საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში დამარცხების (10:44) შემდეგ ისაუბრა:
"მესმის გულშემატკივართა იმედგაცრუებისა, რადგან ჩვენც ასე ვგრძნობთ თავს. პირველი 30 წუთი ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ეს გასაანალიზებელია. გამოსასწორებელი გვაქვს დაშვებული შეცდომები, სათამაშო დისციპლინა, განსაკუთრებით თამაშგარეებთან დაკავშირებით. როგორც მიშამ (ნარიაშვილი) თქვა, ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ და განვაგრძოთ წინსვლა.
მეტოქემ წნეხის ქვეშ მოგვაქცია, დავუშვით შეცდომები. პირველ 20 წუთში თმაშგარედან დაშვებული შეცდომების გამო მივიღეთ ქულები ჩვენს ჩათვლაში. ამ თამაშიდან რაც უნდა გვესწავლა, ამას აუცილებლად ვისწავლით. თან, პირველად ხდება ჩვენს შემთხვევაში, რომ
ტიერ 1-ის ნაკრებს ვეთამაშეთ და 1 კვირაში ისევ ტიერ 1-ის გუნდს ვხვდებით და იმ შეხვედრაში ვაჩვენებთ, რაც მოგვცა დღევანდელმა შეხვედრამ.
პირველი წუთების ჩაგდების მიზეზი ის არის, რომ ასეთი თამაშები გვაკლია. პირველი 20 წუთი ტიერ 1-ის გუნდი ეთამაშებოდა ტიერ 2-ის გუნდს. ბევრი ასეთი შეხვედრა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თამაშები გავათანაბროთ და ასეთი უპირატესობა მეტოქეებს აღარ ჰქონდეთ.
ჩვენ ვცდილობდით შეხვედრაში სიტუაციის გამოსწორებას. ვცდილობდით შეტევასა და დაცვაში კარგად თამაშს.
გორგოძესთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ სასელექციო შეხვედრა გვექნება, ვისაუბრებთ, გადავწყვეტთ და ორშაბათს გამოვაცხადებთ მსოფლიო თასზე გასამგზავრებელი გუნდის შემადგენლობას.
გორგოძესთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ სასელექციო შეხვედრა გვექნება, ვისაუბრებთ, გადავწყვეტთ და ორშაბათს გამოვაცხადებთ მსოფლიო თასზე გასამგზავრებელი გუნდის შემადგენლობას.
ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის საქართველოში გატარებული დრო შესანიშნავი პერიოდი იყო. ჩვენი ოჯახისთვის, საქართველო საკუთარი ქვეყანაა. არ მინდოდა ჩემი ბოლო შეხვედრა საქართველოში ასეთი ანგარიშით წაგვეგო. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში რაგბის საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს. მათ შრომის დაფასებაც იციან, პატივისცემაც. ჩემს მიმართ სულ დადებითად იყვნენ განწყობილები და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო".
იმედია ფედერაცია სწორად შეაფასებს დაშვებულ შეცდომებს და მაღალი დონის სპეციალისტს მონახავენ ვისაც ექნება სანაკრებო გამოცდილება და პიარზე და მხოლოდ ლაყბობაზე არ იქნება გადასული!!!!
წარმატებები ჩვენს ბიჭებს :)