ბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის პირველ მატჩში უელსთან 14:43 წაგების შემდეგ კომენტარი "ბორჯღალოსანმა" ბექა გორგაძემ გააკეთა.

"პირველ ტაიმში ძალიან ბევრი ქულა გავუშვით და მეტოქეს ვეღარ დავეწიეთ. შედეგით უკმაყოფილო ვარ. ვეცდებით, რომ მომდევნო შეხვედრებისთვის შეცდომები გამოვასწოროთ.

პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში ვთქვით, რომ დასაკარგი აღარაფერი გვქონდა და შესვენების შემდეგ მოედანზე ყველაფერი დავდეთ. ძალიან კარგია, ორი ლელოს გატანა რომ მოვახერხეთ და იმედია, მომავალში უფრო მეტს გავიტანთ", - ციტირებს გორგაძეს საქართველოს რაგბის კავშირის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
6 ლელოს მიღება როგორიაა? 1 ტაიმში ბონუსს რომ აგიღებს გუნდი ეგ როგორიაა? მეორე ტაიმში უელსს რო მოენდომებინა ბევრად სავალალო შედეგით დამთავრდებოდა თამაში და ეს უაზრო ბაქი-ბუქი არაა საჭირო!!!
Musenbezi
19:38 23-09-2019
18
რა ნიშნის მოგებით პასუხობთ? სხა რაა ამ ქვეყანაში უფრო წარმატებული, აბა ცამოთვალეთ? რამ გაგაბოროტათ?
ლევანი
21:20 23-09-2019
6

სიახლეები პოპულარული