მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა

AutoSharing Option
27 ივნისს "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

გარდა ამისა, ჰეიგმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და ზურაბ ჟვანიას საკითხსაც შეეხო.

"ამ შემადგენლობის შერჩევის პროცესი ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მათ თამაშს კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებში ვაკვირდებოდით - მათ ფიზიკურ მდგომარეობას და მზადყოფნას.

სამი წლის წინ მთელმა მენეჯმენტმა და მორაგბეებმა დავისახეთ მიზნები და ფასეულობები, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ეს ყველაფერი დაგვეხმარა, რომ გუნდი მზად ყოფილიყო ყოველი მატჩისთვის და საბოლოო გუნდი შეგვერჩია.

მოხარული ვარ, რომ ვასახელებთ ძლიერ გუნდს. გუნდი, რომელსაც ვასახელებთ, არის ბრწყინვალე მდგომარეობაში. ახლა შემადგენლობა ინდივიდუალურ ვარჯიშებს აწარმოებს, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროცესებიც. ლეგიონერები გუნდს მაშინ შემოუერთდებიან, როცა ამის საშუალება იქნება.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას, მიზეზი მარტივია - ის არ არის შესაბამის ფორმაში, რომ მოხვდეს შემადგენლობაში. არავითარ პირად ინტერესზე არ არის საუბარი და ვერც იქნება.

ჩვენ, სამწვრთნელო შტაბი და მორაგბეები თავიდანვე შევთანხმდით, რომ გარკვეული პერიოდისთვის მორაგბეებს უნდა ჩაებარებინათ პროტოკოლის მიხედვით დანიშნული ტესტები.

95-მა პროცენტმა ნაკრების მოთამაშეებისა, ინდივიდუალური ტესტები ჩააბარა და ისეთი შედეგი დადო, რისთვისაც აქამდე არ მიუღწევია. ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა.

მესმის, მორაგბე გულგატეხილია იმის გამო, რომ გუნდში ვერ მოხვდა, თუმცა ამ სიაში ბევრი მორაგბე ვერ მოხვდა. რა თქმა უნდა, ამით ბედნიერი არ ვარ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ტესტი არ იყო კრიტერიუმი, მაგრამ როდესაც არის შეთანხმება, რომ რაღაცის გაკეთება მოგიწევს კონკრეტულ დროს და იყო საუკეთესო ფორმაში, ეს უნდა შეასრულო.

არის ერთი მორაგბე ამ ხუთი პროცენტიდან, რომელიც შემადგენლობაში ვიხმეთ, რადგან ვინც გათვალისწინებული გვყავდა, იმან ტრავმა მიიღო. შესაძლოა, მსგავს შემთხვევაში, შემადგენლობაში ზურაბ ჟვანიაც ვიხილოთ.

ყველა მიზანზე ვერ ვისაუბრებთ, რისი მიღწევაც გვსურს მსოფლიო თასზე, მაგრამ მინიმუმ იმის გამეორება გვსურს, რაც წინა ჩემპიონატზე გავაკეთეთ.

მსოფლიო თასზე თუნდაც იმავეს გამეორება ბევრად რთული იქნება. ფიჯისთან და ურუგვაისთან, რომლებიც ჩვენსავით მეორე ეშელონის ნაკრებები არიან, ბრძოლა რთული იქნება", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

altგოჩა სვანიძე ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით: ვიცი, გულნატკენია, მაგრამ...

alt"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

altზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე

მკითხველის კომენტარები / 19 /
დუდუზე რა გითხრათ (მამუკას არ იყოს, მისი საუკეთესო წლები ჩავლილია), მაგრამ ჟვანიაზე მართლაც მწყდება გული. მხოლოდ მიწოლაში ხომ არ არის საქმე, მაშინ როდესაც ასეთი მოძრავი პირველხაზელი ნაკრებში იშვიათობაა. ან კიდევ, რა ლოგიკაა როდესაც არაერთხელ ჩავარდნილი თეთრაშვილი შეგყავს გაფართოებულში, ხოლო ჟვანიას გარეთ ტოვებ. ნუთუ მხოლოდ ტესტის შედეგების გამო?! მხოლოდ მაგ კრიტერიუმით თუ იხელმძღვანელა ჰეიგმა, სადაა იმის გარანტია რომ რეალურ თამაშში თეთრაშვილი ჟვანიას აჯობებს? ან კიდევ, აფციაურს და კიდევ 1-2 მეორეხაზელს, დავიჯერო ფრუიძე და მიშო გაჩეჩილაძე არ ჯობდა გაფართოებულში?
სიმართლე
15:57 29-06-2019
2
იცი რაუნდა ფითხრათ ბევრი იცით ჟვანიას ნაერი დრიბლინგი ქონდეს მსოფლიოში პირველ ხაზელს ამას ვიძახი სრული პასუხისგებლობით ვერცერთი ვერ ჯობია საქართველოში და მსოფლიოში თითო ოროლა ეგეთი მართალია სტატიკაში უჭირს მაგრამ გვყავს ჩვენ ისეთები რო სტატიკაში მსოფლიოში საუკეთესოები არიან ამის მინუს გადაფარავდენ და ჟვანიას რაც აქ მარტო მაგიტომ ეკუთვნის არა გამოძახება არამედ ძირითადიც ეხლა დუდუს რაცშეხება დუდუს ნაერი მაღალი კლასის პირველ ხაზელი უდიდესი გამოცდილებით მსოფლიოში ეგეთიც ცოტა მოკლედ მე არ ვეთანხმები მწვრთნელს.
lelo
09:17 28-06-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული