ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 თვე დარჩა. ტურნირი 20 სექტემბერს იწყება, "ბორჯღალოსნები" კი პირველ მატჩს 23 სექტემბერს გამართავენ.

საქართველო "დ" ჯგუფშია და უელსს ჩვენი დროით 14:15 საათზე ქალაქ ტოიოტაში ეთამაშება; 29 სექტემბერს, 09:15 საათზე კუმაგაიაში ურუგვაის შევხვდებით; 3 ოქტომბერს ოსაკაში, ასევე 09:15 საათზე ფიჯის ვერკინებით; ჯგუფურ ეტაპს კი 11 ოქტომბერს, 14:15 საათზე შიზუოკაში ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება და საიდანაც იაპონიაში წამსვლელი მორაგბეები შეირჩევა.

მათი ნაწილი, უმეტესად დიდი 10-ის კლუბების მოთამაშეები და რამდენიმე ლეგიონერი, "შევარდენზე" შეკრების პირველი ნაწილის, ფიზ-მომზადების კურსს ამთავრებს. სრულფასოვანი შეკრება კი, რომელშიც დასახელებული შემადგენლობა სრულად მიიღებს მონაწილეობას, აგვისტოდან დაიწყება.

მათ ნაკრების ფიზ-მომზადების ჯგუფი სპეციალური პროგრამით ამზადებს, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის პროგრამისგან განსხვავებით, ბევრად ინტენსიურია და მიზნად ფიზიკური ფორმისა და გამძლეობის 20-30 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს, რათა ტურნირზე გუნდი ისეთ ფორმაში იყოს, როგორშიც აქამდე არასდროს ყოფილა.

ამ პერიოდში "ბორჯღალოსნების" ვარჯიშს დაესწრო მსოფლიო რაგბის კონსულტანტი ქელვინ მორისი, რომელიც 2015 წელს ჩვენი ფიზ-მომზადების მწვრთნელი იყო, ხოლო მანამდე ინგლისის ნაკრებს დიდიხნის განმავლობაში წვრთნიდა, მათ შორის 2003 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც ინგლისი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ორი საშინაო ტესტი მსოფლიოზე გამგზავრებამდე
აგვისტოში, მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე და ნაკრების შეკრების დასრულებამდე, ქართული რაგბის ქომაგებს "ბორჯღალოსნების" შინაურ კედლებში ხილვის შესაძლებლობა ეძლევათ. 27 და 31 აგვისტოს ნაკრები თიბისი რაგბის სერიების ორ ტესტ-მატჩს მართავს თბილისში.

მსოფლიო თასზე მოასპარეზე ნაკრებები ტურნირის წინ ტრადიციულად მოსამზადებელ მატჩებს მართავენ, რათა მსოფლიომდე მოახერხონ შეთამაშება და მოსინჯონ სხვადასხვა ტაქტიკები. როგორც წესი, "ბორჯღალოსნებს" მსგავსი მატჩების გამართვა ყოველთვის საზღვარგარეთ უწევდა, ხოლო წელს ბიჭები მსოფლიომდე საკუთარ კედლებში ითამაშებენ.

27 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" მესხის სტადიონზე რუსეთის ნაკრებს ეთამაშებიან. მატჩი 19:45-ზე დაიწყება. სერიის პირველი ტესტიდან 4 დღეში საქართველოს ნაკრები შოტლანდიას "დინამო არენაზე" დაუხვდება. თამაშს, რომელიც 20 საათზე დაიწყება, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შოტლანდია პირველი დონისა და 6 ერის პირველი ნაკრებია, რომელიც "ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ საქართველოში ჩამოვა. ამით საქართველოს რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერება და ბიჭების მხარდაჭერა საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგძალიან მნიშვნელოვანია, რათა ნაკრები მსოფლიოზე განსაკუთრებული მუხტით გაემგზავროს.

თიბისი რაგბის სერიების ორივე მატჩის ბილეთი აქ იყიდება: www.TKT.ge/rugby

მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან:

შერკინება | ფორვარდები

მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე.

ხაზი | ბექები

ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Best
კოლელიშვილი დაამშვენებდა რომ არა ტრავმა! მალე გამოჯამრთელებას გისურვებ ვიტო
სოსო
20-30%?თუ ეს სისწრაფეების მატებაზეც აისახა,მაშინ ჩვენ ნებისმიერ ნაკრებს შევხედავთ თვალებში.ძალიან სერიოზული ამოცანაა და ჩვენ ბიჭებს,განსაკუთრებით ადგილობრივებს,გაძლებას ვუსურვებ.
rugby
და კიდევ ზურაბ ჟვანია
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
აფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ფაბრიციო რომანო დემბელეს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე
მოურინიო კვლავ "რეალში"? - ჟოზემ შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ნუცა შამათავა - ერთადერთი ქალი ექიმი 2019 წლის მსოფლიო თასზე
არაოფიციალური ვერსია: "ბორჯღალოსნების" 31-კაციანი განაცხადი მსოფლიოს თასისთვის
გამარჯვებული რაზმი არ იცვლება [ბესიკ ჯანგავაძე ჩელთნემიდან]
მსოფლიოს თასის საზეიმო გახსნის კადრები [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლაშა ლომიძე: ეს ყველაზე ცუდი ათი წუთი იყო ჩემს კარიერაში
კრისტიან კარამბე: მივესალმები საქართველოს!
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!