"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან.

რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. გაფართოებულ რაზმში არ არიან, თუმცა მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში გუნდთან ერთად მოემზადებიან პერსპექტიული მოთამაშეები - მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და 9 ნომერი მიხეილ ალანია.

დაგეგმარება და მზადება შეკრებისთვის

ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბი შეკრებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი, რათა შეკრებას გუნდი საუკეთესო ფორმაში და მზად შეხვდეს.

აღსანიშნავია, რომ ქართულ
კლუბებში მოთამაშე მორაგბეები, ნაკრების ბირთვის ადგილობრივი ჯგუფი პერიოდულად იკრიბებოდა "შევარდენზე" და გეგმიურ ვარჯიშებს გადიოდა, ხოლო ლეგიონერებს ამ ეტაპზე სავალდებულო დასვენების პერიოდი აქვთ.

გენერალური რეპეტიცია მსოფლიო თასამდე

მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, "ბორჯღალოსნები" სამ საკონტროლო თამაშს გამართავს, აქედან ორი თბილისში შედგება და დროის ზუსტად იმ შუალედით, როგორიც მსოფლიო თასზე იქნება.

"თიბისი რაგბის სერიების" ეგიდით, 27 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" რუსეთის, ხოლო 31 აგვისტოს "დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით, რომელიც პირველი თიერ 1 ნაკრებია, ვინც საქართველოში ჩამოდის. მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 6 სექტემბერს სტუმრად, შოტლანდიასთან "მარიფილდზე" გვექნება.

altგოჩა სვანიძე ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით: ვიცი, გულნატკენია, მაგრამ...

რაც შეეხება მსოფლიო თასს, იქ "დ" ჯგუფში ვითამაშებთ და 23 სექტემბერს ტოიოტაში უელსს შევხვდებით; 29-ში კუმაგაიაში ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს ფიჯის ოსაკაში ვერკინებით; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს შიზუოკაში, ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.


"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება:

შერკინება|ფორვარდები
მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასეიშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, შალვა სუთიაშვილი, გიორგი ნემსაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე.

ხაზი|ბექები
ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესალაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი.

altზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე

 

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
რაღა დროს კვირიკაშვილია
ზურა
28 ივნისი 2019 10:48
2
კვირიკაშვილს რა უნდა ნაკრებში?ერთ ტაიმსაც ვეღარ თამაშობს!
კახი
27 ივნისი 2019 20:20
3
ტაბიძე... კაი რა.. ყველაფერი გამოჩნდება
როგითი
27 ივნისი 2019 19:47
3
She kai kaco tabize gagikvirda? Tetrashvili, melikidze da chyoidze pirvel xazshi ara? )
Gagas
28 ივნისი 2019 00:20
1
ძალიან არ მომწონს ამ ნაკრების ეს შემადგენობლა. იაშაღაშვილმა 20-იანებში ძალიან მაგრად იმუშავა და ითამაშა.აუცილებლად უნდა შეეყვანათ. ხაზშიც დირკებია 15 ნომერი პროპბლამატურია სიტუაციაა, კვირიკაშვილის ფაფხური და ცუდი პასები აღარ მობეზრდათ? ჟვანიას ფორმაში არ ყოფნა ზღაპარს ჰგავს და გაუგებარია როდესაც მთელი ინგლისი მასზე ლაპარაკობდა სეზონის განმავლობასი.ღა ხდება? აქაც ბიძინა ჩაერია?
ნიკო
27 ივნისი 2019 19:25
4
Martla zalian ucnauria, magran tu ambobs bolomse tqvas! Ro washala exla tavis poati ra wesia? Gamovida ro vwr mozvda, gautyda da ichorava.
Data
28 ივნისი 2019 00:22
0
ვინმემ იციდ შარშანდელი ოცწლამდელების წევრი თორნიკე ჯალაღონია ეხლა სად თამაშობს? მე მგონი ის ამ ნაკრებს გააძლიერებდა
irakli81
27 ივნისი 2019 18:40
0
Biaricshi, magram espuarebshi da jer ver moikida ise pexi. Oqros bichia, mara cota adrea.
Zura
28 ივნისი 2019 00:25
0
იაშაღაშვილი ალბათ ადრეა ჯერ მარა დარწმუნებული ვარ როცა იქნება ვარსკვლავი გახდება ყველა მოანცემი აქ.
samtredski
27 ივნისი 2019 17:21
0
აფციაური არსად დაგეკარგოთ
David
27 ივნისი 2019 16:24
0
და თეთრაშვილი?
ზუკა
27 ივნისი 2019 19:56
0
წავიკითხე ჟვანიას წერილი, კარგი იქნება თუ კონკრეტულად დაასახელებს თუ ვინ ამოაგდო ნაკრებიდან და რატომ. ისე ასეთი მოძრავი პირველი ნომერი ვინ ჰყავთ? ინგლისში თამაშით კიდევ უფრო მოიმატა სათამაშო კლასი და ასეთი მოძრავი, სწრაფი მის პოზიციაზე არცერთია ამ ნაკრებში. ამდენი ახალგაზრდა, რომ წაიყვანეს, ნუთუ მისი ადგილი არ აღმოჩნდა თუნდაც გაფართოებულ სიაში? რა ვეტერანია თუ? ეს ამბავი ახალი არაა, ადრეც არ წყალობდნენ მას.
კვირიკაშვილს რა უნდა ნაკრებში? თან ისეთი ტიპებია შეყვანილი, რომლებიც ან ტრამვის ან სათამაშო კონდიციის გამო აღარ იწვევდნენ და ეხლა როგორ ეიმედება მწვრთნელს მათი?
ანდრო
27 ივნისი 2019 15:19
0
ხალხო მგონია რომ მართლა ძალიან ცუდი სელექციაა, რამდენია ისეთი ვისაც არ ეკუთვნის თამაში, აი ეს მელიქიძეო თუ ვიღაც რაუნდა ნაკრებში ამის არცერთი შეხვედრა არ მომწონებია ნაკრებში , აბონიმენტი აქვს ნაყიდი ? მიეცით შანსი ვინც იმსახურებს
Ludi
27 ივნისი 2019 15:08
7
ჯაიანი მეორე ხაზში?
3
27 ივნისი 2019 15:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული