შოტლანდიის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა - "დინამოზე" ანშლაგს ველით!

AutoSharing Option
შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოფრინდა.

ეს თბილისში 6 ერის ნაკრების ჩამოსვლის პირველი შემთხვევა და ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა.

საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდების მატჩი "დინამო არენაზე" 31 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.

27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსნების" "საუზერნ კინგსთან" შეხვედრას (24:20) მხოლოდ 8 000 გულშემატკივარი დაესწრო და იმედია, ამჯერად ანშლაგი იქნება.

გავავსოთ სტადიონი და ამაღლებული განწყობით გავაცილოთ ჩვენი გუნდი მსოფლიო თასზე.

საქმით და არამარტო სიტყვით დავუდგეთ საქართველოს ნაკრებს გვერდში!



მკითხველის კომენტარები / 18 /
ტყუილად ნუ შევქმნით მოლოდინს რეალურად არ ვართ შოტლანდიის დონეზე დალაგებული თამაშიც საკმარისი იქნება იმისთვის რომ ისევ გვჯეროდეს მსოფლიოზე წარმატებული გამოსვლის! მეორე შემადგენლობით ფრანგები დაამარცხეს. შოტლანდია არის ძალიან მაღალი დონის გუნდი 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომ არა მსაჯის შეცდომა ნახევარ ფინალში გადიოდნენ! წარმატებები ჩვენს ბიჭებს
ჯაბა
30 აგვისტო 2019 04:18
0
კინგს ბოლო 10 შეხვედრიდან 9 წაგებული და 1 ფრე.უმეტესობა ინგლისურ და შოტლანდიურ კლუბებთან.მონსტერთან 49-0,სარანსესთანაც დიდი ანგარიშით.ასეთ ფარჩაკ გუნდთან რომ ძლივს მოიგებ ასეთი თამაშით გავნადგურდებით.
ასეა ეს
29 აგვისტო 2019 16:38
17
ეს იქნება "ლივერპულთან" მოგბის ტოფასი, რომელიც შემოენეხება ისტორიას და ხელს შეუწყობს ქართული რაგბის განვითარებას.
გულშემატკივარი
29 აგვისტო 2019 16:08
1
მართალია, მე-16 ჩვენ უნდა ვიყოთ და მე-17 წმინდა გიორგი..... მართლა არ ვხუმრობ... თუ ჩვენ ეს თამაში, გადავსებული ტრიბუნების წინ, მოვიგეთ.... ეს იქნება არნახული, ისტორიული გამარჯვება.... და ალბათ, თვითონ შოტლანდიელებიც დაემატებიან მათ რიცხვს, ვინც ქართველების დამატებას მოითხოვს 6 ერზე და კიდევ, სხვებიც აღარ იუკადრისებენ ეროვნულის დონეზე თბილისში სტუმრობას.... ღმერთო, კეთილად გვისმინე....
გიორგი 48
29 აგვისტო 2019 14:11
0
არა მარტო უნდა გავავსოთ სტადიონი, არამედ სტადიონზე მოქცევის წესითაც უნდა გამოვირჩეთ.
ეს არ არის რუსეთის ნაკრები, რომ გარდასახვის დროს ყიჟინათი დავაბნიოთ მეტოქე.
სწორედ ამით განოირჩევა შოტლანდია რომ მათ სტადიონებზე გარდასახვის და ჰიმნის დროს ბუზის გაფრენის ხმა ისმის. წარმატებები ლომებო. ყველანი სტადიონზე და ვინც ვერ დავეტევით იქვე მიმდებარედ.
ირაკლი
29 აგვისტო 2019 12:56
0
თუ გახსოვთ, 6 ერში ჩვენი დაბლოკვის მიზეზად ისიც დასახელდა, რომ ჩვენი ნაკრების თამაშებს ნაკლები მაყურებელი ეყოლებოდა, კომერც. თვალსაზრისით წამგებიანი იქნებოდა ა.შ. ასე რომ, ყველანი სტადიონზე!!! მე ბავშვებიც ჩამომყავს სოფლიდან და ყოველი შემთხვევისთვის ერთი ბილეთი სიდედრის სახელზეც შევიძინე...
მ. ტ.
29 აგვისტო 2019 12:37
0
ისტორიულ მოვლენას ისტორიული გამარჯვებით დავამშვენებთ. წარმატება ბიჭებს!
ლექსო
29 აგვისტო 2019 12:07
2
ჩვენი უპირატესობა სწორედაც საკუთარი კედლები და მაყურებელი იქნება თორე შოტლანდია რო ფავორიტია ჩვენთან ეგ პატარა ბავშვმაც იცის. ჯერჯერობით ვერ ვართ მათ დონეზე რაგბში მაგრამ არც ისე ბევრი გვიკლია.
zaza
29 აგვისტო 2019 11:46
2
არ ვიცი რა ანგარიშით დასრულდება შოტლანდიასთან მატჩი, მაგრამ რუსებთან თამშს რომ აფრიკელებთან თამაში ჯობდა ეგ ფაქტია.
გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებთ სკოტებთან სპარინგებში!
აუცილებლად მოვალთ დინამოზე და გიქომაგებთ!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
29 აგვისტო 2019 11:07
0
გელა ნუგზარაშვილი გამოიძახეს ნაკრებში? გამოგვადგება. მაგარია შერკინებაში.
ჰმ!
29 აგვისტო 2019 10:36
12

სიახლეები პოპულარული