"ბორჯღალოსნები" 18-დღიან შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსნები" 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის მზადებას განაგრძობს და 18-დღიან შეკრებაზე თურქეთში, ანტალიაში გაემგზავრა.

პირველი შეკრების შემდეგ, რომელიც დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებმა და რამდენიმე ლეგიონერმა გაიარა, გაფართოებულ შემადგენლობას ოთხი მოთამაშე გამოაკლდა - ლაშა ტაბიძე, საბა შუბითიძე, ბექა ბიწაძე და რევაზ ჯინჭველაშვილი.

დანარჩენი მოთამაშეები ანტალიაში 22 ივლისს გაემგზავრნენ და იქ 9 აგვისტომდე დარჩებიან. მწვრთნელები და მორაგბეები უმაღლესი დონის სპორტულ ბაზაზე არსებული პირობებით კმაყოფილნი არიან და ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნაკრებს მოსამზადებლად მსგავსი პირობები აქამდე არასდროს ჰქონია.

მზადება ინტენსიურია და
"ბორჯღალოსნებს" დღეში რამდენიმე ვარჯიში აქვს, შუალედებში კი ვიდეოგანხილვები ტარდება. პირველი ეტაპის შემდეგ კმაყოფილები არიან ფიზმომზადების სპეციალისტები. მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ჩვენი გუნდი წლევანდელ მსოფლიო თასზე 20%-ით უკეთ იქნება მომზადებული, ვიდრე 2015 წლის მსოფლიო თასზე იყო.

თურქეთში "ბორჯღალოსნებს" ახალზელანდიელი ფიზმომზადების სპეციალისტი ფილ ჰილი შეუერთდა, რომელსაც ზურგს 16-წლიანი გამოცდილება უმაგრებს და "ჩიფსთან" ერთად ორჯერ გახდა ზე-რაგბის ჩემპიონი. მას ერთი სეზონი შოტლანდიურ "გლაზგოშიც" (2017-18 წლები) უმუშავია, ბოლოს კი ზე-რაგბის კიდევ ერთ ფრანჩაიზში, "ბლუსში" მუშაობდა.

მსოფლიო თასის დასრულებამდე ის საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების გაუმჯობესებაზე იზრუნებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჟურნალისტობას რომ იბრალებ,სწორად წერას დაეუფლო იქნებ? "ბორჯღალოსნები გაემგზავრნენ" და არა ისე სათაურში რომ გაქვს....................
gela 67
12:08 27-07-2019
3
ამაზე უფრო სარაგბო ქვეყანა ვერ ნახეთ?
არ მჯერა :D
09:51 26-07-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული