მილტონ ჰეიგი: შეცდომას ვუშვებდით და გონზე რომ მოვდიოდით, უკვე...

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/ლევან ვერძეული

"ბორჯღალოსანთა" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, "მარიფილდზე" შოტლანდიასთან გამართული მატჩი (9:36) შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ისაა, რაც საქართველოს ნაკრებს განვითარებისთვის ესაჭიროება.

"ტიერ1-ის გუნდთან ზედიზედ ორი თამაში, მორაგბეებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენ მეტი ასეთი შესაძლებლობა გვჭირდება, რათა მეტად გავიზარდოთ. თამაშის პირველ ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და ეს ანგარიშზეც აისახა.

მიმაჩნია, რომ შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში ვერ გვაჯობა. უბრალოდ, ისინი გადაწყვეტილებებს ჩვენზე უკეთ ასრულებდნენ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მეტოქის შეტევა ბევრად უკეთესი იყო და ქულებს იღებდა. ეს სწორედ ისაა, რაც მსოფლიო
თასის წინ, გასახურებელ მატჩებში გვჭირდებოდა" - თქვა ჰეიგმა.

ახალ ზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ნაკრების პროგრესისთვის აუცილებელია ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც კვირიდან კვირამდე ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს:

"გამოცდილებისთვის ეს თამაშები ძალიან კარგი იყო, მაგრამ განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც რეგულარულად ითამაშებს მაღალი დონის გუნდებთან. ნაკრების ის ბიჭები, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ.

წარმოიდგინეთ რამდენად დიდი იქნება გაუმჯობესება, თუ ისინი კვირიდან კვირამდე მაღალი დონის მატჩებს ჩაატარებენ. ფრანჩაიზის სახით დიდ ტურნირებში მონაწილეობით, ყველა ვითარდება.

მაგალითად შოტლანდიელები, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ, მუდმივად ახერხებდნენ წნეხის შექმნას. ჩვენ ვუტევდით, ფაზებს ვკინძავდით, ამ დროს პატარა შეცდომას ვუშვებდით და გონზე რომ მოვდიოდით, უკვე კარს უკან ვიდექით გარდასახვის მოლოდინში და იმაზე ვფიქრობდით, რატომ მოხდა ასე".

2019 წლის მსოფლიო თასის წინ, "ბორჯღალოსნებმა" სამი მოსამზადებელი მატჩი გამართეს - პრო 14-ის სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზ "საუზერნ კინგსთან" და ორი შოტლანდიის ნაკრებთან.

გუნდი შოტლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში მიდის, სადაც მსოფლიო თასი 20 სექტემბერს დაიწყება, ხოლო "ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს 23 სექტემბერს, უელსის ნაკრებთან გამართავს; 29 სექტემბერს ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს ფიჯის ვხვდებით; ჯგუფურ ეტაპს კი 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან ჯახით ვასრულებთ.

altdailymail: გრეგორ ტაუნსენდის გუნდს ჯიუტი ქართველების ძლევა ძვირად დაუჯდა

altშოტლანდიელებმა მატჩის წინ საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს [VIDEO]

altმხოლოდ 1 ტაიმი მარიფათიანად "მარიფილდზე" - "ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან დამარცხდნენ [VIDEO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
მე ვფიქრობ მახიმუმი უნდა ჩადონ პირველივე თამაშში უელსთან.
ddgfdf
08 სექტემბერი 2019 14:41
0
ბატონო მილტონ გადაწყვეტილებებს კი არა 3/4ების ადგილზე რომ იღებენ პასებს და უაზროთ ამდენი ბურთი ს ჩაბარებას მოწინააღმდეგესთვის ჯობია მიხედო !!!! ფიჯისაც ეგ უნდა უბურთოდ რაც უფრო დიდიხანი მოუწევს ფიჯის თამაში მით უფრო დიდი შემანსი გვექნება გამარჯვების !!!!

წარმატებები ბიჭებს
Best
08 სექტემბერი 2019 03:49
0
როგორც იქნა მიხვდით მინიმუმ ერთი გუნდი მაინც რომ უნდა გვყავდეს ჩელენჯ ქაფზე ან პრო 12 !!!! :-|
Best
08 სექტემბერი 2019 03:38
2
კარგი რა მეგობარო, სულ ჰეიგის ქებაში ვარ 2-3კვირაა რაც პატარა კრიტიკული აზრი გამოვთქვი.
ddgfdf
08 სექტემბერი 2019 00:04
0
ახლა იწყება ყველაზე მთავარი. შეეშვით ჰეიგს, მან ბევრი გააკეთა და მიდის.

მალე, იაპონიის შემდეგ, სულ მალე, გვეყოლება ახალი მწვრთნელი, მისი და რაგბისტების ახალი ლანძღვა-გინებით.

აღშფოტებულ მოქლაქენი არ დაეთანხმებიან ჯერ მწვრთნელის კანდიდატურას, შემდეგ მის არჩევას, ასევე შემადგელობას, ცალკეულ მოთამაშეს, ტაქტიკა-სტრატეგიას და ა.შ.

ეს ყველაფერი წინ გვაქვს და ამას გააკეთებს იგივე ხალხი ვინც ახლა აგინებს ჰეიგს.

ცოტაც მოიცადეთ
ლევანი
07 სექტემბერი 2019 22:13
6
კატასტროფაა ჩვენი ხაზის თამაში, 1 კომბინაცია არ აქვთ, სისწრაფეში თამაში და გადაადგილება არ იციცან. ისეთი შთაბეწდილებაა რო მწვრთნელი საერთოდ არ ყავთ. ბურთს სულ გაჩერებული იღებენ, ამიტომ ისინი ყველა კონტაქტში უპირატესობას აკეთებდნენ. ფაქტიურად ბოლო წლებში თამაშში პროგრესი არ გვაქვს
Joseph
07 სექტემბერი 2019 19:12
9
რაგბის ქრესტომათიული გარჩევა და აკადემიური შეფასება
ლევანი
07 სექტემბერი 2019 21:31
2
გეთანხმები, ძალიან სწორი შენიშვნაა!
ლევანი
07 სექტემბერი 2019 20:59
2
ბატონი გუჯა კახიძე არის ე.წ. ოფპ -ს გურუ. ახალი ხელმძღვანელობა რომ მოვა, იქნებ იმან მაინც აიყვანოს ნაკრებში? სირცხვილია ამ კაცის გამოუყენებლობა და დაუფასებლობა!
გაგი
07 სექტემბერი 2019 18:32
2
ჯერ ერთი ანალიზების წერა გულშემატკივრის საქმეა და არა ჰეიგის, ჰეიგის საქმეა მისი გამოსწორება რაც ვერ ხერხდება. მეორეს მხრივ ეს ფედერაციის ხელმძღვანელობა არ მომწონს, რუსეთისკენ მიგვექაჩება როცა მართლა შესაძლებელი იყო ერთი გუნდით ევროლიგაზე თამაში, მაგრამ აბა ვის უნდა გადააბრალონ მერე წაგება. შეიძლება დაშინებულები არიან მეტის უფლებას არ გვაძლევენ. მაგალითად შოტლანდიის დამარცხების.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 17:52
7
ამ კაცს რატომ არავინ უჯერებს? რამდენი წელია ბატონი გუჯა ამ საკითხზე საუბრობს.....
zura
07 სექტემბერი 2019 15:57
5
ჯერ იყო და 6 ერი იყო ჩვენი მიზანი და რატომ არ გვიღებდნენ იმაზე ტეხდა ამბავს. ეხლა კელტების ლიგას მიდგა (აბა საფრანგეთის და ინგლისის ჩემპიონატები დახურული სივრცეა უცხო ქვეყნებისათვის). მოკლედ გვაბოლებს, მაგრად დაამუღამა ამ აფერისტმა ქართული მენტალიტეტი. ვინმე ნახეთ ამ წლების განმავლობაში, რომ ეთქვას რაებს მიერეკებიო? თუ საერთაშორისო გამოცდილებაზე არის საქმე, რატომ უფრო მეტად მისასვლელი გზა ევროპული ტურნირებისაკენ არ დასახეს ჩვენმა ფედერაციამ. იქ გაეკეთებინათ ერთი-ორი გუნდი, რომელიმეს ბაზაზე (აიას, ლელოს, ლოკომოტივის) გინდა ფრანჩაიზი დაარქვი და გინდა სხვა. ჩელენჯ ქაფზე, რომ გვეცადა მაინც ამ წლების განმავლობაში, ხომ შეიძლებოდა უკვე ჯგუფურ ტურნირებში ჩავრთულიყავით?!(აგერ რუსული და რუმინული გუნდები თამაშობენ უკვე წლებია). ეს რა ნაკლებ გამოცდილებას შეგვძენდა? მაგრამ ამასაც მუშაობა უნდა და ადვილია რაღაც ფანტაზიორობაზე ყურადღების გადატანა. კარგად იცის ჰეიგმა და ფედერაციის თავკაცებმა, რომ არც 6 ერი და არც კელტების ლიგა არ გამოვა, მაგრამ ხომ უნდა გვაბოლონ, აი არ გვიღებენ ეს ოხერი ანგლოსაქსები და ამიტომ გვაქვს ასეთი შედეგიო! ყოველი მარცხის შემდეგ აქვს ჰეიგს გასამართლებელი, რომ ყურადღება რაღაც ზოგად, მისგან დამოუკიდებელ მიზეზებზე გადავიტანოთ. ერთხელ თუ ულაპარაკია მარცხის გამო თავის შეცდომებზე. მაგრამ არავინ არის მომკითხავი. ამას ჩვენი ვითომ რაგბის დიდი მცოდნე ჟურნალისტები უნდა აკეთებდნენ, მაგრამ თბილი ადგილი ხომ კარგია, ზევიდან ვინმეს რისხვა არ დაისახურონ. გუშინ ახლად გამომცხვარი ვითომ რაგბის მცოდნე, რეპორტაჟის წამყვანი რომ იტყვის თამაშის მიმდინარეობას არ შეეფერება ეს ანგარიშიო, რადგან პირველ ტაიმში ერთი ქულა იყო სხვაობაო, იმან რა უნდა ჰკითხოს მწვრთნეელს???
ანდრო
07 სექტემბერი 2019 15:47
22
ჩელენჩ ქაფი არაფრისმომცემია. ჩემპიონატია საჭირო მაღალი დონის სადაც წელიწადში 30 თამაშს ჩაატარებ და არა 4ს. ის ოთხი თამაში გინდ ყოფილა გინდ არა.
Piper
07 სექტემბერი 2019 18:17
0
რას წერ თუ გესმის? რომელ ევროპაში მიგიღონ? ტოპ 14 აც მიგვანიშნა, რომ არ აპირებს არავის მიღებას და სადღა უნდა ვითამაშოთ? არაადეკვატურობამ წალეკა აქაურობა. მგონი რაგბში რა ხდება საერთოდ აზრზე არ არის ხალხი. ტონგამ იტალიამ ან ირლანდიამ რაღა ქნას ჩვენ თუ ასეთ "რეგრესში" ვართ.
ირაკლი
07 სექტემბერი 2019 17:37
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული