მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასისთვის შემადგენლობა გამოაცხადა - მამუკა გორგოძე ოფიციალურად დაბრუნდა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა ის 31 "ბორჯღალოსანი" დაასახელა, რომლებიც იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ.

საქართველოსთვის მიჯრით მეხუთე მსოფლიო თასი, მეოთხე იქნება ორი ჩვენი მორაგბისთვის – "ბორჯღალოსნების" ყველა დროის მელელოვისა და გამორჩეული კაპიტნისთვის, მამუკა გორგოძისთვის, რომელსაც სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუმცა, რადგან გუნდს დასჭირდა, იგი დაბრუნდა. მეოთხე მსოფლიო თასზე იასპარეზებს ასევე ცენტურიონი დავით კაჭარავა, რომელმაც შოტლანდიასთან თბილისში გამართულ ტესტში 115-ე კეპი მოიხვეჭა.

იაპონია 2019 მე-5 მსოფლიო თასი იქნებოდა პირველი ქართველი ცენტურიონისთვის, მერაბ კვირიკაშვილისთვის, რომელმაც შეკრებაზე საზარდული დაიზიანა და ამის
გამო გამოაკლდა გუნდს.

რაგბის უდიდეს ფორუმზე მესამედ ითამაშებენ ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ნემსაძე, სანდრო თოდუა და შალვა სუთიაშვილი. იმავეს შანსი ჰქონდა ლაშა ხმალაძეს, მაგრამ მას 2015 წლის მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა.

გორგოძე ნაკრებს ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაემშვიდობა, მაგრამ ბოლოდროინდელი ტრავმების ფონზე, გუნდში არსებული სიტუაცია გაითვალისწინა და გულშემატკივართა გასახარად, "ბორჯღალოსნების" თხოვნას - ნაკრებში დაბრუნებულიყო, დათანხმდა. მისი საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია და კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში რეალობად უნდა იქცეს. ის ერთადერთი მორაგბეა, რომელსაც წელს გუნდთან ერთად მზადების პროცესი არ გაუვლია და გუნდს 8 სექტემბრის შემდეგ, ფორს-მაჟორში შეუერთდება (თუ "ტულონის" ინტერესები არ გადაიკვეთება).

31 მორაგბიდან 13 მსოფლიო თასზე "ნათლობას" მიიღებს. მათგან ყველაზე ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძეა, რომელსაც 19 წელი ახლახან შეუსრულდა. სულ გუნდში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

იაპონიაში წამსვლელთაგან 22 ლეგიონერია, 9 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. შერკინების ხაზში შიდა ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი მორკინალი გვყავს, ლეგიონერთა უმეტესობა კი საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელია.

იაპონიაში გამგზავრებამდე, "ბორჯღალოსნები" ედინბურგში ჩავლენ და შოტლანდიის ნაკრებთან "მარიფილდზე" დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ.

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 15 /
უბრალოდ ვერ ვხვდები ასეიშვილი რატომ არ წაიყვანა?! დღეს საუკეთესო პირველი ნომერია ნაკრებში. რამხელა გამოცდილება აქვს, როგორი ტექნიკურია! კიი ნარიაშვილი წლების განმავლობაში პირველი ნომერი იყო და დღესაც ასე არის ალბათ, მაგრამ ეტყობა, რომ ტრამვამ დიდი დაღი დაასვა. ფაქტიურად მთელი სეზონი გაუცდა მონპელიეში. გოგიჩაშვილი კარგია, მაგრამ ახალგაზრდაა და კარლენის გამოცდილება ძალიან წაადგებოდა გუნდს. რატომ არავინ ჰკითხავს ჰეიგს, რომ რატომ არ წაიყვანა ასეიშვილი? მაგრამ ხომ თავიანთ თბილი ადგილებს უნდა გაუფრთხილდნენ ეს ვითომ რაგბზე მწერალი ჟურნალისტები! თუ ასე არ არის და ვცდები, მაშინ რატომ არაფერს წერთ, არ მსჯელობთ? სტატისტიკას მეც დავწერ, ვინ სად ითამაშა და ვინ რა თქვა თამაშის შემდეგ . . .
ანდრო
12:01 04-09-2019
0
ბოდიში შემეშალა, ჭყონია არა ჭყოიძე! იცი რას გეტყვი, კრიტიკა არ არის თვითმიზანი, მაგრამ რა შუაშია მე ვითამაშებ თუ რა. მაგ შენს მოწონებულ მილტონას თუ მელიტონას 2015 წლის შემდეგ, როცა მომავალ მსოფლიო თასზე გუნდმა გაინაღდა გამოსვლა, სწორედ როტაცია უნდა განეხორციელებინა მეთოდურად. ჩაენაცვლებინა ძველი გვარდია ახლებით, მადლობა ეთქვათ. მთელი ოთხი წელი ჰქონდა. რამდენი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა 18-წლამდელების და 20-წლამდელების გუნდებში და რა არ შეეძლო რომ დროთა განმავლობაში წინ წამოეწია ახლები? ისიც ამ გუნდების მწვრთნელების დამსახურებაა რომ ახალი ძალა შემატეს გუნდს ახალგაზრდებმა. გორგოძემ და ზერაქამ დაანებეს თავი ნაკრებში თამაშს და ახალგაზრდებს გზა დაუთმეს, რა რომელი სჯობს დღეს გორგოძეს, ან ზერაქას, ლომიძე თუ მელიქიძე-გიგაშვილი? მაგრამ მიხვდნენ რომ წლებს თავისიც მიაქვს და კაცურად წავიდნენ. რომელ როტაციაზე არის საუბარი 40 წლის მეკო მიყავდა ნაკრებში, რომ არ დამტვრეულიყო და ზოგიერთი ჭკვიანი იმასაც ამბობდა რომ წაეყვანა რა მოხდებოდა მეხუთე ჩემპიონატი იქნებოდა და რეკორდსმენი გვეყოლებოდა. 8 წლის წინ რომ მოვიდა ჰეიგი, მთელი ფედერაცია იმას გაიძახოდა, რომ ახალი სისტემით ითამაშებდა ნაკრები, სამხრეთული სტილით. მახსოვს ნიჟარაძემ შემოგვიბღვირა კიდეც (ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძველი ყაიდის მიმდევრებს მისდგა), დამთავრდა ძველი ბუღრაობაო და ახალი დრო დადგა, ახლებურად უნდა ვიაზროვნოთო! მერე სად არის დაპირებული მაორული რაგბი?! ჰეიგმა, რომ ამოწურა თავის შესაძლებლობები, ეს ნათლად ეტყობა ნაკრებს და ამას დიდი პროფესორობა არ სჭირდება, დილეტანტის თვალითაც კარგად ჩანს. ედი ჯონსმა თქვა, რომ მსოფლიოს შემდეგ ინგლისის ნაკრების პოსტს დატოვებდა, შედეგის მიუხედავად, როცა ფედერაციაში დაიწყო მსჯელობა, კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. ჯონსმა თქვა, რომ ერთი - ოთხ წლიანი ციკლი სრულიად საკმარისია და შემდეგ ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდებაო!!!
ანდრო
10:43 04-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული