6 ერი? - საქართველომ ვერ აჩვენა, რომ ამას იმსახურებს - ბრიტანული გამოცემა

AutoSharing Option
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში და DAILY EXPRESS-მა მატჩის მიმდინარეობის ტექსტური ასახვის შემდეგ მოკლე დასკვნა გააკეთა:

"საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ მსოფლიო თასს 6 ერში მისაღებ გამოცდად გამოიყენებს, თუმცა მორკინალი შალვა მამუკაშვილისა და ლევან ჩილაჩავას, ლელოების გარდა, ქართველებმა ვერანაირი ნიშანი ვერ მოგვცეს, რომ 6 ერში სათამაშოდ მზად არიან."

საქართველოს ნაკრებმა 6 ერის გამარჯვებულ უელსის გუნდთან 29-ქულიანი მარცხი განიცადა - 14:43. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გამოცოცხლდნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს ორი ლელო დაუდეს.

287" target="_blank">alt2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

alt"საქართველოსთან კარგი ვარჯიში გამოვიდა, 5 ფაზაზე მეტით ვერ შემოგვიტიეს" - უელსის ნაკრების ყოფილი მორაგბე

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

მკითხველის კომენტარები / 66 /
აბსოლიტური ტყუილი. უსისხლო ნაგლები და უტიფრები არიან . იტალია იმიტომ იყო მზად რომ ესენი კარგად ამზადებდნენ ბევრს ათამაშებდნენ თავისთან და კლასი აუწიეს ასე მოამზადეს ასე მიიღეს. ჩვენ კი არა, და ეგ ჩვენი შემდგომი მომზადებაც მაგათ ხელშია რაც მშვენივრად იციან და მშვიდად არიან. ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი უკვე გაკეთებული გვაქვს, ასე მარტო ჩვენით უფრო მეტად ვერ მოვემზადებით. ეხლა მაგათმა უნდა გვეთამაშონ ბევრი ტესტები რომ შემდეგ დონეზე აგვიყვანონ, ისე როგორც იტალია აიყვანეს თავის დროზე თორემ ჩემ ფეხებს ავიდოდნენ თავისით ეგ შეუძლებელია შენით მაგ დონეზე ვერ ახვალ. ასე რომ არ ვუნდივართ “კორპორაციულ ელიტას”, და რაც აქამდე გვიბრძოლია ის დონეც რომ არ დავკარგოთ ოკეანეთისკენ უნდა გავეშუროთ. ჩვენც ევროპელი “ოკეანელები”
ვართ, მილტონ ჰეიგის სიტყვებია ეს და სანამ აქა გვყავს ეგ კაცი ოკეანეთში კაი კავშირები აქვს მაგაში უნდა გამოვიყენოთ.
1
24 სექტემბერი 2019 15:23
4
ექვსი ერის გამარჯვებულთან 29 ქულიანი მარცხი ნამდვილად ვერ გამოდგება იმის არგუმენტად რომ საქართველოს ნაკრები არ არის მზად ექვსი ერისთვის. უფრო დიდი სხავაობითაც წაუგიათ ექვსი ერის მონაწილეებს და გამოაგდეთ მაშინ ტურნირიდან....

პირიქით, ექვსი ერის გამარჯვებულს რომ 2 ლელეოს დაუდებ ეს უფროა დამაფიქრებელი იმაზე რომ იქნებ ღირდეს ამ გუნდის ექვს ერში მიღება

ისე კი რათქმუნდა პირველი ტაიმი საშინლად ვითამაშეთ მაგრამ ხშირად თუ არ გვეთამაშენ ასეთი გუნდები პროგრესს ვერ მივაღწევთ და ითამაშონ მუდმივად ერთმანეთში...
sormona
24 სექტემბერი 2019 16:53
6
რას ნიშნავს ღირსი ვართ თუ არა 6 ერის, ვერ ვამტკიცებთ თურმე.
ლაპარაკი და განსჯა უნდა იყოს თვითონ დახურული სისტემის უვარგისიანობაზე და მისი სამართლიანი სისტემით შეცვლაზე, სრულ რეორგანიზაციაზე, რომელიც ყველას თანაბარ შანს მისცემს.
ვეტერანი
24 სექტემბერი 2019 16:39
2
პირველივე ტაიმში პრემიალური ქულა აიღეს.რო მოენდომებინათ 50ქულით მოგვიგებდნენ.მეორე ტაიმი მათ აღარ ითამაშეს საქართველო კიარ გამოცოცხლდა.25%-ით ძლიერი გუნდი გვყავს ვიდრე წინა მსოფლიოზეო ჰეიგი ამბობს,მგონი უფრო პირიქითაა.ესენი რა რაგბსაც თამაშობენ აღარავინ თამაშობს.სისწრაფე ამათ არ აქვთ და ხელით თამაში არ იციან.შერკინება და მიაწექი ვირულად,ეგაა ამათი თამაში.ვფიქრობ ამ მწვრთნელმა ამოწურა თავის თავი ამ გუნდში.დარწმუნებული ვარ ურუგვაიც მოგვიგებს.
gocha
24 სექტემბერი 2019 15:02
18
რო დაგვემსახურებინა ხო წითელი ხალიჩით შეგვიშვებდნენ
24 სექტემბერი 2019 14:55
3
იმედია, მსოფლიო თასის მერე შოტლანდიასაც გამოაგდებთ 6 ერიდან :*
გელა
24 სექტემბერი 2019 16:31
6
ერთი თამაშით არ უნდა შევაჯამოთ მსოფლიო ჩემპიონატი დარწმუნებული ვარ კარგი თამაშები გვექნება მადლობა მწვრთნელებსაც და მოთამაშეებსაც, ისიც ბევრს ნიშნავს რომ მსოფლიოზე ვთამაშობთ
ირაკლი
24 სექტემბერი 2019 16:41
3
ნაგლები
ddgfdf
24 სექტემბერი 2019 14:14
10
მასე ინგლისმა მოუგო 6 ერზე წელს საფრანგეთს 44-8 და მერე იტალიას 57-14 მარა არ გაუგდიათ არცერთი 6 ერიდან
me
25 სექტემბერი 2019 10:15
0
რა სასაცილოები ხართ რაგბის გულშემატკივრები ეგრევე ფეხბურთს რო გადაწვდებით ხოლმე და ადარებთ იქ სათვალავშიც არ ვართ თურმე.და რაგბისტები როგორ გადიან მსოფლიოზე თამაშობენ ჭ კლასში და ისე გადიან .რა ვინმეს თავისზე ძლიერს უგებენ თუ რა.საერთოდ ამ ორ სახეობას რო ერთად დააყენებთ და იმის მტკიცებას დაიწყებთ რო რაგბი უფო პოპულარულია მასეთ ხალხს ერთს გეტყვით.ძაან გაღმა ხართ.გისურვებთ ყველა თამაშის წაგებას.
Lado
24 სექტემბერი 2019 17:04
34
ეი შენ გამოღმა რომ ხარ,ეგ ვიცით ფეხბურთში უფრო ძნელია მსოფლიოზე მოხვედრა,მაგრამ რაღას იწყევლები რაგბს ჩვენები თამაშობენ! ვიცი შენისთანა ქათმები,მხოლოდ ფეხბურთს ცნობთ სპორტად,არადა სკოლაშიც კი არ გითამაშია ფეხბურთი,უბანში თამაშზე საერთოდ ......
ზურა
24 სექტემბერი 2019 17:28
2
რამე ჩეპე მოგივიდა რაგბისტებთან? ვის უსურვებ წაგებას? !
luka
24 სექტემბერი 2019 19:34
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული