უშანსო მარცხი და გაკვეთილი შოტლანდიისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ
საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით

altშოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

altმიხეილ ნარიაშვილი: ვეცდებით, შოტლანდიაში უკეთეს შედეგს მივაღწიოთ

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 105 /
სამწუხარო კიდევ ის არის, რომ გულშემატკივრების კომენტარებს არ გასცილდება ეს კრიტიკა და ჩვენი გუნდის შეფასება. ადრეც ვთქვი: კინგსთან ჩატარებული თამაშის შემდეგ რაიმე ღირებული შეფასება თუ დაიდებოდა სპეციალისტების მხრიდან?! ასევე იქნება შოტლანდიასთან ორივე თამაშის შემდეგაც. რატომ არაფერს იტყვიან რაგბი-ტვ-ის კომენტატორები? ხოო კარგია კლერმონის, სარასენსის თუ ლენსტერის თამაშების წაყვანა და მათით აღფრთოვანება, მაგრამ ეს არ არის ქართული რაგბის სამსახური. როცა პრეტენზია გაქვს, რომ ამ თამაშს პროფესიონალურად არჩევ, შენი სიტყვაც უნდა თქვა ნაკრების თამაშების გარშემო, როგორც პრესაში ისე ტელევიზიაში. ხომ გაქვთ ეთერი, რატომ არ მოიწვევთ ან მწვრთნელებს, ან ძველი თაობის რაგბისტებს, ხომ შეგიძლიათ შეარჩიოთ ისინიც, რომელთა შეფასებასაც წონა აქვს (სამწუხაროდ ყველაზე ვერ ვიტყვი). კი ზოგჯერ გამოკრთება თქვენს რეპორტაჟებში კრიტიკა, თუმცა ეს ყველაფერი ნახევრად სიმართლეს გავს. გუშინ ჩვენი თამაშის მერე ბორდო-ტულონს ვუყურებდი (მამუკას თამაში მაინტერესებდა) და კომენტატორმა ახსენა შოტლანდიასთან თამაშის რამდენიმე დეტალი, თან მიაყოლა რომ ეხლა ჩვენს პლიუს-მინუსებს ვერ ჩამოვთვლიო! მართალია იქ ამის დრო არ იყო. მაგრამ ადგნენ და გააკეთონ რაგბი-ტვ-ზე გადაცემა და იქ იმსჯელონ. რისთვის არის ეს ტელევიზია მხოლოდ თამაშების რეპორტაჟების წასაყვანად და რაღაც ისტორიების მოსაყოლად? კრიტიკა თვითმიზანი არ უნდა იყოს, პოზიტივიც უნდა დაინახო, მაგრამ სულ გაჩუმებაა?! საქართველოში მილტონ ჰეიგის ადგილზე ყოფნა ყველაზე სასურველი რამაა. წაღმა-უკუღმა ამ ქვეყანაში ყველას დედას აგინებენ, ლანძღავენ ხშირად უსამართლოდაც, პოლიტიკაში იქნება თუ სპორტში, მაგრამ რაგბის გარშემო? ეს რაღაც ტაბიურებული თემაა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ნაკრების თამაშების შეფასება ფანების კომენტარებს არ გასცდება და ისევ ისე იქნება ძველებურად. ერთიცაა! ყველა თავის თბილ ადგილს უფრთხილდება და ამიტომაც არის ასე საქმე, გინდა რაგბში და გინდა სხვაგან...
ანდრო
01 სექტემბერი 2019 10:02
0
"უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფედნენო" გოჩა სვანიძე-შენ რაგბის არაფერი გაგეგება,მხოლოდ შაბლონური ფრაზებით შემოიფარგლები და ქართული ოცნების გაპიარებით იწონებ თავს!!!
სულ ახლახან World Rugby-იმ გამოაქვეყნა ფილმი ქართული რაგბის შესახებ,სადაც ქუთაისის "აიას"დიდების ჟამის ფოტოების ფონზე,მხოლოდ თბილისის ლოკომტივზეა საუბარი. ისმის კითხვა- რატომ? ქუთაისის"აია"ამხელა ტიტულის მქონე გუნდი-საბჭოთა კავშირის მრავალგზის 1987,1988,1989 წლების ჩემპიონისა და თასის მფლობელის ფილმში უხსენებლობა რბილლად რომ ვთქვათ არასწორია! გასაგებია,რომ ყველა დიდი რანგის სტუმარი თბილისში ჩამოდის და ალბათ უფრო მოსახერხებელია მათთვის ადგილობრივი სარაგბო გუნდის გაცნობა,მაგრამ დიდი გზაა ქუთაისამდე,რომ აიას ხსენება არასდროს არ გსურთ???


"მელამ სორო გამოთხარა და ტურა დაეპატრონაო"


სარაგბო გუნდის თბილისის ლოკომოტივის მრწვთნელი თემურ ბენდიაშვილი ადრე ერთერთი ინტერვიუს დროს ამტკიცებდა,რომ თითქოს აიას დიდი წარმატებები იყო მხოლოდ თბილისიდან ქუთაისში ჩასული მორაგბების დამსახურება-რაც სრული აბსურდია!!! ყველა თქვენთაგანს მინდა შევახსენო,რომ აიას დიდების წლებში მის ძირითად სიძლიერეს წარმოადგენდნენ ადგილობრივი მარაგბეები.თბილისიდან კი მხოლოდ ოთხი თუ ხუთი მორაგბე ირიცხებოდა გუნდში: ოლეგ ლიპარტელიანი,მიხეილ ხარშილაძე,საშა ნაჭყებია,ალიკა გრიგალავა და ავთო გიორგაძე.იმის თქმა, რომ მათ ქუთაისის აიას წარმატებებში წვლილი არ შეუტანიათ და არაფერი გაუკეთებიათო არასწორი იქნება,კარგად მახსოვს ყველა მატჩში მათი თამაში! . კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო,რომ იმ დროს ქუთაისის აიას გუნდის ძირითად სიძლირეს წარმოადგენდნენ მისი მთავარი მრწვთნელი დუგლას კავთელაშვილი და ადგილობრივი მორაგბეები: ნუგზარ და ემზარ ძაგნიძეები, ბართლომე ხამაშურიძე, ბესარიონ ლილუაშვილი, თენგიზ ტურძელაძე, თამაზი ფხაკაძე, გელა ფირცხალავა, ბადრი შვანგირაძე, თამაზ ოდიშარია,, ნუგზარ ნემსიწვერიძე, იგორ მარიამიძე, მამუკა ლოსაბერიძე, ავთანდილ დეისაძე, თამაზ გიორგობიანი, პაატა ძოწენიძე, ემზარ გეგუჩაძე (რამოდენიმე მორაგბის სახელი აღარ მახსოვს) ქუთიაისის აიაში ზემოთხსენებულ ჩამოსულ თბილისელ მორაგბეებს ადრე1970-იან წლებში თბილისის ლოკომოტივშიც უთამაშიათ, თემურ ბენდიაშვილის მთავარი მრწთვნელობის დროს, მაგრამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები არასდროს გამხდარან! რაც ამყარებს ჩემს მოსაზრებას,რომ ქუთაისის აიას დიდი წარმატებების შემოქმედნი იყვნენ გუნდის მთავარრი მრწვთნელი დუგლას კავთელაშვილი და ადგილობრივი ქუთაისელი მორაგბეები!!!


+
01 სექტემბერი 2019 08:24
0
ტურა გავიგე (ვის გულისხმობ) მაგრამ მელა ვინ არის (ვინ გამოგივიდა)?
მგელი
02 სექტემბერი 2019 01:38
1
სვანიძე როგორი ადვოკატიც ხარ ისეთი პრეზიდენტი ხარ ზუსტად... მელიტონა კიარა სვანიძეა მოსაშორებელი პირველრიგში
კახა
01 სექტემბერი 2019 00:56
6
15 წუთში წააგეს თამაში, იქამდე იტალიაში უშანსოდ და 6 ერზე ლაპარაკობენ.
dato
31 აგვისტო 2019 23:38
3
მართლაც, რომ ჩვენი ლომები ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ, იყო მომენტები, სადაც ტოლსწორად ეთამაშებოდნენ სქოტებს, მაგრამ თუ საქართველოს ნაკრები გაიზარდა ამ 4 წელიწადში და ფიზიკურად 25% ღონიერი გახდა, "ეკლები" რა გაყინეს 4 წლით და არ უთამაშიათ? ისინიც ჰო ვითარდებიან და წინ მიიწევენ. შოტლანიელებზე გეტყვით უცებ რაც ვიცი - იმის გათვალისწინებით, რომ ლეგენდა შოტლანდიის ეკლის გარშემოა, მცენარე აშკარად მიუთითებს ვაჟკაცობას, სიმამაცეს და ერთგულებას, ღალატის წინაშე. ამ მცენარის ძლიერი, ვარდისფერი ან მეწამული ფერი წარმოადგენს დიდ პატივს და კეთილშობილებას, ასევე ხასიათის კეთილშობილებასაც. არა ნაკლებები არ არიან ჩვენზე, საერთოდ არაფერში. ვიცი და მწამს, რომ მოვა დრო როცა მათ დავამარცხებთ, ასევე მოვა იმის დრო, როდესაც 6 ერის კარებს მაინც შევამტვრევთ, მაგრამ არა დღეს და ხვალ.
P.S. მოდით აბსოლუტურად სხვა რამეზე გადავიდეთ. ნუთუ საქართველოში არ არიან ძლერი ფსიქოლოგები? ნუთუ ვერ ხედავთ, პატივცემულო ხელმძღვანელობავ, რომ ყველა თამაშის პირველი ( მე ბობოლებთან ვამბობ) ჩავაგდეთ იმიტომ, რომ გვერიდება, შებოჭილები ვართ. საკუთარ თავებს არ ჰგავდნენ პირველ ტაიმში. რაც იცოდნენ ისიც ვერ ითამაშეს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? რუმინეთთანაც ასე ვიყავით, გაიხსენეთ? მეორე ტაიმს ვთამაშობდით კარგად მხოლოდ, ხოლო როცა უკვე დავჯაბნეთ, პირველი ტაიმიც გადასარევი გამოგვდიოდა და გამოგვდის კიდევ.
TanoLife
31 აგვისტო 2019 23:10
6
არც გაივსო დინამო, და დროზე ადრეც დაიცალა. გაუტანელი მაყურებელისთვის ფუფუნებაა ჩვენი რაგბი.
ირაკლი
31 აგვისტო 2019 22:31
3
ჩუმად ,ზედმეტი "სიტყვიერი ფაღარათის" მოვიწმინდოთ "სკვინტლი სახიდან"მაჯით და გავისარჯოთ უკეთ , რაგბიშიც და საერთოდ ყველაფერში, ურთერთ სიყვარულით და მხარში დგომით, თუ გვსურს და გვძალოძს, რომ ერად ვიწოდებოდეთ ამა სოფლად სტუმრობისას.
ღვთაებრივი ქარი Great British.
31 აგვისტო 2019 22:15
2
სხვა დონეა. მაგრამ თუ არ მიგვიშვეს და ხშირად თუ არ ვეთამაშეთ ტოპ ნაკრებებს, ისევ სხვა დონეაო ვიტყვით. იმიტომ ვაგებთ, რომ 3 წელიწადში ერთხელ ვეთამაშებით ასეთი დონის გუნდებს. ასე ვერ გაიზრდება კლასი და ოსტატობა.
ჯემიკო
31 აგვისტო 2019 22:08
1
არა უშავს- საჭიროა დასკვნების გამოტანა და მეტად მომზადება-ორგანიზება. გვაჯობეს სისწრაფეში და შეტევების ორგანიზებაში ...როცა 9 ან 10 ნომერი ბურთს იღებს - მას მისდევს ა რ ა ნ ა კ ლ ე ს 5-6 რაგბისტი და რთულია განსაზღვრა მოკლე პასებით რომელს დარჩება ბოლოს ბურთი ლელომდე მისატანად და მის გააზრებაში სერიოზულ უპირატესობას იღებენ და წინ მიიწევენ , ეს არის ძირითადი ტოპ-გუნდების უპირატესობა - სრულად უშეცდომოდ თამაშის მცდელობასთან ერთად : რაქებში, დერეფნებში, დაცვაში ,პასის გადაცემაში,ბურთის გაშლაში ... ჩვენი შეტევები ყოველთვის პროგნოზირებადია და ერთხაზოვანი, რაც უეფექტოა, ძირითადად სისწრაფეა მოსამატებელი და შერკინებაში ჩვეული ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე + შეტევებში სწორად ასე თამაში და მოკლე პასებით გარღვევები! - ამ დონეზეც წარმატებები აუცილებლოდ მოვა ბიჭებო!
გლახუნა
01 სექტემბერი 2019 01:52
2
ერთი ავტორობით შედგენილი ეს ორი კომენტარი ერთი და იგივეა/ იდენტურია თუ განსხვავებული რედაქციით არის წარმოდგენილი
ვაგლახი
01 სექტემბერი 2019 02:13
4
მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. მხოლოდ შერკინების და მიძალების იმედად დღეს არათუ ელიტა საშუალო კლასის გუნდები აღარ არიან. ის რომ შეცდომები მეტოქეზე მეტი გვექნებოდა გადაცემებისას ეს თამაშის დაწყებამდე ნათელი იყო, თუმცა ხომ არ შეიძლება ამ სავარაუდო შეცდომებს მთელი თამაშები გადავაყოლოთ? თუ შერკინება ორი-სამი თავით მაღლა არ დგას მოწინააღმდეგის ანალოგიურ კომპონენტთან შედარებით გვექნება პრობლემები. დამისახელეთ ტოპ გუნდი რომელიც ხელდახელ არ თამაშობს, არგენტინა კი რომელსაც ალბათ საუკეთესო შერკინება ყავს მსოფლიოში ისიც კი ხელდახელ მშვენივრად თამაშობს. თუ "მარაოს" ნორმალურად გაშლა არ ვისწავლეთ თანამედროვე თამაშში მომავალი არ გვაქვს დროა ეს ყველამ გაიგოს და მარტო შერკინების, მოლოსა და მიძალების იმედად არ ვიყოთ.
აბუ
31 აგვისტო 2019 23:04
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული