მინიმუმ იმის გამეორება გვსურს, რაც წინა ჩემპიონატზე გავაკეთეთ.
მსოფლიო თასზე თუნდაც იმავეს გამეორება ბევრად რთული იქნება. ფიჯისთან და ურუგვაისთან, რომლებიც ჩვენსავით მეორე ეშელონის ნაკრებები არიან, ბრძოლა რთული იქნება", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
გოჩა სვანიძე ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით: ვიცი, გულნატკენია, მაგრამ...
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
ზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე