შოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნების 44:10 დამარცხების შემდეგ, კომენტარი შოტლანდიელთა კაპიტანმა სტიუარტ მაკინალმა გააკეთა:

"დიდი პატივი იყო ამ არენაზე თამაში. შესანიშნავი ატმოსფერო იყო. მოლებში, შერკინებასა და აუტში საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ეს მოსამზადებელი შეხვედრა იყო და და სავსებით კმაყოფილი ვართ დღევანდელი მატჩით.

საქართველო ძალიან კარგი გუნდია. ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ამ შეხვედრის წინ ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ და შეკითხვაზე, ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად, მგონია, პასუხი გასაგებია".

მკითხველის კომენტარები / 33 /
ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ წააგეთ,მაგრამ რაც შეგეძლოთ იბრძოლეთ ეს მომწონს თქვენს ხასიათში,ავტორიტეტების არ გეშინიათ,რას ვიზამთ კლასი კლასია,მჯერა,რომ უფრო განვითარდებით და დიდი მოგებებიც იქნება,რაგბში ვერ ვერკვევი ზედმიწევნით,მაგრამ მგონია,რომ ნაკრები მთლიანობაში დამძიმებულად გამოიყურება.
sake
13:25 02-09-2019
0
გაოცებული ვარ ,,ქარტველი გულშემატკივრის'' ღვარძლიანი გამონათქვამებით.თითქოს შრი-ლანკაზე იყოს საუბარი და არა ჩვენს სამშობლოზე.არ გრცხვენიათ?განა ფეხბურთის ასე არ დაიწყო?თუ ფეხბურთის შემთხვევაში იმდენს მივაღწიეთ,რომ ევროპის თასიც ავიღეთ და ათამდე მსოფლიო კლასის ვარსკვლავიც გავზარდეთ-რაგბში ვითომ რატომ ვერ მივაღწევთ იმდეივე ან უფრო მეტს? აქვიღაცა უტუმ დაწერა-რაგბი მსოფლიოში ყველას ფეხებზე ჰკიდია და სულ ათიოდე ქვეყანა თამაშობსო.უთხრას ეგ სისულელე იტალიელს-ხომ ვერ უგებს კანადას,ჩეხეთს,ამერიკელებს და რად უნდა ჰოკეი??რაგბი ქართულ სულთან ჰარმონიაში მყოფი თამაშია.ჩვენ რაგბი უნდა ვითამაშოთ და ვითამაშებთ კიდეც.შესანიშნავად მახსოვს ბენდიაშვილის,კიზირიას,ენდელაძის,ხარშილაძის,ღვინიაშვილი,კილასონიას,კავთელაშვილის და სხვათა თამაში.შეადარეთ ისინი მამუკა გორგოძეს,ან სულ ნორჩ აფრასიძეს,ლობჯანიძეს,კარკაძეს.მივდივართ წინ და მრავალს გავასწრებთ კიდეც.თუ ზოგჯერ უსამართლობა ფეხს მოიკიდებს-გაბრაზებულები ჩვენსავე მოძმეს კი ნუ დავეტაკებით-სჯობს თავად დავამყაროთ წესრიგი-ყველგან და ყველაფერში.ქართული კლოდ სორელმა აჩვენა მსოფლიოს;მილტონ ჰეიგმა თვისობრივად ბევრად ძლიერი-მაღალი კლასის გუნდი შექმნა,ევროპის ჩემპიონი გახადა და ოთხჯერ
ათამაშა მსოფლიო თასზე.ევროპის 5 ერი (ინგლისი,უელსი,ირლანდია,შოტლანდია,საფრანგეთი),ახალი ზელანდია,ავსტრალია,ფიჯი,სამხრეთ აფრიკა საუკუნეებია თამაშობენ და აქ ჩვენში,ზოგიერთ წინამასწარას მოუღია პირი და აფრქვევს თავისი ჭკუით სიბრძნეებს.იტალიაც არ არის ,,მე-6'' გუნდი,მაგრამ ხელისუფლება მის განვითარებაში დიდ ფულს დებს და ეკონომიკას,ტურიზმის მოთხოვნილებებს სპორტითაც ეხმარება.გაუმარჯოს ქართულ რაგბს.ლელოს აუცილებლად გავიტანთ.ნუ ავტიაობთ,თორემ მერე შეგრცხვებათ-როცა მხოლოდ ჩვენ ანუ მე და სხვა,ჩვენნაირი რეალისტი პატრიოტები გულმართლები და სამართლიანები თავმომწონედ ვიზეიმებთ ჩვენი ლომების გამარჯვებებით და თქვენ გაგაჩუმებთ და შეგახსენებთ:,,შენ არ იყავი რო.......?''
giorgi Janikashvili
23:31 01-09-2019
0

სიახლეები პოპულარული