"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია

AutoSharing Option
27 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო.

წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტია, თუმცა საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს.

ამ მძიმე ვითარებაში თამაშის შემოტრიალება თითქოს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო.

67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და 10:20.

ამის შემდეგ გულშემატკივართა მხარდაჭერით შემართულმა საქართველოს ნაკრებმა მიძალების შედეგად შვიდქულიანი ლელო დადო - 17:20.

77-ე წუთზე
კი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოყენებულ იქნა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე პირველად გაიჭრა წინ, ბოლოს მეტოქის გააფთრებული იერიში მოიგერია და 24:20 გაიმარჯვა.

აშკარაა, ასეთ სერიოზულ გუნდთან შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უფრო სასარგებლო იყო, რამეთუ ჰეიგს თავისი შეგირდების თამაშში წუნი დაანახა.

31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი
საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20

საქართველო
ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა

alt"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

altმილტინ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით 50%-ით უკეთ ვართ მზად

altდავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ

alt"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

მკითხველის კომენტარები / 65 /
მთავარი ის არის რომ ამ კლუბს ბოლო 10 შეხვედრიდან 9 წაგებული აქვს,უმეტესობა გამანადგურებელი ანგარიშებით ინგლისურ,შოტლანდიურ კლუბებთან,ხოლო ერთი თამაში საერთოდ 49-0.რა გიხარიათ თქვე ბოგანოებო.ასეთ კლუბებს ცალი ხელით უნდა ვუგებდეთ.ამის შემდეგ 6 ერის მოთხოვნა სასაცილოა.
ვა რა დონეა
28 აგვისტო 2019 17:29
13
ბოგანოს მნიშვნელობა თუ იცი?

თქვენ კიდევ "ცუნზურა" -ამას რატომ აქვეყნებთ ან თუ აქვეყნებთ პასუხებს რატომ არ ბლოკავთ?
მოგწონთ უზრდელობა და პროვოკაციები? თქვენი თანამოაზრეა თუ თვითონ ხართ ავტორი?
ლევანი
29 აგვისტო 2019 10:05
0
მეგობარო- სახელმწიფოს ეკონომიკასა და ფინანსებზეა დამოკიდებული, ანუ მისი განვითარების ხარისხზე ნებისმიერი სპორტის ხ ა რ ი ს ო ბ რ ი ვ ა დ განვითარება და არა ოლოგაქების კეთილ ნებაზე. ოლიგარქების მხარდაჭერა ერთჯერადი დარჩება, აშენებული ინფრასტრუქტურაც - მხოლოდ ინფრასტრუქტურა-დ ( თუმცა ინფრასტრუქტურაც კარგია) - უშედეგო - ანუ ...ეროვნული ჩემპიონატების ხარისხი მით რეალურად ა რ ა ს ო დ ე ს აიწევს და მას ვხედავთ, თან უნდა გვახსოვდეს -ოლიგარქებს, განსაკუთრებით პოსტ -საბჭოთა ,ანუ საბჭოთა ნომენკლატურის - მენტალიტეტის ქვეყნებში მეტად ეკონომიკურ- პოლიტიკური ინტერსებები გააჩნიათ და მისთვის მაგალითი არსებობს ... - რაც შეეხება- ,,ვარსკვლავთბიჭუნა,, -ს - სიძულვილი უნდა მოვიშოროთ- 2003 წლამდე საქართველოს ,,სახელმწიფო,,-ც უნდა გვახსოვდეს ( სრული უპერსპექტივობა ყველა მიმართულებით) და 2003 -2012 წლის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ც სერიოზული პერსპექტივებით, სპორტის ყველა სახეობაც იმ წლებში რომ განვითარდა,განსაკუთრებით ორგანიზიულად ... მაგრამ დაშვებული შეცდომებიდან დასკვნების გამოტანის უნარიც გაგვაჩნდეს - ს ა ჭ ი რ ო ა -კ ო ნ კ უ რ ე ნ ტ უ ლ ი გარემო ყველგან და ყოველი მიმართულებით, დაფუძნებული სამართალზე, ანუ თ ა ნ ა ბ ა რ უფლებრივ პრინციპზე- კანონის უზენაესობასზე(!) თორემ ეროვნული ჩემპიონატები-ხარისხობრივად ვიმეორებ - ვ ე რ განვითარდება, სწორად ე ს არის რ ე ა ლ უ რ ა დ ძირითადი პრობლემა, რომ 6 ერში ა რ გვიღებენ - არაკონკურენტული გარემო, სუსტი ეკონომიკა, მით სუსტი ფინანსური შესაძლებლობები, სუსტი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო უსაფრთხოება. ხომ ვიცით -გაცილებით სუსტი იყო იტალიის ნაკრები თავის დროზე ,მაგრამ მიიღეს ...-პ.ს. შეიძლება სხვა მიზეზებიც მოიყვანო- არსებობდეს , რომ 6 ერში ა რ გვიღებენ, მაგრამ პირადად ჩემი დამოკიდებულება ასეთი არის!
გლახუნა
28 აგვისტო 2019 17:03
4
ვისი სიძულვილი უნდა დავივიწყოთ,ათასობით ახალგაზრდა ცემით ინვალიდად რომ აქცია?საიქიოში გასტუმრებულებზე აღარაფერს ვამბობ.სპორტული ბაზები რონ დაანგრია,სპორტის აკადემია რომ გააუქმა და ფიზკულტურის მასწავლებელი,მწვრთნელებზე აღარ ვამბობ,ქვეყანაში საძებნელი რომ გაგვიხადა,ის დავივიწყოთ და მის დანგრეულ განადგურებულის აღდგენას რომ ცდილობს,იმ ოლიგარქ კრიმინალს მოვკითხოთ პასუხი რაგბის დაბალ დონეზე?ის მაინც თუ იცი,რომ სწორედ ეს ოლიგარქი აშენებს საკუთარი ჯიბიდან,რაგბის სპორტულ ბაზებს და ინახავს კლუბებს?თავისი ცოდვები,ალბათ ბიძინასაც საკმარისი აქვს,მაგრამ რაგბის სამყაროს,მადლობის მეტი,არაფერი გვეთქმის მის მიმართ.გასალანძღი მიშაა და ის გალანძღე.რაგბის კიდევ უფრო განვითარებას კი.ძლიერ გუნდებთან ხშირი თამაში უნდა,სხვანაირად არაფერი გამოვა და ამის გზებია გამოსანახავი.ამ მსოფლიო თასის და იქ ჩვენი გამოსვლის შემდეგ,შესაძლოა ბევრი რამე შეიცვალოს,მთავარია,კარგად გამოვიდეთ.ალბათ ფრანჩიზული კლუბის გაკეთებაზე უნდა ვიმუშაოთ,ექვსი ერის იმედი კი, ნაკლებად დამრჩა
სოსო
28 აგვისტო 2019 22:07
2
"თ ა ნ ა ბ ა რ უფლებრივ პრინციპზე- კანონის უზენაესობასზე(!)" და "კონკურენტული გარემო" - აი რა ყოფილა ექვს ერში მიღების წანამძღვრებიც და საბაზისო ქვაკუთხედიც. არის კიდევ სხვა მარგალიტებიც....

მეჩვენება თუ ისევ საბჭოთა კავშირში ვარ, პოლიტეკონომიის კურსს ვისმენ?

თემიდა
28 აგვისტო 2019 17:33
0
მოკლეთ ამ გლახუნას მემგონი, მხოლოდ ოლიგარქი აღელვებს, ხანდახან მგონია მიშა წერს ამ ფსევდონიმით:))) შე კაი კაცო რაგბში თუ უპერსპექტივობაა შენი ნათქვამიდან გამომდინარე აღარ ყოფილა საშველი, ვერც ახალ თაობას ამჩნევ, ვერც ბაზებს, ვერც სტადიონებს, ვერაფერს ხომ? ვერ ხედავრომ თითქმის ყველა ჩემპიონატზე გააგორეს ჩვენმა პატარებმა ექვსეულის გუნდები, ვერ ხედავთ წინსვლას ხო? მოკლედ არაფერი არ აინტერესებს ამ ადამიანს პოლიტიკის გარდა
დათო
28 აგვისტო 2019 16:27
3
უპერსპექტივობა არსად მითქვაბს მეგობარო და რატომ ... ეროვნული ჩემპიონატის ხარისხი მაღელვებს და მიზეზების ძებნა აუცილებელია, თან ურთიერთ დიალოგით და მსჯელობით!
გლახუნა
28 აგვისტო 2019 17:24
4
მე არ ვიცი რაგბი და არ მაინტერსებს ...მას ხედავ, რომ მერე ეს ბავშვები ევროპაში - საფრანგეთში მიდის კიდევ უფრო განვითარდებისათვის და ასე იქნება, სანამ ეროვნული ჩემპიონატების ხარისხსს ა რ ავწევთ!
გლახუნა
28 აგვისტო 2019 17:20
2
ყველა გამოხმაურება
გაგავანადგურებს შოტლანდია ამ თამაშით, კარგი იქნება, რო რეალურ სახეს დაგვანახებს, მაგრამ მსოფლიომდე არაფრის გამოსწორება ვერ მოესწრებაბა, ვეკითხები ნაკრების მთავარ მწვრთნელს:
-ბოლო თამაშებში გვაქვს ის დომინირება შერკინებაში, რაც ადრე გვქონდა?
-შერკინების შედარებით დასუსტებაზე, პასუხი ქონდათ, რომ ჰეიგის ხელში უნდა მომხდარიყო ხელით თამაშის ახალ ეტაპზე და სიმაღლეზე აყვანა. გუშინ, ხელით, სწრაფად თამაში, გადაბმული ეტაპები ხელით ბურთის წამოღების ნახეთ სადმე? (გარდა ერთი მომენტისა 72 წუთზე); ყველა ლელო ძალისმიერი ხერხით შევიტანეთ;
-ტაქტიკურ განსწავლულობაში მოვუმატეთ?- არა, ისევ ისე ვჯარიმდებით ელემენტარულ სიტუაციებში, როგორც ადრე;
-დერეფანში მოვუმატეთ? - პირიქით, ამდენ შეცდომებს ადრე არ ვუშვბდით.
ჩემი აზრით, სასწრაფოდ საჭიროა, სხვა კალიბრის და მასშტაბის სამწვრთნელო რაზმი.
დათი
28 აგვისტო 2019 15:54
5
მეგობარო -სწორად ამიტომ ვსმჯელობ და ამიტომ გავაკეთე პოლიტიკურ-ეკონომიკური საფუძვლები არსებული მდგომარეობის ... შენი კრიტიკული დამოკიდებულება- მ ი ს ა ღ ე ბ ი ა, მაგრამ ჰეიგს მეტი რ ა შეუძლია?! მეტს ვ ე რ ც ერთი მოწვეული მწვრთელი- ვ ე რ შეძლებს , პირიქით მგონია-ნებისმიერი უარყოფით შედეგებს დადებს -რ ა ტ ო მ გვაგვიწყდება ... ნაკრები მხოლოდ ლეგიონერების იმედზეა (მიზეზებზე ვისაუბრე) , რასაც თავისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები გააჩნია და ნაკრების თუნდაც 1 თვიან შეკრებებში ეს ვ ე რ ა ს ო დ ე ს აღმოიფხვრება, უბრალოდ დღევანდელ ჰეიგის ნაკრებს უ ნ დ ა მიუთითოთ,რომ ა ღ ა დ გ ი ნ ო ს შერკინების სიმძლავრე , მერე ...
გლახუნა
28 აგვისტო 2019 17:13
3
აბსოლუტურად ლოგიკური კითხვებია. ჰეიგი საპირისპიროს ამტკიცებს - ჯერ 20-25 პროცენტით, ახლა საერთოდ 50 პროცენტით უკეთესად ვართ მომზადებულებიო. აღდგომა და ხვალეო ნათქვამია, მაგრამ მსოფლიოზე სულ სხვა დონეა და იქ ფიჯი გველოდება, რომელიც თამაშის ბოლოს ასე 2 ლელოს არ გაგვატანინებს. მათ შეტევაზე ლაპარაკიც ზედმეტია. გარდა ამისა, ყველამ იცის, რომ მთელი ჩვენი აქცენტი შერკინებაზეა გადატანილი, რაც გუშინაც კარგად გამოჩნდა. ეს ბურთის წინ გადავარდა უკვე ყველამ წაიკითხა, მუდმივად ბურთის დაკიდებას და შეცურებას მიმართავენ. უბრალოდ ჰეიგს არსენალში რამე ჰქონდეს, ეჭვი მეპარება. საოცარი ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გვაქვს, მაგრამ დიდ გუნდებთან სათამაშოდ ეს საკმარისი არ არის. მომიტევეთ, მაგრამ ამის უთქმელობაც არ იქნება
: )))))))
28 აგვისტო 2019 16:33
2
ბიჭებო - შოტლანდიასთან და საერთოდ - სერიოზული ყურადღება მიაქციეთ და მოუმატეთ რ ა ქ ე ბ შ ი სისწრაფე და აგრესია და მსოფლიოზე წარმატებები იქნება! ეს უნდა გახდეს მე-2 -ე ,,ნიშა,, საქართველოს ეროვნული ნაკრების -1-ლი შერკინების შემდეგ - ამან მოიგო ეს თამაშიც ბოლო 15 წუთში!
გლახუნა
28 აგვისტო 2019 13:53
1
ბოლო 15 წუთში - 3 ლელო - მრავლის მეტყველია, ისევე როგორც ბოლო 15 წუთამდე 15 ქულით ჩამორჩენა... დათო -გეთანხმები მეგობარო - დავამატებ -სპორტი (არა მარტო), ეროვნული ჩემპიონატები , რომ განვავითაროთ და ავიყვანოთ მაღალ ხარისხზე , ამისათვის საჭიროა ფინანსები, ფინანსებისათვის საჭიროა კონკურენტული გარემო , არა მარტო სპორტში, ყველგან და ყოველგან :პოლიტიკაში, ეკონომიკაში, განათლებაში, მედიცინაში ... რა საფუძველზეც არსებობს დასავლური წარმატება - პროგრესი. საქართველოში დღეს არსებული ავტორიტარულ- ოლიგარქიულ კრიმინალურ- კლანური რეჟიმი - ინსპირირებული ჩრდილოელი მეზობლის ძალისხმევით არათუ ქმნის კონკურენტულ გარემოს, არამედ პირიქით- ახშობს ადამიანის, ერის შესაძლებლობებს, ნიჭს, შემართებას, აღტკინებას, შემოქმედებით ბუნებას, მისწრაფებასაც კი პროგრესსა და წარმატებაზე და რას უნდა ველოდოთ ?! - ასე ეკონომიკა ა რ ა ს ო დ ე ს განვითარდება, მით ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური გარემო და სერიოზული ფინანსები სპორტში ვ ე რ გადაიქაჩება (რომ რაგბში -ეროვნულ ჩემპიონატში ჩაიდოს , მით რაგბი,არა მარტო- სრულიად სპორტი -ერისათვის -ახალგაზრდობისათვის დასაქმების საშუალებად იქცეს - შედეგებისდამიხედვით მაღალი წამახალისებელი ფინანსური შემოსავლებით, რაც თავისთავად განავითარებს ეროვნული ჩემპიონატების ხარისხს და სრულად ახალ, სწორად დასავლურ დონეზე აიყვანს - მერე 6 ერის ტურნირიც არ დააყოვნებს ) - ერმა უნდა გ ა ი თ ა ვ ი ს ო ს - სახელმწიფოს,მით ყველა სფეროსა და ყველა მიმართულებით განვითარება- განმტკიცებისათვის საჭიროა კ ო ნ კ უ რ ე ნ ტ უ ლ ი გარემოს შექმნა , დაფუძნებულ სამართლებრივ ნორმებს- სამართალსა და მით - კ ა ნ ო ნ ი ს უზენაესობაზე და მისთვის ერმა მუდამ უ ნ დ ა იბრძოლოს, თორემ დავრჩებით მუდამ უპერსპექტივო - ,,განვითარებადი,, -სახელმწიფო... და კონკრეტულად რაგბში - ლეგიონერების იმედათ და ხარჯზე . - არ არის რთული გასაგები.
გლახუნა
28 აგვისტო 2019 13:40
5
გლახუნა, მეგობარო !
ძალიან გააპოლიტიკურე რაგბის და კონკრეტული თამაშის შეფასება.
თამაშის ხარვეზზე და დადებითზე დაგეთანხმები, მაგრამ ის ოლიგარქიულ-კრიმინალურ და ა.შ. ( არც მაინტერესებს რას გულისხმობ ) რაღაც არაა რაგბს რომ აფინანსებს ? ამდენი სტადიონი, სპორტული ბაზა და ფინანსური მხარდაჭერა, გაგიკვირდება და, შენთვის ოლიგარქიდან მოდის.
აბა ისაა საქმე, წინა ვარსკვლავბიჭუნას დროს მარტო სახლში რომ მიქონდათ ფული( განსაკუთრებით ფეხბურთში) და "ჩვენ ერთი გუნდი"-ს რომ გვაძახებინებდნენ და სხვადსხვა კლუბებში მაისურებით რომ დავრბოდით ?
ის, შენთვის, პროგრესული ძალა რომელ სპორტს დაეხმარა ფინანსურად, იქნებ შეგვახსენო ?? ტლიკინი კი იციან საარაკო. იმათ მოკითხე თუ ხარვეზები გაინტერესებს.
ზაზა
28 აგვისტო 2019 15:32
2
სულ გამარჯვებულებს გევლოთ!
გუჯა კახაძე
28 აგვისტო 2019 11:36
1
კრიტიკა კარგია, ოღონდ საფიძვლიანი და ობიექტური. ჩვენი ნაკრები არის რეალურად - ჩვენი ლეგიონერების ნაკრები. საკლუბო (არასანაკრებო) დონეზე ჩვენ გაქვს (ჯერ გვაქვს) დიდი ჩამორჩენა წამყვან ქვეყნებთან შედარებით.
ვიდრე აუგს ვიტვით ჰკითხეთ საკუთარ თავს - საკლუბო დონეზე ვართ ექვსი რანგში? სხაობა ხომ არის როგორც ცა და დედამიწა?
ერჯერადად შეიძლება ვთქვთ ექვსი ერის რომელიმე გუნდს მოვუგოთ, მაგრამ საერთო დონე (მხოლოდ სამი ათეული ლეგიონერი) შეესაბამება ამ მოგებას? ისიც ვიკითხოთ ყველა ლეგიონერის დონე არის მარალი კლასის?
ამ ეტაპზე (ვიდრე აიწევს ეროვნული დონე) ჩვენ ვავითარებთ ნაკრებს როგორც ლეგიონერების კლუბს. ასე არ არის? ეს უნდა თქვათ და ეს უნდა შევცვალოთ პირველ რიგში და არა მწვრთელები.
რა ჯობია მოგებას, მაგრამ აუგის მოტრფიალენო, პირდაპირ თქვით - მართლა ფიქრობთ, რომ ეროვნულ თუ სანაკრებო დონეზე, გუნდურად თუ ინდივიდუალურად, ვათვათ შოტლანდიაზე უკვე უკეთესი დონე და საფუძველი გვაქვს? აცალეთ რა ხალხს - თამაშობენ და ვითარედებიან, ერთ დღეში ეგ საქმე არ კეთდება.


დათო
28 აგვისტო 2019 11:21
0
დათო -გეთანხმები მეგობარო - დავამატებ -სპორტი (არა მარტო) რომ განვავითაროთ და ავიყვანოთ მაღალ ხარისხზე , ამისათვის საჭიროა ფინანსები, ფინანსებისათვის საჭიროა კონკურენტული გარემო , არა მარტო სპორტში, ყველგან და ყოველგან :პოლიტიკაში, ეკონომიკაში, განათლებაში, მედიცინაში ... რა საფუძველზეც არსებობს დასავლური წარმატება - პროგრესი. საქართველოში დღეს არსებული ავტორიტარულ- ოლიგარქიულ კრიმინალურ- კლანური რეჟიმი - ინსპირირებული ჩრდილოელი მეზობლის ძალისხმევით არათუ ქმნის კონკურენტულ გარემოს, არამედ პირიქით- ახშობს ადამიანის, ერის შესაძლებლობებს, ნიჭს, შემართებას, აღტკინებას, შემოქმედებით ბუნებას, მისწრაფებასაც კი პროგრესსა და წარმატებაზე და რას უნდა ველოდოთ ?! - ასე ეკონომიკა ა რ ა ს ო დ ე ს განვითარდება, მით ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური გარემო და სერიოზული ფინანსები სპორტში ვ ე რ გადაიქაჩება (რომ რაგბში -ეროვნულ ჩემპიონატში ჩაიდოს , მით რაგბი,არა მარტო- სრულიად სპორტი -ერისათვის -ახალგაზრდობისათვის დასაქმების საშუალებად იქცეს - შედეგებისდამიხედვით მაღალი წამახალისებელი ფინანსური შემოსავლებით, რაც თავისთავად განავითარებს ეროვნული ჩემპიონატების ხარისხს და სრულად ახალ, სწორად დასავლურ დონეზე აიყვანს - მერე 6 ერის ტურნირიც არ დააყოვნებს ) - ერმა უნდა გ ა ი თ ა ვ ი ს ო ს - სახელმწიფოს,მით ყველა სფეროსა და ყველა მიმართულებით განვითარება- განმტკიცებისათვის საჭიროა კ ო ნ კ უ რ ე ნ ტ უ ლ ი გარემოს შექმნა , დაფუძნებულ სამართლებრივ ნორმებს- სამართალსა და მით - კ ა ნ ო ნ ი ს უზენაესობაზე და მისთვის ერმა მუდამ უ ნ დ ა იბრძოლოს, თორემ დავრჩებით მუდამ უპერსპექტივო - ,,განვითარებადი,, -სახელმწიფო... და კონკრეტულად რაგბში - ლეგიონერების იმედათ და ხარჯზე . - არ არის რთული გასაგები.
გლახუნა
28 აგვისტო 2019 13:34
4
ხოდა ეგ ითქვა, მადლობა ბიჭებს, მაგრამ უკეთესი თამაში გვინდათქო
28 აგვისტო 2019 11:58
0
მაინტერესებს, რატომ არაფერს წერენ ცუცუქირიძის და შარიქაძის ტრამვაზე. მგონი ცუცქირიძე მძიმედ დაშავდა და ეს სერიოზული პრობლემა იქნება ნაკრებისათვის. ტრამვების წინასწარი შეფასების დადება ხომ შეიძლებდა? სამწუხაროა რომ ქართულ რაგბზე მწერალი ხალხი არ გვყავს და მარტო მიდით ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ სულში გამარჯვებისათვის და თავდადებისათვის ეს პროფესიული მიდგომა არაა. რაგბი ტვ-ის წამყვანებმა მაინც ხომ უნდა დაწერონ ან თავინთ სტუდიაში მიიწვიონ ნაკრების მწვრთნელები, მოთამაშეები, რა ერთ საათს ვერ მოიცლიან? მარტო ლენსტერის და მანსტერის თამაშები კომენტირება საქმე არაა! ეხლა გუშინდელ თამაშს ბევრი სკეპტიკოსი და მოიმედე ჰყავს, მაგრამ ეს გულშემატკივრების პოზიციაა და საინტერესო იქნებოდა პროფესიონალებს რომ გაერჩიათ ეს და მომდევნო თამაშები შოტლანდიასთან. მაგრამ ქართულ რაგბში ხომ არაფერს წერენ გარდა მშრალი ინფორმაციისა და მწვრთნელების შტაბის კომენტარებისა (მელიტონ ჰეიგმა კარგად აუღო ალღო ქართულ მენტალობას, ყველაფერი კარგადაა, თუ წავაგებთ რაღაც ზოგად ვითარებას ბრალდება. არცერთი თვითკრიტიკული შეფასება). კრიტიკა არ უნდა იქცეს იდეაფიქსად და არ დაინახო პოზიტიური ძვრები, მაგრამ ეს ხომ ქართულ რაგბში ტაბუდადებული თემაა.
andro
28 აგვისტო 2019 11:12
0
იაპონიას რატო ედრებით ხალხნო?!უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვთ,საათივით აწყობილი სტრუქტურა.გარდა ამისა ნახეთ რამდენი ნატურალიზირებული მორაგბე ყავთ,იმათ ხარჯზე ძალიან წინ წავიდნენ.გინდათ ჩვენს ნაკრებში ნატურალიზაცია? გარანტიას გაძლევთ ჩვენც ძალიან წინ წავალთ მაგრამ გინდათ? დიდი ეჭვი მაქვს რომ არა...
guria
28 აგვისტო 2019 10:41
0
ვინ ედრება იაპონიას
28 აგვისტო 2019 11:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული