მამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასის პირველ ტურში უელსთან 43:14 წაგების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ გააკეთა:

"მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულნი ვიყავით. ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ მობილიზებას და ცოტა უკეთ ვითამაშეთ.

ძალიან დასანანია პირველი სამი ლელოს მიღება, თორემ შეხვედრა ბევრად უკეთესი, მისაღები ანგარიშით დასრულდებოდა. თუ გადავხედავთ ტურნირზე სხვა მატჩებს, ბევრმა ძლიერმა გუნდმა ლელო ვერ დადო. ორი ლელოს უელსთან გატანა კარგი შედეგია, თუმცა ეს არ არის გასამართლებელი საბუთი.

ასეთი ანგარიშით დამარცხების გამო მთელი გუნდი გულდაწყვეტილია და
ალბათ, გულშემატკივარიც, მაგრამ პირობას გაძლევთ, მაქსიმალურად ვიმუშავებთ და ჩვენს დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებთ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
მოთამაშეებთან პრეტენზიები არ არის. რაც შეუძლიათ, იმას თამაშობენ. უბრალოდ ნუ ურევთ, ჯიგრებო,(ზოგიერთს,აქ ვინც წერს იმათ ვეუბნები)გულშემატკივრობას და ურაპატრიოტიზმს. რაც ჩვენი სამარცხვინო თვისებაა ყველა სფეროში. პირველ რიგში პოლიტიკაში და დაგვღუპა კიდეც/ არც ეს "გოიმური" "ყველას მოვუგებთაა" საჭირო და არც მეორე უკიდურესობა. საღად აზროვენბაა საჭირო და კრიტიკაც საციცოხლოდ აუცილებელი. ოღონდ კრიტიკა რეზონული უნდა იყოს და ემსახურებოდეს საერთო საქმეს, შეურაცხყოფის და დილეტანტიზმის გარეშე. პრეტენზიები მე პირადად მაქვს ჰეიგთან და მის შტაბთან. პირველ რიგში მაისაშვილთან! და ავხსნი, რატომაც. მინიმუმ 4 წელია ეს კაცი იძახის, რომ რაღაც ახალს ვსწავლობთ, პირველ რიგში ხელით თამაშს. ამასაობაში, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური ცვლილებები სწორედ უკანა ხაზში იყო განახორციელებელი და არა შერკინებაში, ფაქტიურად იგივე სახეები დარჩა + რამდენიმე ისეთ მოთამაშეზე ვკარგეთ წლები, რომლებიც ბოლოს თვითონვე გააქრო, არანაირი პერსპექტივა რო არ ქონიათ და დაცვის მწვრთნელად მაისაშვილი დარჩა, როდესაც შერკინებაში ვიწვევთ მაღალი დონის სპეციალისტებს.ისიც, ბოლოს, ყველამ რომ ამოიღო ხმა, თორემ იქაც თავის ძმაკაცები ყავდა, რომლებიც მერე გაუშვეს. იძახდა, რად გვინდა ცალ-ცალკე მწვრთნელებიო! ეს არაა დაცინვა? შეეშვი რა ამ მორკინალებს, იმუშავე იმაზე, რაც პირველ რიგშია გამოსასწორებელი. საკადრო პოლიტიკაზე მეზარება ბევრის წერა, თან საკამათოცაა. ვის წაიყვა პირველ ხაზში და ვის დააყენებ ძირითადში, ჯანდაბას, მწვრთნელი ხარ და შენი ასარჩევია. თუმცა აქ რომ არ ვთქვა არ შემიძლია, გელას და ჩილაჩავას ვერ ვადარებ ვერც ვასკას და ვერც გიგაშვილს. უპირობოდ მირჩევნია პირველები, მაგრამ ნუ ეს ჩემი აზრია და მეტი არაფერი. მაგრამ უკვე ზედმეტშია ეს კაცი(ჰეიგი) გადასული და პასუხსაც არავინ(ჟურნალისტები, რუგბი XV ს გარდა) არ თხოვს. კითხეთ რა, სად არის ის კოზირები, უელსისთვის რომ ჰქონდა შენახული?!! რა საჭირო იყო თავიდან ეს უმიზეზო აღტკინება? ვინ ექაჩებოდათ ენაზე? რა ავსტარალია და უელსი? ფიჯიჯე კონცენტრაცია და მორჩა! ურუგვაისთან აუცილებლად უნდა მოიგო, აი ესაა ამოცანა, რეალური! ხელით თამაში თუ ჩვენ გაუმჯობესებული გვაქვს, ან დაცვაში თამაში ან თუნდაც შერკინება, მაშინ მე არაფერი არ მესმის და აქ, ვიმეორებ, მოთამაშეების ბრალი საერთოდ არ არის. რესურსი ძალიან დიდი გვაქვს და ამაზე მწყდება სწორედ გული. რომ არ გვქონდეს, კარგი. ერთი შემიძლია გითხრათ, ძმებო, მოთამაშეებო, თუ კითხულობთ, ითამაშეთ ისე, როგორც გული გკარნახობთ, ისე, როგორც თავ შეაყვარეთ ხალხს, ვისაც საერთოდ არ ესმოდა ამ სპორტის არაფერი. ითამაშეთ ჯიგრით, როგორც გჩვევიათ და რომ ხედავთ, არ ამართლებს რაღაც ტაქტიკა ნუ, შეგეშინდებათ თქვენს თავზე აიღოთ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა და ითამაშოთ არა ისე, როგორიც დარიგებებიც მოგცეს, არამეს როგორც გრძნობთ. თუ ფიჯის მოვუგებთ, ეს ჩემპიონატი შედგა! ღმერთმა დაგლოცოთ!
zuka
24 სექტემბერი 2019 12:57
0
aburjga ვაჟკაც... მიდი ფეხბურთის სექციაში იპოსტავე..იქაა შენი ადგილი!
მიროსან
28 სექტემბერი 2019 22:28
0
ბოდიშის მოხდით, რომ ამბობ რესურსი ძალიან დიდი გვაქვსო, ამაში რას გულისხმობ?! მე კი მგონია, არაფერი რესურსი არ გვაქვს. რის რესურიც გვაქვს ის მოედანზე იბრძვის!
aburjga
24 სექტემბერი 2019 16:04
0
მამუკა მაგარი კაცია თავი არ დაუზოგავს და საერთოდ უელსი რო სხვა სამყაროშია ეს ჩვენც ვიცით ბატონებო, უბრალოდ 20 წუთში რო დაგიმთავრებენ ყველაფერს ესაა მიუღებელი ქომაგებისთვის.კი ბატონო თავი შეინახესო აქ წერს ზოგიერთი გულშემატკივარი, აგერ ვნახავთ ურუგვაისთან და ფიჯისთან, ნუ ავსტრალია ისევ სხვა სამყაროა თანაც ყველაფერში... ნუ არის რეგრესი და არ დაწეროს ქომაგებმა? ამით საქმეს ეშველება თუ რა.ფედერაცია შესაცვლელია თავიდან ბოლომდე და ახალი მწვრთნელი გვჭირდება თორემ დავემსგავსებით რუმინეთს.
Maximus
24 სექტემბერი 2019 12:52
0
ქართველი "გულშემატკივარი" ცალკე ფენომენია, საქართველო 6 ერში რომ მიიღონ 2 წაგების მერე სტადიონს აღარავინ გაეკარება და გამოგვისტუმრებენ უკან.
ზოგადად 6 ერში მიღება ფანტასტიკის სფეროს სცილდება, უბრალოდ არ გაგვიკარებენ
jomardi
24 სექტემბერი 2019 12:16
1
პირველ რიგში მადლობა მამუკას დაბრუნებისთვის. მე პირადად სამსახურში გავიგე მისი დაბრუნების ამბავი,9 ჯერ გადავიკითხე სტატია და რომ დავრწმუნდი თვალი არ მატყუებდა, ხტუნაობა დავიწყე სიხარულისგან. დანახვა და დაფასება ისწავლეთ და ისე იყვირეთ,ან სანამ გააკრიტიკებ და ამოუშვებ ნეგატივს შენ გააკეთე რაიმე ღირებული თუ სასრგებლო ნებისმიერ დარგში. თუნდაც მეათედი რასაც ბიჭები აკეთებენ და ის გული და ჯიგარიც მიაყოლეთ.რა წაიღეთ ტვინი უაზრო პროფესორობით და ურა პატრიოტიზმით. ყველას გავიხარდება გამარჯვება, მაგრამ ესე მარტივად არ მოდის შედეგი, თან როცა მრავალი კომპონენტის შერწყმა და გაერთიანებაა საჭირო. სახლი საძირკვლიდან შენდება, მიწაზე ვერ ააშენებ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე მჯერა ბიჭების და პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ, შეუპოვრობას, მეტ თვითრწმენას და ისეთ სულიერ-რკინისებულ სიმტკიცეს როგორითაც ფიზიკურად გამოირჩევიან. ისტორიის სწავლებას არ დავიწყებ და დაკონკრეტებას, ბევრი გაიხსენებთ ამ ისტორიულ ფაქტს - თავის მეომრებს რომ აჩვენა დატყვევებული გახდილი მოწინააღმდეგეები, რათა ნათლად დაენახათ ფიზიკური სხვაობა და საკუთარი უპირატესობა შეეგრძნოთ. ამ ქმედების შედეგიც გაიხსენეთ.
რაგბი ჩვენი თამაშია
24 სექტემბერი 2019 12:14
2
ჩაგეთვალა. იმედია ჩვენი ბიჭები წაიკითხავენ.
vaa
24 სექტემბერი 2019 13:14
0
რჩება შთაბეჭდილება რომ თავი დაზოგეს,ასე ადვილად და ამდენჯერ არ გაეჭრათ ხაზი, ვნახოთ ურუგვაი ფიჯისთან გამოჩნდება რა შეგვიძლია
912
24 სექტემბერი 2019 11:22
2
ნაღდი ქომაგი ყველაფერს ხედავს და მუდამ თქვენთანაა! ბრძოლა, ჟინი, თავდადება, პასუხისმგებლობა, ქვეყნის სიყვარული - ყველაფერი ჩანს! მიდით, გააგრძელეთ, მეტი თავდაჯერება, ოღონდ არა არხეინობა და ყველასთან მოგებას შეძლებთ!
gt
24 სექტემბერი 2019 11:04
1
ქართული რაგბი არ დაეცემა, მაგრამ ეს რეგრესი დაიწყო საეჭვო კანდიდატის გოჩა სვანიძის მოსვლის შემდგომ.
Adre.
24 სექტემბერი 2019 11:00
2
ისეთი შდაბეჭდილება იქმნება გუნდს მწვრთნელი არ ყავს ან რაზე ავარჯიშებს, გაუგებარია. აუტში მოქმედება მაინც ასწავლონ
rt
24 სექტემბერი 2019 10:22
2
ქომაგი დაუნახავია, მარტო გამარჯვებული უყვარს. აი დანარჩენები კი გულით ერთად ვართ. დაიკიდეთ პასუხისმგებლობა, ეცადეთ ძველი და ახალი ხერხითაც და ღმერთმა გაგიმარჯოთ.
ანდრი
24 სექტემბერი 2019 09:47
3
სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ნაკრები აქაც ერთი ტაიმის გუნდად ჩამოყალიბდა... თან დიდი ხანია ეს ტენდენცია შეინიშნება...
ბექა
24 სექტემბერი 2019 09:17
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული