27 აგვისტოს, 19:15 საათზე, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თი-ბი-სი რაგბის" სერიების პირველ მატჩს პრო 14-ის სამხრეთაფრიკულ ფრანჩაიზის, "საუზერნ კინგსის" წინააღმდეგ "მიხეილ მესხზე" გამართავს.

ამ გუნდის წინამორბედს 2011 წელს ბუქარესტში ერთა თასზე შევხვდით და "სამხრეთაფრიკელმა მეფეებმა" 31:17 იმარჯვეს.

ორი წლის შემდეგ "საუზერნ კინგსი" ჯერ სუპერრაგბის გათამაშებაში ჩაერთო, მისი შეკვეცის შემდეგ კი, 2017 წლიდან პრო 14-ში თამაშობს ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც "ლენსთერი", "მანსთერი", "კარდიფ ბლუზი", "ედინბურგი" და "გლაზგო უორიორსი" არიან.

წელს "მეფეები" საქართველოს პირველად ეწვივნენ და 27 აგვისტოს "ბორჯღალოსნებს" რუსეთის ნაკრების ნაცვლად ერკინებიან.

ეს მოსამზადებელი მატჩია მსოფლიო თასის და ასევე, შოტლანდიის ნაკრების სტუმრობის წინ, რომელსაც 31 აგვისტოს "დინამო არენაზე" ვუმასპინძლებთ.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში გამგზავრებამდე ჩვენი გუნდი მესამე შეხვედრასაც გამართავს, შოტლანდიაში ჩავა და მასპინძლებს "მარიფილდზე", 6 სექტემბერს დაუპირისპირდება.

სერიის პირველი მატჩისთვის
რადგან მატჩი მოსამზადებელი ხასიათისაა, მხარეები შეთანხმდნენ და გუნდებს განაცხადში 26-26 მორაგბე ეყოლებათ. შედეგად, მწვრთნელებს საქმეში მეტი მორაგბის ხილვის შესაძლებლობა ექნებათ, რაც ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესია.

ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდული პირველი ხაზი დააყენა: კვაჭი 19 წლის ვანო კარკაძეა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, ხოლო ბურჯები 20 წლის გურამ გოგიჩაშვილი და 23 წლის გიორგი მელიქიძე იქნებიან.

გამოცდილია მეორე ხაზი, სადაც ვიცე-კაპიტან გიორგი ნემსაძეს ლაშა ლომიძე შეუწყვილდება, რომელმაც ნაკრების კვართით ბოლოს შარშან, ნოემბერში ითამაშა.

მესამე ხაზში ახალგაზრდა მორაგბეები დადგებიან - ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ოთარ გიორგაძე, რომელთაგან ბოლო ორს, ბოლო პერიოდში დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ხოლო საღინაძე შედარებით ახალი სახეა.

მგეზავად ბრუნდება ლაშა ხმალაძე, რომელიც გიორგი ბეგაძეს შეუწყვილდება. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს და ზურაბ ძნელაძეს ვიხილავთ, ფულბეკი სოსო მათიაშვილია, ხოლო ფრთებზე მირიან მოდებაძე და გიორგი აფციაური დადგებიან.

მარქაფაში უფრო გამოცდილი მორაგბეები ჭარბობენ. ბურჯებად შეცვლაზე კარლენ ასეიშვილი და ლევან ჩილაჩავა შევლენ, კვაჭად - გიორგი ჭყოიძე. მეორე ხაზში გუნდის თამაშს კოტე მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი გააძლიერებენ, რომელსაც მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში. მესამე ხაზში შევა შეცვლაზე გიორგი თხილაიშვილი.

9 ნომრის პოზიციაზე მეორე ტაიმში გელა აფრასიძეს ვიხილავთ. ხაზის მარქაფაში არიან ლაშა მალაღურაძე, ალექსანდრე თოდუა, თამაზ მჭედლიძე და დავით კაჭარავა. მჭედლიძეს წლევანდელ რაგბი ევროპაზე არ უთამაშია და ლომიძის მსგავსად, გუნდს შარშანდელი ნოემბრის ტესტების შემდეგ უბრუნდება.

"ბორჯღალოსნები" წელს ზედიზედ მეხუთე მსოფლიო თასს თამაშობენ და პირველად ხდება, რომ მოსამზადებელ მატჩებს საქართველოში, საკუთარი გულშემატივრის წინაშე გამართავენ. ერთად გავაცილოთ ჩვენი ნაკრები იაპონიაში!

თიბისი რაგბის სერიები | საქართველო - საუზერნ კინგს

საქართველო:

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე

მარქაფა

16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა

შეგახსენებთ, მსოფლიოს თასისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა შოტლანდიასთან გასამართი პირველი მატჩის შემდეგ დასახელდება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Roma
Mere xo unda mimxvdariyavi tu grma marqapidan iyo eseigi dzalian mnishvnelovani iyo mistvis is maisuri misuliyavi shens liderebtan romelsac sityva etqmit da romlebsac problema ar aqvt maisuris gacemaze axali rom xar nakrebshi iasnia ver arigeb maisurebs shens gemoze.
გელა
ლობჟანიძე და აბჟანდაძე რატომ არ არიან?
ირაკლი
უპირველეს ყოვლისა დავაყენებდი "თანადგომას", მოძმის მხარდაჭერას, თუ ეგ მიზეზად არ გვკმარა არ ვართ ღირსი სიკეთის. საერთოდ მოვიკოჭლებთ გამტანობაში ორივე ფეხით :(
ბათუმის ფანი
არ მინდოდა დამეწერა მაგრამ გულში ხინჯად მაქვს და მაინც დავწერ-მაგრადვლ ვაფასებ ბორჯღალოსნებს და ჩვენს მელიტონას,ამასწინადაც ვწერდი რომ მინდოდა მასთან სურათი გადამეღო და კიდევ ოცნება იყო ჩემი როგორმე ბორჯღალოსნების კვართი დამეთრია)ამჟამად პეტერბუგში ვცხოვრობ და რომ გავიგე ჩვენი ლომები კრასნოდარში რუსეთს ხვდებოდენ ადრიანად დავიჭირე თადარიგი,თან ბადავწყვიტე კვართი ვასკასთვის მეთხოვა,უბრალოდ ერთი გაბარიტების ვართ და იმიტომ,)მელიტონასთან პრობლემა არ იყო,ისე გადამეხვია თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობარი)))ამ ზეიმში ვასკაც დავკარგე და აბჟანდაძეც(მეორე ჩემი გაბარიტების მქონე))) ჰოდა მეც პირველივე რაგბისტს ვთხოვე კვართი ვინც ვნახე,სახეზე ვერ ვიცანი ე.ი. ღრმა მარქაფიდან იყო,მან ისეთი პასუხი გამცა რომელსაც არ ველოდი და დღესაც არ მჯერა რომ ჩვენი ლომები ასე უპასუხებდნენ თავიანთ გულშემატკივარს- აუ რა ტო,ამ მაიკას ნაღდად ვერ ავიხევო...გეფიცებით არ ვახევდი,უბრალოდ ვთხოვე))) P.S. გთხოვთ არ დამბლოკოთ და ამდენი შრომა წყალში არ ჩამიყაროთ)))
Tu rame gvinda
ამ თამაშზე თუ ვერა შოტლანდიასთან მაინც უნდა გავავსოთ აუცილებლად სტადიონი!!! 1. ძალიან მაგარი თამაში იქნება სადაც ბევრი რამ გვექნება დასამტკიცებელი. 2. უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ პირველ რიგში რაგბი გვიყვარს და მერე რუსეთის ბრდღვნა (ანუ მარტო იმათთან რომ არ ვავსებთ სტადიონს). 3.გავატანოთ ბიჭებს მსოფლიოზე დიდი მუხტი 4. რადგანაც ეს ბოლო მატჩია მილტონისთვის საქართველოში, გავაცილოთ ის ღირსეულად ისე როგორც ის ამას იმსახურებს!!!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა