6 ერი? - საქართველომ ვერ აჩვენა, რომ ამას იმსახურებს - ბრიტანული გამოცემა

AutoSharing Option
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში და DAILY EXPRESS-მა მატჩის მიმდინარეობის ტექსტური ასახვის შემდეგ მოკლე დასკვნა გააკეთა:

"საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ მსოფლიო თასს 6 ერში მისაღებ გამოცდად გამოიყენებს, თუმცა მორკინალი შალვა მამუკაშვილისა და ლევან ჩილაჩავას, ლელოების გარდა, ქართველებმა ვერანაირი ნიშანი ვერ მოგვცეს, რომ 6 ერში სათამაშოდ მზად არიან."

საქართველოს ნაკრებმა 6 ერის გამარჯვებულ უელსის გუნდთან 29-ქულიანი მარცხი განიცადა - 14:43. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გამოცოცხლდნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს ორი ლელო დაუდეს.

287" target="_blank">alt2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

alt"საქართველოსთან კარგი ვარჯიში გამოვიდა, 5 ფაზაზე მეტით ვერ შემოგვიტიეს" - უელსის ნაკრების ყოფილი მორაგბე

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

მკითხველის კომენტარები / 66 /
ეგრე მოეგოთ სულ აწ და მარადის უკუნითი-უკუნისამდე ამინ!!!
912
24 სექტემბერი 2019 15:52
8
მეგონა გამოხმაურებას ვწერდი ვიღაცამ რუსეთი იგებსო დაწერა
912
25 სექტემბერი 2019 00:12
1
სამივე წამყვან გუნდურ სპორტში(ფეხბურთი, რაგბი,კალათბურთი) მსოფლიოს მაშტაბით ვართ ერთ დონეზე. ნუ ვიტყუებთ თავს, კარგათ თუ გავაანალიზებთ ეგრე გამოგვივა. ეს ესე იქნება სანამ სპორტი ჩვენთვის თამაშია. თამაში სპორტი იყო მე-20 საუკუნის 90 ინაებამდე და მანამდე კი ვაჩვენებთიდ საერთაშორისო დონეზე კარგ შედეგებს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ქვეყნის სახელით ვერ გამოვდიოთ. 90იანების შემდეგ და ბოლო 15 წელი განსაკუთრებით სპორტი არის უდიდესი ბიზნესის სფერო, რომლისთვისაც არც სპეციალისტები(ფიზიოტერაპევტებიდან მენეჯერებამდე)არც ინფრასტრუქტურა და არც პროფესიონალიზმი გაგვაჩნია. სპორცმენებიც სპორტს როგორც თამაშს ისე უყურებენ როდესაც მსოფლიო დონის წარმატებები მხოლოდ პროფესიონალიზმით მიიღწევა, დაწყებული სწორი კვებიდან და დამთავრებული მაყურებლის და გუნდის პატივისცემით.
ასე ეს
25 სექტემბერი 2019 16:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული