შოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

AutoSharing Option
კარსმომდგარი მსოფლიო თასის წინ გულდასაწყვეტი ბორჯღალოსნების ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან პირველ რიგში არა წაგება (10:44), არამედ არადამაჯერებელი თამაში იყო. შოტლანდიის რაგბის კავშირმა ამ შეხვედრას მიმოხილვა მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს.

"შოტლანდიამ წელს პირველი გასვლითი გამარჯვება თბილისში საქართველოსთან მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატის მომზადების ფარგლებში შოტლანდიას უნდოდა თავი გამოეცადა ქართველებთან ბრძოლაში და ზოგიერთი ელემენტი დაეხვეწა.

საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ტიერ 1-ის წარმომადგენელთან სურდა დაემტკიცებინა თავისი რაობა და ჩვენს გუნდს გულშემატკივართა მგზნებარე მხარდაჭერით დაუხვდა. თუმცა, მეტოქის არაორგანიზებული თამაშიდან გამომდინარე, შოტლანდიამ თავისი თანმიმდევრული, შემოქმედებითი ასპარეზობით კონტროლი დაამყარა და მალე ეს
ტაბლოზეც აისახა.

სტუმართათვის ეს კარგი ვარჯიში და განწყობის ამაღლება გამოდგა, ხოლო მასპინძელთათვის 6 ერის წარმომადგენლის ძლევის იშვიათი და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ხუთი ლელოდან ოთხი ისეთმა მორაგბეებმა დადეს, რომელთაც აქამდე ეროვნულ გუნდში გატანილი არ ჰქონდათ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ესეიგი რაგბის მცოდნეებო ფედერაციაში არაორგანიზებულობა ნიშნავს ბატონმა მილტონმა გუნდი ვერ შეკრა ვერ დაალაგაო ეხლა მთავარი სამწუხაროდ ძალიან ჩამოვრჩებით სისწრაფეებში ამიტომ აყოლა არაფერს გვარგებს (გამოჩნდა ამ თამაშში) ჩვენი ტაქტიკა უფრო შეზავებული აგრესიულობის ზღვარზე უნდა ჩავითრიოთ მოწონაადეგეები ხშირ კონტაქტში ჩვენებს უნდა ვასწავლოდ რომ ეკაკგურონ დაანგრიონ სიქა გამოაცალონ რომ სირბილის ხასიათი გაუქრეთ უკვე შრკინებაში აღარ მოგვყვებინ შეაგდებენ და სწრაფად გამოაქვთ არ გვებრძვიან ცდილობენ ხრიკებით თავი აარიდონ ამიტომ ჩვენი შერკინებები ინდა გავწელოთ კაჯგურში ჩავითრიოთ სიქა გამოვაცალოთ შებოჭვაც მაქსიმალურად აგრესიულად კარიმის ზღვარზე დახეთქება მივანგრიოთ სიქა გამოაცალეთ თორემ ხო ხედავთ დარბიან და ვერ ვეწევით ჭკვიანი მწვრთნელი გვჭირდება შეირჩიოს ხოლმე მოწონააღმდეგეს ტაქტიკა ზუსტად მამუკა რომ თამაშობს ისეთი გვჭირდება მინიმუმ 3-4 კაცი მაჩხანელის განთქმული შებოჭვა კოლელიშვილიც აღარ გვყავს მსოფლიოზე მამუკას როლი უნდა გავზარდოთ მოთამაშე მწვრთნელი გ იფრო სწორად დაალაგებს გუნდს
კახა
01 სექტემბერი 2019 08:00
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული