2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

23 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის პირველ შეხვედრაში უელსს შეხვდა და ანგარიშით 14:43 დამარცხდა.

უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს-ქულა.

საბოლოოდ უელსმა პირველი ტაიმი 29:0 მოიგო. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ბორჯღალოსნებმა" შეუტია და ლელოს დადებაც მოახერხა. ქართველებმა ტრადიციულად მოლი გამოიყენეს
და მეტოქის საჯარიმოში ბურთი შალვა მამუკაშვილმა დაამიწა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში შემცირდა - 7:29.


სამწუხაროდ, ლელოს შემდეგ ჯაბა ბრეგვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 10 წუთით დააკლდა, რა დროსაც უელსმა "ბორჯღალოსნებს" შეუტია და ქართველები თავს კარგად იცავდნენ, ხოლო შემდეგ მათ ნახევარზეც გადავიდნენ, თუმცა ყოველი ჩვენი შეტევა შეცდომით სრულდებოდა.

64-ე წუთზე ტომას უილიამსმა დაალელოვა და უელსმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 36:7.

69-ე წუთზე გელა აფრასიძემ კარგად წაიღო ბურთი და შეტევა საბოლოოდ ლევან ჩილაჩავას ლელოთი დასრულდა. აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 14:36 გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩილაჩავასა და აფრასიძის შემოსვლის შემდეგ "ბორჯღალოსნების" თამაში აშკარად გაუმჯობესდა.


თუმცა 71-ე წუთზე უელსელებმა საკმაოდ მარტივად გადალახეს "ბორჯღალოსნების" დაცვა და კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 43:14 დააფიქსირეს.

მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს ურუგვაისთან, ჩვენი დროით 14:15 საათზე გამართავს.

D ჯგუფი. "ტოკიო სთედიუმი"
უელსი-საქართველო 43:14 (29:0)
ლელოები: დევისი (3), ტიპურიკი (13), ადამსი (19), ლ. უილიამსი (40), თ. უილიამსი (65), ნორთი (76) -  მამუკაშვილი (42), ჩილაჩავა (69)
რეალიზაცია: ბიგარი (14, 20, 40, 66), ჰალფენი (77) - აბჟანდაძე (44, 70)
ყვითელი: ბრეგვაძე (48)

უელსი - საქართველო 43:14

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altმიხეილ ნარიაშვილი: მომდევნო შეხვედრებში შერკინებით და მოლით უნდა მივაღწიოთ წარმატებას

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

altბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

altმილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 98 /
მდააა... მოკლედ რომ შევაფასოთ მოულოდნელი არაფერი მომხდარა, გაიმარჯვა უკეთესმა გუნდმა. სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს არავითარი "საიდუმლო" იარაღი და "დამალული კარტები" არ აღმოაჩნდა. ვერ ვიხილთ ვერაფერი ისეთი, რისი იმედიც შესაძლოა გვქონოდა. ერთფეროვანი ტაქტიკა, ტექნიკური წუნი, იგივე შეცდომები, წაგებული დერეფნები, შეუკავებელი ბურთები, რგოლებს შორის დარღვეული კავშირი... საქართველოს ნაკრებმა ისევ ძველი, ქართული რაგბი ითამაშა. მილტონ ჰეიგის ტაქტიკური მონახაზი კი ისეთივე ძველმოდური აღმოჩნდა, როგორც მისი ჭაღარა ვარცხნილობა. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად და ტექნიკურად აღარ გაზრდილა 2017 წლის შემდეგ. უკანასკნელი ტესტების დროს უკვე აშკარა იყო, რომ ჰეიგს საკუთარი შესაძლებლობები ამოწურული ჰქონდა და გუნდს ახალს ვეღარაფერს სძენდა. მე პირადად მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია გარდა ერთისა: რის იმედი და მოლოდინი ჰქონდა თავად, როცა ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებს რეზერვში ექნებოდა "იარაღი" რომელსაც გუნდი მალავდა, არ ავლენდა თავს ბოლომდე და რომელიც გამოყენებული იქნებოდა მსოფლიო თასზე. საკითხი ძალიან მარტივად დგას - ჰეიგს პოტენციალი უკვე ამოწურული ჰქონდა საქართველოს ნაკრებში. აშკარაა, რომ გუნდს საერთოდ არაფერში არ აქვს მომატებული, ვერც იმას ვიტყვით, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში რამე შესამჩნევი პროგრესი განიცადა. სამწუხაროდ გამოჩნდა ის, რომ სამწვრთნელო შტაბი ტაქტიკა-სტრატეგიაზე მეტად მწვადსა და ხინკალზე ფიქრობდა. ელემენტარული წუნებისგან ვერ განთავისუფლდა გუნდი, უსიტყვო დისციპლინის საკითხი ვერ გადაიჭრა პროფესიონალურ კოლექტივში და რა კონტრ-სტრატეგიაზე უნდა ვიალაპარაკოთ? ზოგ მოთამაშეს კი მგონი სიტყვა "პროფესიონალის" გააზრებაში სერიოზული იაღლიში მოსდის. ეხლა რათქმაუნდა გამოჩნდებიან რაგბის "პრიფესიონალი" თეორიტიკოსები, რომლებიც ყვედრებას დაიწყებენ ჩვენების 2 ლელოს გამო და "დისლაიქებით" გაავსებენ იმ ადამიანებს რომლებიც არსებულ პრობლემას საღი თვლით უყურებენ და კრიტიკით გამოდიან. თამაშის წინ ზუსტად ასეთი მდგომარეობა იყო, მხოლოდ პოზიტიური აზრები და კომენტარები იყო მისაღები რაგბის ყველა თემაზე. და სწორედ ასეთმა "ურპატრიოტიზმმა" შექმნა ის განწყობა, რომ ჩვენ ასეთი რაგბით უელსს რაიმე წინააღმდეგობას გაუწევდით. მე არ ვიცი ასეთი დისციპლინით და ტემპით რა გველის შემდეგ თამაშებში. იქნებ ვინმემ იცის?
ანესთეზეოლოგი
23 სექტემბერი 2019 17:00
7
მოკლე დასკვნა- ნაკრები მართლა კარგად არის ფიზიკურად მომზადებული, საკმაოდ მძლავრად,მაგრამ ძალიან უხეში ტექნიკური შეცდომებით თამაში დიდი ანგარიშით წავაგეთ, მეტოქის 20 ქულა მათიაშვილის და მოდებაძის უხეში შეცდომებით გავიდა , საერთოდ რატომ წაიყვანეს მათიაშვილი მსოფლიოზე, ყველაზე ს უ ს ტ ი 15 ნომერია მთელი საქართველოს ნაკრების ისტორიიდან, დაწყებული ურჯუკაშვილიდან, ვინც იცის რაგბი კ ა რ გ ა იცის, რასაც ვამბობ , არც ფიზიკურად არის ძლიერი და ვერცერთ მოწინააღმდეგის თავდახსმელს ვ ე რ აჩერებს, აქვს რაღაც დადებითები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სიტუაციებშიც ვერ ერკვევა. მე-2-ე -დერეფნების დამუშავება რა გახდა, ბოლო-ბოლო ერთ ნომერზე აიღეთ და დაამუშავეთ და ამდენი შეცდომები არ იქნება, დიდი-ნაომარ ნაბრძოლს უბრალო დერეფნის მოწოდებით ვუთმობთ მეტოქეს ?! -2 ლელო ჩვენი წაგებული დერეფნიდან გაგვიტანეს და ერთიც ბოლოს ჩვენი ლელოს დადების შანსი დავკარგეთ. საერთოდ გამოჩნდა დიდი პოტენციალი, ფიზიკური ძლიერება, მე-2-ე ტაიმში ძლიერი ენერგია -ც - მისწრაფება და თუ ფიჯისთან დერეფნებში შეცდომებს ა რ დავუშვებთ, რაქში ასე კარგად და კიდევ უფრო მოუმატებთ,ხელითაც ასე ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ , ანუ რაც უფრო ნაკლებ ტექნიკურ შეცდომებს გავუშვებთ - მოვიგებთ!
გლახუნა
23 სექტემბერი 2019 16:58
1
ესე იგი აბსოლიტურად სპორტის ყველა სახეობაში უკან-უკან მივდივართ, ეს ჟურნალისტები კი კიდე ცალკე თემაა-არაკომპოტენტურები
გრიგოლი1408
23 სექტემბერი 2019 16:58
15
შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ,მილტონ ჰეიგმა განაცხადა,შეცდომას ვუშვებდით და სანამ გონზე მოვიდოდით,ლელო უკვე დადებული იყოვო.ამ თამაშში ჩვენი ბიჭები მოედანზე გავიდნენ და სანამ ტრიბუნებს მოავლეს თვალი,თამაში უკვე წაგებული იყო.პირველ ტაიმში რომ ცუდად ვთამაშობთ,ეს დიდიხნის სენია,მაგრამ ასე ფარასავით დაბნეული დამფთხალი ბორჯღალი,არასოდეს მახსენდება.დიდი ხნის წინ,უფრო დიდი ანგარიშით დამარცხებების დროსაც კი.უმარტივესი და ბავშვური შეცდომების მთელი თაიგული გვაჩვენეს,ზოგი ისეთიც კი,აქამდე არასოდეს რომ მენახა.სასტარტო მღლევარებას აშკარად თავი ვერ გავართვით,მათიაშვილი და აბჟანდაძე კი სულ მთლად ბრინჯივით დაიბნენ.უელსი რომ მაინც მოგვიგებდა,გასაგებია,მაგრამ ასე ასლუკუნებული ბავშვებივით თუ ვიქნებოდით,ამას ვერ წაროვიდგენდი.თედომ მერე და მერე ნაწილობრივ მაინც იპოვა თავი,მაგრამ სოსო,ბოლომდე იყო დაკარგული.მანდ გამოჩნდა,რამდენად საჭიროა გუნდში გამოცდილი კვირიკაშვილი,რომელსაც ფეხი არასოდეს უკანკალებს.მეორე ტაიმში,როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო,თითქოს გამოვასწორეთ თამაში,ფსიქოლოგიური წნეხი მოიხსნა,აღარც მეტოქეს ჰქონდა ისეთი მოტივაცია და ქულებიც ავიღეთ,მაგრამ საფიქრალი და საგანგაშო საკმარისზე მეტი დაგვრჩა.დაცვაში ისევ ვერ ვდგევართ,აუტში ისევ პრობლემებია,მოლსაც ვერ ვაჩერებთ,ხაზს ძალიან ადვილად გვიჭრიან,ტაქტიკური დარტყმებისას დარტყმების ძალა აშკარად არასაკმარისია და ახლოს ვაგდებთ ბურთს,თანაც სიზუსტეა კატასტროფული.ბოლო ლელოც ჩვენ გავუშვით.იმ ეპიზოდში ჩვენი ჩათვლის ზონიდან დარტყმით კიდისკენ მოვიგერიეთ ბურთი და არა ზუსტად.უელსელი მორაგბე წავიდა ბურთზე,იქვე წინ ჩარჩენილი ჩვენი მორაგბე კი მთლიანად გამოეთიშა თამაშს,არც კი უცდია მისთვის ხელის შეშლა და ძუნძულით წამოვიდა უკან,თავისი პოზიციის დასაკავებლად.თუმცა სანამ ასე სეირნობით ჩამოვიდოდა,ლელო უკვე დადებული ჰქონდათ .მხოლოდ ფრაგმენტები ვნახეთ კარგი რაგბისა,ისიც მაშინ,როცა თამაში წაგებული იყო,მაგრამ ეს ძალიან ცოტაა.ვნახოთ,ჩვენი მთავარი ბრძოლები ახლა იწყება და იქნებ იქ მაინც გამოვიჩინოთ მარიფათი.
სოსო
23 სექტემბერი 2019 16:56
3
რა თქმა უნდა , დიდია განსხვავება თამაშის ხარისხში, დისციპლინაში და საერთოდ ყველაფერში, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეს ევროპაში უმაღლესი დონეა და იქამდე დიდი დრო და გამოცდილება გვჭირდება. თაობათა ცვლა მიდის ნაკრებში და ასეთი შედეგი ლოგიკურიც არის. კი, იყო ბლომად შეცდომებიც, რომლებსაც სამწუხაროდ მუდმივად ვუშვებთ, მაგრამ ასე უცბად ვერ გამოვასწორებთ.კრიტიკაც აუცილებელია, მაგრამ მოთმინება აჯობებს. დარწმუნებული ვარ ყველას გული გვტკივა და ეს ბუნებრივია, მაგრამ ლანძღვა არ არის გამოსავალი. რასაც აქამდე მივაღწიეთ, დიდი შრომის შედეგია და ასე ადვილად წყალში ნუ ჩავყრით
: )))))))
23 სექტემბერი 2019 16:56
3
სირცხვილია უბრალოდ ნეგატიურ კომენტარების დაწერა. დაგავიწყდათ ვის ვეთამაშებოდით? მაგ უელსმა წელს 6 ერი მოიგო რომ იცოდეთ! მეორე ტაიმში კარგად იბრძოლეს ბიჭებმა და არაფერი დაუთმეს ასეთ ძლიერ მეტოქეს. მადლობა ყველა ბორჯღალოსანს და წარმატებები მომავალ თამაშებში!!!
ბორჯღალოსნები
23 სექტემბერი 2019 16:52
12
ბორჯღალოსნები_ს.......არ იციან არა,საერთოდ არ არიან აზრზე რაგბის,ერთი რუსეთთან თამაშს თუ უყურებენ, ვიმეორებ თუ,ისიც ტელევიზორში.... თანაც იქაც ვერ ხვდებიან, რომელია ჩვენები და რომელი რუსები:))) დაუსვი შეკითხვა ვინ გახდა წინა მსოფლიო ჩემპიონი რ ა გ ბ შ ი 4 სავარაუდო პასუხი ა)აშშ ბ)იაპონია გ)ბრაზილია დ)გერმანია :)):)) აბა თუ გამოიცნობენ :)):))
gurulo
23 სექტემბერი 2019 17:28
6
წაგება მოულოდნელი არ იყო,მაგრამ უელსმა ითამაშა მაგრად და ისე მოიგო?პირველ ტაიმში უელსს თითქმის არაფერი გაუკეთებია და ისე დაამთავრა თამაში.ჩვენ,ჩვენი სრულიად დაბნეული თამაშით წავაგეთ და უელსმა,მხოლოდ გააფორმა.ესაა გულის სახეთქი,თორემ ვის მოუვა აზრად უელსთან წაგება სამარცხვინოდ ჩათვალოს?ფსიქოლოგიურად ვერ აღმოვჩნდით მზად,ამ თამაშისათვის.ეს თამაში ჩვენთვის მთავარი რომ არ არის,შესაძლოა საჭიროზე მეტადაც დავკარგეთ მოტივაცია,თორემ ასეთი კატასტროფული დაწყება,ვერ ამიხსნია.
სოსო
23 სექტემბერი 2019 17:19
1
ვერ გავიგე რას ნიშნავს რაგბი მსოფლიოში კიდევ სამოყვერულო დონეზეა? რა პროფესიონალი რაგბისტები არ არსებობენ შენი გაგებით? ათას სისულელეს წერენ ხოლმე ამ კომენტებში
glot
23 სექტემბერი 2019 16:51
5
ჩვენი ბიჭები უძლიერესები არიან,მთელ ენერგიას ხარჯავენ ყოჩაღ,ბიჭებო. რა თქმა უნდა უელსელები უფრო ძლიერები არიან,აბა იმღერონ ხასანბეგურა ჩვენსავით. რაგბიც ჩვენთვის შედარებით ახალი თამაშია. მჯერა,წინ,წინ ვივლით. მაინტერესებს რამდენად სწორია გამოთქმა დაალელოვა.
ზურაბ
23 სექტემბერი 2019 16:48
12
Jer gatishet myvdeo arayirebiebt xalxs ert imeds emigrantebs ro ragbs vuyurot...shemdeg xalxno unda sheignot argvyavs cjven imdonis gundi ro liderebs konkurencia gauwiot didi 10 gundebis 3_4 sastavs tu movugebt tore rusetis da belgiis da germaniis garda chven visvugebt fuli cjado bizinam mivesalmebiii magram sanam ragbisti sigarets mowevs planis qeshi ilnebaa arciocnebot did gundebtan mogebebiii nakrebshiii arian bicjebiii romlebic ewevian mosawevvs da magann raunda itamshosss xalxooooo mitxarittt
Germaniidan
23 სექტემბერი 2019 16:44
8
ინტერნეტში ნახეთ 1 ტვ.გე.ის აჩვენებს საქართველოში,მაივიდეოზე კი ბლოკირებულია ხოლმე.
სოსო
23 სექტემბერი 2019 17:01
3
პირველი ტაიმის მიხედვით საქართველომ ჩემპიონატის უსუსტესი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ესე მალე არცერთ სხვა თამაშში არ გადაუწყვეტია ფავორიტ გუნდს შეხვედრის ბედი. მეორე ტაიმში კი იყო ბრძოლა, მაგრამ უელსელებს თავისი უკვე განაღდებული ჰქონდათ და თავი აღარ მოუკლავთ. აფრასიძე კი აშკარად იმსახურებს ძირითადში თამაშს მისი გამოსვლის შემდეგ ჩვენ თამაშში შედარებით მეტი სისწრაფე და კრეატიულობა გამოჩნდა. მთლიანობაში მე ბორჯღალოსნებისგან მეტს ველოდი იმედია მოუმატებენ.
irakli81
23 სექტემბერი 2019 16:43
3

სიახლეები პოპულარული