გიორგი ნემსაძე: ...ზუსტად ამიტომ მინდა მივმართო გულშემატკივარს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის წინ თბილისში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს - 27 აგვისტოს "საუზერნ კინგსთან" და 31 აგვისტოს შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან.

ამ შეხვედრების წინ კომენტარი "ბორჯღალოსანმა" გიორგი ნემსაძემ რაგბის კავშირთან გააკეთა:

"ასეთი შანსი ქართულ რაგბის არასოდეს არ ჰქონია. ჩვენ გვინდა 6 ერში თამაში. ან გახდეს 7 ერი, ან ჩავანაცვლოთ იტალია. ბევრი საუბარია. შეიძლება ცოტა ადრეა ან სხვა თემაა, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, ვთქვათ ხმამაღლა, თუ 6 ერში მიგვიღებთ, რა შეიძლება მოხდეს მოედანზე.

ზუსტად ამიტომ მინდა მივმართო გულშემატკივარს - უფრო მაგრად დაგვჭირდება
თქვენი თანადგომა და იმას, რასაც ვამბობ ხოლმე, 75-ე წუთზე, როდესაც დალეწილი ხარ და აღარაფერი არ გინდა, გინდა თამაში დამთავრდეს, ამ დროს გჭირდება მხარდაჭერა.

ვისურვებდი, შოტლანდიის მატჩზე ყოფილიყოს იმდენი ხალხი, რამდენიც არასოდეს არ ყოფილა ჩვენს თამაშზე".

მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგი იჭნებოდა თუკი ამ მატჩის დროს გავაცილებდით დიდ კაპიტანს მამუკა გორგოძე. ეს ქონება მართლაც დიდი მატჩი.
იბერიელი68
07:43 09-08-2019
0
მივმართავ ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს, არა მარტო სპორტის (რაგბის) ქომაგს:
ხალხნო, რომ არაფერი ვთქვათ წმინდა პატრიოტულ სულისკვეთებაზე, რითაც ჩვენ ყველანი უდიდეს წვლილს შევიტანთ ერის ერთად დგომის საქმეში, ამ თამაშზე დასწრებით შანსი ჩნდება მოვახდინოთ გარღვევა მომავალზე ორიენტირებული მასობრივი ტურიზმის კუთხით! კერძოდ, შოტლანდიელები და 6 ერის სხვა ქვეყნების ფანები როდესაც ნახავენ გავსებულ და მოგუგუნე სტადიონს, გაცილებით მეტი სიმპათიით განეწყობიან ჩვენი პატარა ქვეყნის მიმართ და უფრო ხმამაღლა ამოიღებენ ხმას, რათა 6 ერის უხიაგ ბოსებს შეაგნებინონ საქართველოს ელიტაში მიღების აუცილებლობა.
ეს ყველაფერი კი პირდაპირ არის მიბმული საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის-"რაიანეირის" შემოსვლასთან, რასაც მრავალათასიანი ტურისტული ნაკადები მოჰყვება!
სიმართლე
17:43 08-08-2019
1

სიახლეები პოპულარული