"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან.

რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. გაფართოებულ რაზმში არ არიან, თუმცა მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში გუნდთან ერთად მოემზადებიან პერსპექტიული მოთამაშეები - მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და 9 ნომერი მიხეილ ალანია.

დაგეგმარება და მზადება შეკრებისთვის

ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბი შეკრებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი, რათა შეკრებას გუნდი საუკეთესო ფორმაში და მზად შეხვდეს.

აღსანიშნავია, რომ ქართულ
კლუბებში მოთამაშე მორაგბეები, ნაკრების ბირთვის ადგილობრივი ჯგუფი პერიოდულად იკრიბებოდა "შევარდენზე" და გეგმიურ ვარჯიშებს გადიოდა, ხოლო ლეგიონერებს ამ ეტაპზე სავალდებულო დასვენების პერიოდი აქვთ.

გენერალური რეპეტიცია მსოფლიო თასამდე

მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, "ბორჯღალოსნები" სამ საკონტროლო თამაშს გამართავს, აქედან ორი თბილისში შედგება და დროის ზუსტად იმ შუალედით, როგორიც მსოფლიო თასზე იქნება.

"თიბისი რაგბის სერიების" ეგიდით, 27 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" რუსეთის, ხოლო 31 აგვისტოს "დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით, რომელიც პირველი თიერ 1 ნაკრებია, ვინც საქართველოში ჩამოდის. მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 6 სექტემბერს სტუმრად, შოტლანდიასთან "მარიფილდზე" გვექნება.

altგოჩა სვანიძე ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით: ვიცი, გულნატკენია, მაგრამ...

რაც შეეხება მსოფლიო თასს, იქ "დ" ჯგუფში ვითამაშებთ და 23 სექტემბერს ტოიოტაში უელსს შევხვდებით; 29-ში კუმაგაიაში ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს ფიჯის ოსაკაში ვერკინებით; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს შიზუოკაში, ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.


"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება:

შერკინება|ფორვარდები
მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასეიშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, შალვა სუთიაშვილი, გიორგი ნემსაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე.

ხაზი|ბექები
ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესალაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი.

altზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე

 

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
რაღა დროს კვირიკაშვილია
ზურა
10:48 28-06-2019
2
კვირიკაშვილს რა უნდა ნაკრებში?ერთ ტაიმსაც ვეღარ თამაშობს!
კახი
20:20 27-06-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული