27 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო.
წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტია, თუმცა საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს.
ამ მძიმე ვითარებაში თამაშის შემოტრიალება თითქოს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო.
67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და 10:20.
ამის შემდეგ გულშემატკივართა მხარდაჭერით შემართულმა საქართველოს ნაკრებმა მიძალების შედეგად შვიდქულიანი ლელო დადო - 17:20.
77-ე წუთზე
კი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოყენებულ იქნა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე პირველად გაიჭრა წინ, ბოლოს მეტოქის გააფთრებული იერიში მოიგერია და 24:20 გაიმარჯვა.
აშკარაა, ასეთ სერიოზულ გუნდთან შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უფრო სასარგებლო იყო, რამეთუ ჰეიგს თავისი შეგირდების თამაშში წუნი დაანახა.
31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი
საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20
საქართველო
ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;
შერკინება | ფორვარდები
1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.
მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა
საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20
საქართველო
ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;
შერკინება | ფორვარდები
1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.
მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა
"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა
მილტინ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით 50%-ით უკეთ ვართ მზად
დავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ
"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ
თქვენ კიდევ "ცუნზურა" -ამას რატომ აქვეყნებთ ან თუ აქვეყნებთ პასუხებს რატომ არ ბლოკავთ?
მოგწონთ უზრდელობა და პროვოკაციები? თქვენი თანამოაზრეა თუ თვითონ ხართ ავტორი?
მეჩვენება თუ ისევ საბჭოთა კავშირში ვარ, პოლიტეკონომიის კურსს ვისმენ?
-ბოლო თამაშებში გვაქვს ის დომინირება შერკინებაში, რაც ადრე გვქონდა?
-შერკინების შედარებით დასუსტებაზე, პასუხი ქონდათ, რომ ჰეიგის ხელში უნდა მომხდარიყო ხელით თამაშის ახალ ეტაპზე და სიმაღლეზე აყვანა. გუშინ, ხელით, სწრაფად თამაში, გადაბმული ეტაპები ხელით ბურთის წამოღების ნახეთ სადმე? (გარდა ერთი მომენტისა 72 წუთზე); ყველა ლელო ძალისმიერი ხერხით შევიტანეთ;
-ტაქტიკურ განსწავლულობაში მოვუმატეთ?- არა, ისევ ისე ვჯარიმდებით ელემენტარულ სიტუაციებში, როგორც ადრე;
-დერეფანში მოვუმატეთ? - პირიქით, ამდენ შეცდომებს ადრე არ ვუშვბდით.
ჩემი აზრით, სასწრაფოდ საჭიროა, სხვა კალიბრის და მასშტაბის სამწვრთნელო რაზმი.
ძალიან გააპოლიტიკურე რაგბის და კონკრეტული თამაშის შეფასება.
თამაშის ხარვეზზე და დადებითზე დაგეთანხმები, მაგრამ ის ოლიგარქიულ-კრიმინალურ და ა.შ. ( არც მაინტერესებს რას გულისხმობ ) რაღაც არაა რაგბს რომ აფინანსებს ? ამდენი სტადიონი, სპორტული ბაზა და ფინანსური მხარდაჭერა, გაგიკვირდება და, შენთვის ოლიგარქიდან მოდის.
აბა ისაა საქმე, წინა ვარსკვლავბიჭუნას დროს მარტო სახლში რომ მიქონდათ ფული( განსაკუთრებით ფეხბურთში) და "ჩვენ ერთი გუნდი"-ს რომ გვაძახებინებდნენ და სხვადსხვა კლუბებში მაისურებით რომ დავრბოდით ?
ის, შენთვის, პროგრესული ძალა რომელ სპორტს დაეხმარა ფინანსურად, იქნებ შეგვახსენო ?? ტლიკინი კი იციან საარაკო. იმათ მოკითხე თუ ხარვეზები გაინტერესებს.
ვიდრე აუგს ვიტვით ჰკითხეთ საკუთარ თავს - საკლუბო დონეზე ვართ ექვსი რანგში? სხაობა ხომ არის როგორც ცა და დედამიწა?
ერჯერადად შეიძლება ვთქვთ ექვსი ერის რომელიმე გუნდს მოვუგოთ, მაგრამ საერთო დონე (მხოლოდ სამი ათეული ლეგიონერი) შეესაბამება ამ მოგებას? ისიც ვიკითხოთ ყველა ლეგიონერის დონე არის მარალი კლასის?
ამ ეტაპზე (ვიდრე აიწევს ეროვნული დონე) ჩვენ ვავითარებთ ნაკრებს როგორც ლეგიონერების კლუბს. ასე არ არის? ეს უნდა თქვათ და ეს უნდა შევცვალოთ პირველ რიგში და არა მწვრთელები.
რა ჯობია მოგებას, მაგრამ აუგის მოტრფიალენო, პირდაპირ თქვით - მართლა ფიქრობთ, რომ ეროვნულ თუ სანაკრებო დონეზე, გუნდურად თუ ინდივიდუალურად, ვათვათ შოტლანდიაზე უკვე უკეთესი დონე და საფუძველი გვაქვს? აცალეთ რა ხალხს - თამაშობენ და ვითარედებიან, ერთ დღეში ეგ საქმე არ კეთდება.