"ბორჯღალოსნები" უელსთან პირველი ტაიმის შემდეგ დიდი ანგარიშით მარცხდება

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსთან 2019 წლის მსოფლიო თასის შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:29 მარცხდება.

უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს-ქულა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
გამოჩნდა რომ დიდი სხვაობაა კლასში ძალიან, ძალიან ადვილად გვიგებენ! მთავარია ეხლა მეორე ტაიმში პრესტიჟის ლელო მაინც დავდოთ და დიდი ანგარიშით არ წავაგოთ. ანგარიში არ მიკვირს, ცუდი ისაა რომ ჩვენებმა ძალიან მოუკლეს დაცვაში მწყობრ თამაშს, არც შეტევაში გამოგვდის არაფერი!
zaza
15:10 23-09-2019
1
ავტორ აბა რო იძახდი მოსაგებადო? :) ან ამ ბიჭებს რას ერჩით? ესაა ჩვენი დონე, და გვათამაშებენ იქ სადაც არი. რაღაც სულელურ დევიზებს რო ხართ აყოლილი "რაგბი ჩვენი თამაშია" და მსგავსი, იმიტო ილანძღებით ახლა. რაგბი ვისი თამაშიცაა აი ისინი არიან 29 ჩვენ კიდე 0 :) და ფეხბურთელებს ლანძღავთ რაგბისტებივით რატო არ თამაშობენო. საქართველოს ნაკრებს ფეხბურთში სამ მსოფლიო ჩემპიონთან და ერთ ფინალისტთან: იტალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და ხორვატიასთან აქვთ ტოლსწორად ნათამაშები. ვერასოდეს ეთამაშება რაგბში ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონს თუ ფინალისტს ფრეს და მითუმეტეს ვერასოდეს მოუგებს, რაგინდარა ტესტ მატჩიც უნდა იყოს. არაფერი ხდება გასაკვირი, რაგბის ვარსკვლავი უგებს რაგბის მაჩანჩალას.
თენგო
15:42 23-09-2019
5

სიახლეები პოპულარული