ბორჯღალოსნებმა შოტლანდიასთან პირველი ტაიმი 3:23 წააგეს

AutoSharing Option
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩის პირველი ტაიმი ბორჯღალოსნებმა შოტლანდიასთან 3:23 წააგეს.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი
ლაიდლოუმ საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბორჯღალოსნებმა შოტლანდიასთან მეორე ტაიმიც იგივე პროპორციით წააგეს ბდა ჯამში იმაზე უარესი შედეგი დადგა ვიდრე 2011 და 2016 წლებში.
ლევანი
22:00 31-08-2019
1
სარკეში იმედია ჩავიხედეეთ
Buxrika
21:57 31-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული