მიხეილ ნარიაშვილი: თქვენ ფიქრობთ, საქართველომ 10 შერკინებიდან 10-ვე უნდა მოიგოს?!...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში დამარცხების (10:44) შემდეგ ისაუბრა:

"მიუხედავად ანგარიშისა, უფრო დიდი მოლოდინი გქვონდა ამ თამაშის მიმართ და გვეგონა, უკეთესი შედეგი გვექნებოდა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვითამაშეთ პირველი შეხვედრა და დამღლელი საწვრთნელი პროცესის შემდეგ. შოტლანდიამაც პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო საფრანგეთში, თუმცა 1 კვირის წინ სახლში დაამარცხა ფრანგები.

ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ. თქვენ ფიქრობთ, საქართველომ 10 შერკინებიდან 10-ვე უნდა მოიგოს? გმაადლობთ, თუ ასეთი კარგი წარმოადგენა გაქვთ ჩვენზე,  ჩვენც საკუთარი თავიდან
ამას მოველით. თუმცა, მეტოქე უნდა გავითვალისწინოთ, შეუძლებელია ყველა შერკინება მოვიგოთ. შეხვედრებზე სხვადასხვა მსაჯები არიან, განსხვავებულად გვიდგებიან შერკინების მორაგბეებს. დღევანდელ მატჩში, მოსამზადებელი ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი შერკინება ჰქონდა. თამაშის მერე საუბარი დეტალებზე ძალიან ძნელია, თუმცა აშკარად გვქონდა კარგი მომენტები და უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო.

უბედნიერესი ვიქნებოდი, რომ დღეს კაპიტანი მერაბ შარიქაძე ყოფილიყო, თუმცა ისე მოხდა, რომ გუნდი დღეს მე გავიყვანე მოედანზე. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელებს, რომლებმაც დამაფასეს, რადგან 6-თვიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი. მე ვეცადე დადებითი მუხტი შემეტანა ბიჭებთან გასახდელში. სამწუხაროდ, შედეგზე ეს არ აისახა, თუმცა როგორც მილტონმა თქვა, ვეცდებით შოტლანდიაში გასამართი შეხვედრა ჩვენთვის უკეთესი ანგარიშით დასრულდეს."


altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 40 /
კარგი ღვინო ისე გაძვირდა წამლად თუ დალევ. ქალები ზოგი გადამთიელმა წაგვართვა, ზოგსაც აღარ უშვებენ ჩვენამდე. (დუდუკზე რაიმეს თქმას მოვერიდები)
ირაკლის
01 სექტემბერი 2019 09:58
15
ხალხო გადაირიეთ? ნახეთ ინგლისთან ირლანდიამ როგორ წააგო ან შოტლანდიამ საფრანგეთში, რა გვატირებს ვერ გავიგე დღეს წააგებენ ხვალ მოიგებენ თუ არა და ვნახოთ. ნუ გვავიწყდება რომ მსოფლიო წინ არი წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.
ნიკა
01 სექტემბერი 2019 09:05
8
ტაქტიკა ისევ აიღე მიეძალეს პრინციპით მიდის რაც ეხლანდელ რაგბიში დამღუპველია.გაშლით თამაში უნდა ისწავლონ რაღაცნაირად და დროულად რაქიდან ბურთის გამოტანა რათა მეტობები შექმნან სანამ მოწინააღმდეგე გადაეწყობა დაცვაში და გაიშლება.
misha
01 სექტემბერი 2019 05:51
2
ჰეიგს მადლობას რისთვის უხდი?
aburjga-s
01 სექტემბერი 2019 12:47
8
მიშა, არ გეწყინოს, არ გესმის რაგბი. ყველამ ისე უნდა ითამაშოს, რომ მოიგონ, ამისათვის ძირითად იარაღად ირჩევენ იმ კომპონენტს, რომელშიც უფრო ძლიერად გრძნობენ თავს. ასეთი ჩვენს გუნდა აქვს შერკინება, მაგრამ შოტლანდიასაც ჩვენზე არანაკლებ ძლიერი შერკინება ყოლია თურმე და ვერ ვაჯობეთ. სისწრაფე და ტემპი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. გყავს ბევრი უნივერსალი და სწრაფი მორბენალი კარგია, მაგრამ არ გვყვანან! არა და სხვანაირად ტემპს ვერ მოუმატებ. საერთო ჯამში თუ პირველ 20:0 ამდე წუთს გამოვტოვებთ, ბიჭებს ურიგოთ არ უთამაშიათ. მაგრამ ეტყობოდა საჭიროების შემთხვევაში შოტლანდიელებს შეეძლოთ მომატება, კლასით აღგვემატებოდნენ. მადლობა ბიჭებს, თავი არ დაუზოგავთ. დიდი მადლობა ალექსანდრ ჰეიგს!
aburjga
01 სექტემბერი 2019 12:33
3
ჩვენ მარტო ღვინო, დუდუკი და ქალწბში ვართ მაგრები, რა 6 ერი თუ ძმა ხარ.
ირაკლი
01 სექტემბერი 2019 03:59
37

სიახლეები პოპულარული