უშანსო მარცხი და გაკვეთილი შოტლანდიისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ
საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით

altშოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

altმიხეილ ნარიაშვილი: ვეცდებით, შოტლანდიაში უკეთეს შედეგს მივაღწიოთ

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 105 /
ბიჭებს არ ეწყინოთ მაგრამ ორი გაკვეთილი იყო.. იტალია გასვლა და დღეს აქ.. როგორც არ უნდა გვწყდებოდეს გული ახლოსაც არ ვყოფილვართ.. თუ ვცდები გამიხარდება
გიგა
31 აგვისტო 2019 22:52
2
ისედაც დაფლეთილ ნერვებს მთლად ნუ მაგლიჯავთ,გამოაქვეყნეთ ეს დედააფეთქებული
ბათუმის ფანი
31 აგვისტო 2019 22:34
1
ისევ ძალისმიერი რაგბი
uchivle
31 აგვისტო 2019 22:19
0
ბიჭებო ჩემი თხოვნა იქნება სწრაფი რაგბი აღარ ითამაშოთ მეტი,ისევ თქვენებურად ჯაჯგურ ჭიდაობით,ასე საძაგლად მაინც აღარ წავაგებთ...ისე ფეხბურთელებს თქვენი ჯანი მისცა და თქვენ მათი აზროვნება პირველები ვიქნებით ორივე სპორტში
ბათუმის ფანი
31 აგვისტო 2019 22:15
4
Кvelas tavis adgili aqvs
Tedo
31 აგვისტო 2019 22:09
1
ასე რამ დაგაბრმავათ ან რეალობის აღთქმა დაკარგეთ გაკვეთილი კიარა გადაგვირბინეს მოენდომებინათ ანგარიში კატასტროფული ისედაც არი მაგრამ კიდევ უფრო უარესი იქნებოდა გაიღვიძეთ ფედერაციაში 4 წელია რეგრესი გვაქვს ყველამ მოატა ჩვენს გარდა წინა მსოფლიოს შემდეგ კარდინალური ცვლილებები იყო საჭირო ერთა თასზე მთლიანად 20 წლიანებს ინდა ეთამაშათ სრულად და მოსაყვანი იყო მძლეპსნობის სპეციალისტები რომ სისწრაფეების გაიმჯობესებაზე გვემიშავა ან მთელი ქვეყნის მასშტაბით სელექციის გაწევა და სწრაფი სპორტსმენების მოზიდვა თუმდაც სპორტის სხვა სახეობებიდან უფსკრულია ჩვენ და მათ შორის უფსკრული იყო კოდე ერთი გზა მატურალიზება რასაც ყველა მიმართავს მაგრამ რატომღაც ყველა წიინააღმდეგია საქართველოში ჩემს გარდა 10 წელია ვიძახი მოვახტინოთ 10 15 და სპეციფიური ადგილების მორაგბეების ნატურალიზება ჩვენებიც გაიზრდებოდნენ მათ გვერდით და ბოლოს ვერაფრით წავალთ წინ თუ ქართული გინდი არ ჩაერთო სადმე სერიოზულ ტურნირში ლეგიპნერებით და კონკურენტუნარიანი
კახა
01 სექტემბერი 2019 02:42
4
ბიჭებს არ ეწყინოთ მაგრამ ორი გაკვეთილი იყო.. იტალია გასვლა და დღეს აქ.. როგორც არ უნდა გვწყდებოდეს გული ახლოსაც არ ვყოფილვართ.. თუ ვცდები გამიხარდება
გიგა
31 აგვისტო 2019 22:51
1
წინაზე დავწერე, ჰეიგი თუ ფიზიკურად მომზადებას ეძახის საიმედოს, ეს არ არის საკმარისი მეთქი და აგერ მაგალითიც. მოგებას ნაღდად არ ველოდი და არც მეორე თამაშისას ველი, მაგრამ ეს რაც ვნახეთ, ნამდვილად შორსაა ტოპ გუნდებთან სათამაშოდ. ზუსტად იგივე შეცდომები გვქონდა, რაც კინგზთან. სამწუხაროდ ესაა მაქსიმუმი და თავს ვერ გადავახტებით ფაქტია
: )))))))
31 აგვისტო 2019 22:47
1
ნაკრების და ქომაგის გასაგონად: "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის".
ვოლასის სამშობლოში უნდა გავიხსენოთ ვისი გორისა ვართ! ვაგებთ ბრძოლას, ვიბებთ ომს!
დიმა
01 სექტემბერი 2019 23:16
3
არ არის ძაღლზე და ქარავანზე თქმული, ჩვენი წინაპართა, ქართველთა ბრძნობა.არაბული ბრძნობაა და სხვებმა გამოიყენონ.ქარული ჯიშის "ნაგაზი თუ აუყეფდა ვიღაცას,დაგლეჯვაც შეუძლია,მგლიდან დაწყებული ნებისმიერი ქარავნით დამთავრებული".ეს ანდაზების შესახებ. ეხლა ფაქტებზე.ძალიან გაგვიჭირდება მომავალში თუ არ გავაუმჯობესებთ ოლიმპიურ დევიზის სამ შემადგენელს- უფრო.... .... ....!
London
07 სექტემბერი 2019 02:13
0
ტემპი მოსამატებელია და ჰეიგი 20 სექტემბრამდე ამას როგორ შეძლებს იმაზე იქნება დამოკიდებული იაპონიაში ჩვენი თამაშის ხარისხი
შოკირებული გულშემატკივარი
01 სექტემბერი 2019 11:45
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული