"ბორჯღალოსნების" თარჯიმანი იაპონიაში მცხოვრები 28 წლის ჰაიატე სოტომე იქნება.

სოტომე იაპონელი ქართველოლოგია და საქართველოს შესახებ ბევრი რამ იცის.

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" 15 აგვისტოს სოტომესთან ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც მის გაცნობას უფრო ახლოს შეძლებთ.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ჰაიატე, გაგვეცანით, საიდან ხართ და როდის დაინტერესდით საქართველოთი?

- დავიბადე ქალაქ უცუნომიაში, რომელიც ტოკიოდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს და ტოჩიგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრია (სხვათა შორის, სწორედ ტოჩიგის პრეფექტურიდან არის ტოჩინოშინის კლუბ "კასუგანოს" პრეზიდენტი და ლევანის "შიკონის" თავსართი "ტოჩიც" ამას აღნიშნავს. - რ.შ.). თავდაპირველად რუსულ ენას ვსწავლობდი, მაგრამ ერთხელ უნივერსიტეტის პროფესორმა ლექციაზე გვიჩვენა თენგიზ აბულაძის ფილმი "მონანიება" და... საქართველოთი სწორედ მას შემდეგ დავინტერესდი.

- ცხადია, ინფორმაციასაც მოიძიებდით ჩვენს ქვეყანაზე... როგორი წარმოგედგინათ და სინამდვილეში როგორი დაგხვდათ საქართველო?

- ჩემს უნივერსიტეტში იყო ქართული ენის მცოდნე იაპონელი იასუჰირო კოჯიმა, რომელიც, თუ არ ვცდები, ორი წელიწადი ცხოვრობდა თქვენს ქვეყანაში. თავდაპირველად, ინტერნეტში წავაწყდი კოჯიმას წერილს საქართველოში მისი ცხოვრების შესახებ. მოგვიანებით, როცა ქართულის შესწავლა დავაპირე, მასთან კვირაში ერთხელ დავდიოდი და წარმოდგენა თქვენს ქვეყანაზე მისი წყალობითაც შემექმნა.

ჩემთვის, როგორც ლიტერატურათმცოდნისა და ქართველოლოგისთვის, მთავარი ხიბლი თქვენი კულტურა და ლიტერატურაა, რომელიც ძალიან მდიდარია და უდიდესი ისტორიაც აქვს, მაგრამ მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია. ტურისტული თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ულამაზესი ბუნება, რომელიც, ჯერჯერობით, ხელშეუხებლად არის შენარჩუნებული.

- გაგიჭირდათ ქართული ენის შესწავლა?

- გრამატიკა, კერძოდ, ზმნები, ძალიან რთულია, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე. დღეს წერა უფრო მიადვილდება, რადგან თანამედროვე ქართულ ანბანში მხოლოდ 33 ასო-ბგერაა, იაპონურში კი, როგორც იეროგლიფურ დამწერლობებში, გაცილებით მეტი. რაც შეეხება ლაპარაკს, უნივერსიტეტში "ოფიციალურ ენაზე" ლექციის მოსმენა უფრო ადვილია, ვიდრე, მაგალითად, მეგობრებთან შინაურულად, ჟარგონით ლაპარაკი.

- ტოჩინოშინთან გადაღებული ფოტოთი მივხვდი, რომ ჩვენს სუმოისტებს რამდენჯერმე შეხვედრიხართ. ქართველები როდის გაიცანით?

- ტოკიოში მცხოვრები ქართველების უმეტესობას ვიცნობ. ცხადია, შორიდან ლევანსაც ვიცნობდი და გაგასაც, მაგრამ ტოჩის პირველად შარშან შემოდგომაზე შევხვდი, როცა ანსამბლი "რუსთავი" იაპონიაში საგასტროლოდ ჩამოვიდა. ანსამბლის ერთ-ერთი მომღერალი ტოჩინოშინის მეგობარია, ლევანი კონცერტზე მოვიდა და სწორედ იქ გავიცანი.

- რაგბიც გიყვართ? ყოველ შემთხვევაში, ის მაინც გეცოდინებათ, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს მსოფლიო თასზე, რომელსაც იაპონია მასპინძლობს...

- დიახ, რაგბიც მომწონს. მსოფლიო თასის შესახებ კი არა მხოლოდ ვიცი, გარკვეულწილად მისი მონაწილეც ვიქნები. როგორც გითხარით, შარშან ანსამბლ "რუსთავის" წევრებს ვეხმარებოდი იაპონელებთან კომუნიკაციაში, ამჯერად კი ქართველ მორაგბეებთანაც ვიმუშავებ თარჯიმნად. ასე რომ, ველი თქვენი გუნდის იაპონიაში ჩამოსვლას!

- მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა თავის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა "აუკრძალა", დაიწყო კამპანია Spend your summer in Georgia. თქვენ რას ურჩევთ იაპონელებს, რატომ უნდა "გაატარონ ზაფხული" (ცხადია, არამარტო წლის ეს პერიოდი) საქართველოში?

- იმიტომ, რომ იაპონელებმა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ უყვართ საქართველოში სტუმარი! თქვენ მკითხეთ, რას ვეტყოდი მე, ქართველების მოყვარული იაპონელი ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე, ქართველ ხალხს. მეც ისეთივე სიტყვაძვირობა ვიცი, "როგორც კლდემ იცის", ამიტომ მინდა მხოლოდ სამი სიტყვა გითხრათ: "გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!" აი, ეს არის ჩემი სათქმელი...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

emigranti
კარგი კაცი და კარგადაც დაასრულა ინტერვიუ... კარგად შეგვისწავლა.
Qartveli
Shen genacvale
ზაზა
ა, კაცი !
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
"ბორჯღალოსნების" იაპონელი თარჯიმანი: თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!