ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და პირველი შეხვედრის შემდეგ გუნდი თითქმის სრულად გადაახალისა.

23 სექტემბერს უელსთან ნათამაშები მატჩის (14:43) შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ 3-მა მორაგბემ შეინარჩუნა.

კაპიტანი მარქაფიდან ბრუნდება

12 ცვლილებიდან 5 ხაზში განხორციელდა. 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, რომელიც წინა მატჩში ვასილ ლობჟანიძის შემცვლელი იყო, ახლა კი მათ როლები გაცვალეს. თედო აბჟანდაძე ერთ-ერთი ის მორაგბეა, რომელიც ამჯერადაც ძირითადშია.

ფრთიდან ცენტრში გადაინაცვლა და ლაშა მალაღურაძეს შეუწყვილდება გიორგი კვესელაძე. მალაღურაძე უელსთან განაცხადში არ იყო. განაცხადში არ იყვნენ და ამჯერად ფრთებზე იწყებენ თამაშს სანდრო თოდუა და ზურაბ ძნელაძე. თოდუასთვის ეს მე-80, ხოლო ძნელაძისთვის მე-10 სანაკრებო კეპი იქნება. უელსთან სულ რამდენიმე წუთი ითამაშა და ამჯერად ფულბეკის პოზიციაზე ძირითადშია ლაშა ხმალაძე.

ტრავმა მოიშუშა და ურუგვაისთან შეცვლაზე ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ის მოსამზადებელ მატჩში, "საუზერნ კინგსთან" დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. მარქაფაშია სოსო მათიაშვილიც.

მთლიანობაში, ჰეიგმა სამხრეთამერიკელებთან სათამაშოდ გამოცდილი ხაზის მოთამაშეები შეარჩია. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 7 მორაგბის კეპების ჯამური რაოდენობა 304-ს შეადგენს, ხოლო მარქაფაში მყოფების - 129-ს.

"ბორჯღალოსნების" 32-ე კაპიტანი - ჯაბა ბრეგვაძე

ურუგვაისთან საქართველოს ნაკრების კაპიტანი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იქნება, რომელიც გახდება 32-ე მორაგბე, რომელსაც აქამდე "ბორჯღალოსნებისთვის" უკაპიტნია. მან უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ახლა კი ძირითადშია.

სულ ჰეიგმა 8-იდან 7 მორკინალი შეცვალა. პირველ ხაზში ბრეგვაძეს მხარს გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა გაუმაგრებენ. უელსთან ისინი მარქაფაში იყვნენ. მარქაფაში გადაინაცვლა მარჯვენა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძე და გიორგი მელიქიძე კი მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებენ.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა კოტე მიქაუტაძემ, რომელსაც ლაშა ლომიძე შეუწყვილდება. ლომიძისთვის ეს იაპონიაში პირველი თამაში იქნება. მეორე ხაზში შეცვლაზე შევა მამუკა გორგოძე, რომელმაც უელსთან მესამე ხაზში, ძირითადში ითამაშა.

მესამე ხაზში თამაშს ის მორაგბეები იწყებენ, რომლებიც პირველ მატჩში მარქაფაში იყვნენ. ფლანკერები შალვა სუთიაშვილი და ბექა საღინაძე იქნებიან, ხოლო შემკვრელი ოთარ გიორგაძეა. მესამე ხაზის მარქაფაშია ბექა გორგაძე.

მორკინალების კეპების ჯამური რაოდენობა 324-ს შეადგენს, მარქაფაში მყოფი ფორვარდებისა კი - 119-ს.

შემადგენლობას თუ გადავხედავთ, იაპონიის მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებს 7 მორაგბე. ძნელაძეს, კარკაძესა და მელიქიძეს მსოფლიო თასზე დებიუტი ექნებათ.

29 სექტემბერი. კუმაგაია

საქართველო - ურუგვაი (09:15 თბ.დრ)

ხაზი | ბექები

15. ლაშა ხმალაძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

მორკინალები | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლაშა ლომიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა

16. ვანო კარკაძე, 17. ბექა გიგაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. მამუკა გორგოძე, 20. ბექა გორგაძე, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. მერაბ შარიქაძე, 23. სოსო მათიაშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიორგი
ეს შემადგენლობა ნამდვილად სჯობია უელსთან შემადგენლობას. მზოლოდ 2 მორაგბე, მიქაუტაძე და სუთიაშვილი, ძაან მძიმედ გამოიყურებიან. მოკლედ ვფიქრობ გაცილებით უკეთ ვითამაშებთ, არა მხოლოდ მოწინააღმდეგის სისუსტიდან გამომდინარე, არამედ ჩვენი შემადგენლობიდან.
giorgi
გლახუნა ისევ დაიწყე? ჩვენი გუნდი არ არის ახალი ზელანდია

აგაშენა ღმერთმა,ძლივს არ ვიპოვე ადამიანი ვინც რაგბი იცის და მოვლენებს სწორად აღიქვამს! ბევრნი აქ გაგებაში არა ამ თამაშის.როგორ შეიძლება ადამიანმა დაგიწეროთ დიზლაიკი ავსტრალია-ფიჯის თამაშის ნახვის შემდეგ(განსაკუთრებით პირველი ტაიმის).ფიჯის მიერ მატჩის ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებიდან რამოდენიმე დღეში ურუგავაისთან მოწყობილი ღლაბუცი!
Irakliy
რატომ ამბობთ მეორე შემადგენლობა არისო, ვერაფრად ვერ ვხვდები. მშვენიერი შემადგენლობაა. განსაკუთრებით გამახარა აფრასიძის და ჩილაჩავას გამოჩენამ. ურუგვაის ვუგებთ +15 ქულით. დაიმახსოვრეთ, უეჭვდლი +15.
Best
13 ცვლილება პრინციპული და მოსაგები თამაშის წინ გაუგებარია ამდენი ხალხის დასვენება :| მე მგონი ავსტრალიის გაგორება აქვს მილტონს ჩაფიქრებული :)))
ბონდო
ესპერტუს
დიდგორელი
... მოკლედ მომდევნო დღეებში დიდი ამბები მოხდება რაგბის სამყაროში. კონკრეტულად კი ფიჯის სავარაუდოდ მთელმა ხაზმა, ურუგვაისთან თამაში გაყიდა. YouTube უკვე გამოდეს ვიდეოები, განსაკუთრებით მათი 9,10,12 და 13 ების მოქმედებაზე მოედანზე. მოკლედ დიდი ამბები გველის წინ. ისე მეც რომ ვუყურე ვიდეოებს დამწყები მორაგბე არ თამაშობს ისე რაც 9 და 10მა იკადრესს. მარტო გაფუჭებულ ჯარიმებზე არაა ლაპარაკი....
Best
წარმატებები ბიჭებო !
ზურა
ეს შემადგენლობა უელსთან არც ეყოლებოდა,თავიდანვე იყო ნათქვამი,რომ რისი შნოც გვაქვს იმ თამაშებს მივაწვებით ბოლომდეო:ურუგვაი და ფიჯი უნდა დავამარცხოდ! უელსთან შეინახა ბიჭები.
zviads
აფრასიძე და ხმალაძე 15-ზე უელსთანაც უნდა დაეყენებინა..
გურია
მეორე არა. მეშვიდე. მარქაფა ძირითადი შემადგენლობის დასვენებული ვარიანტია!!! შეუშვით მაგ ტვინებში. ეს ფეხბურთი არაა!
სპორტ ფაზა
აი ყოჩაღ ჰეიგს როგორც იქნა ისმინა გულშემატკივართა რჩევები ხაზის მოთამაშეთა დაყენების ამბავში....კარგია !!@
გლახუნა
ფეხით ცენტრში ბურთი ა რ უნდა ააგდო, ვერც მიწვდები, ძალიან მაღალი ბიჭები ყავთ ორივეს და მეტოქეს მით ვაძლევთ უპირატესობას შეტევების და ლელოს დადების ,გამოუვალ მდგომარეობაში მ ხ ო ლ ო დ კიდეზე მიწაზე ბურთის შეხებით, დაცვაში ძლიერი თამაში, რაქებში , დერაფნებში სისწრაფე- მოგება და უკანა ხაზიდან - შ ე ტ ე ვ ი ს კარგად ორგანიზებისათვის, როცა ერთი უკანა ხაზელი მიიღებს-აიღებს ბურთს , მის უკან სწრაფად უნდა შეგროვდეს 4-5 მორაგბე და მერე გაიშალოს , დარტმებით და სწრაფი გადაცემებით ... ასე აკეთებს ტოპ- ძლიერი გუნდები. - თუ ტექნიკური შეცდომები ნაკლები იქნება,ორივეზე შეიძლება თავისუფლად მოგება!
სულხან-საბა
"ვერ გავლიან" და "საბოლაო" კარგი იყო :D
ზორბეგი
ეს არ არის მეორე შემადგენლობა, ეს არის საბრძოლო შემადგენლობა რომელმაც ურუგვაის პირველ ტაიმში უნდა მოუგვაროს, მარქაფამ კი შეინარჩუნოს და დაასრულოს თამაში
მთ
და თქვენ გგონიათ რომ ეს შემადგენლობა ძირითადზე სუსტია?
მთ
კარგი იყო)))
ვაჟა
არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჯგუფიდან გავალთ
mirza
კაჭარავამ ტრამვა მიიღო თუ რატომ არ არის ამ თამაშში?
912
ჰომ არ ვრისკავთ ვცდილობთ პირველი ტაიმი გავიტანოთ რომ მერე დაღლილ მეტოქეს გამოცდილი მარქაფით მოვუმთავროთ საქმე ვნახოთ რა გამოვა წარმატებას გისურვებთ ბორჯღალოსნებო
gio
მოკლედ. ურუგვაის გაიყვანენ ესენი მესამე ადგილზე და ფიჯის- საქართველო შეასკდება ერთმანეთს მეოთხე ადგილისთვის.
შაკო
მეორე ტაიმში დალეწავს ჩვენი მარქაფა ურუგვაის

ფიჯის ნაკრების ყველა წევრმა კარგად იცის,რომ ავსტრალიასთან დაძაბულ ბრძოლაში (განსაკუთრებით პირველო ტაიმში)წაგების შემდეგ ჯგუფიდან ვერ გავლიან და ამიტომ იყო ნაჩვენები ურუგვაისთან მათ მიერ უაზრო რაგბის თამაში! ფიჯიმ ავსტრალიას დიდი ბრძოლა გაუმართა და პირველი ტაიმი 14-12 დაამარცხა!გაოცებული დავრჩი ფიჯელების პირველ ტაიმში მაღალი დონის რაგბის თამაშით.მათ ხომ ტოლსწორად ეთამაშეს კლასით გაცილებით მაღლა მდგომ მოწინააღმდეგეს და ტაიმიც კი მოუგეს!მაგრამ ვოლაბების კლასმა მეორე ტაიმში მაინც თავისი ქნა 39-21 ავსტრალიელების სასარგებლოდ ამ მატჩის საბოლაო შედეგი ასეთია.ურუგვაისთან კი ფიჯიმ ბევრი მორაგბე დაასვენა?ზუსტად აქედან სჩანს,რომ ფიჯელები ურუგვაისთან თამაშს დიდ მნიშვნელობას აღარ აძლევდნენ!
მთ
კარგია ჰეიგმა რომ გამოიღვიძა
ტაო
ზედმეტად გადახალისებული მეჩვენება შემადგენლობა, მაგრამ ურუგვაის მაინც დავამარცხებთ აუცილებლად!!! წარმატებები ლომებო!!!
tato
ფიჯის თამაშს მე მგონია ჭკუა უნდა ესწავლებინა, და ჩვენებიც იგივეს იმეორებენ. თუ იმის იმედზე ვართ რომ ურუგვაის მხოლოდ 3 დღე აქვს აღსადგენად და თამაშისთვის მოსამზადებლად, შეცდომას ვუშვებთ.
Soso
მეორე შემადგენლობით ვთამაშობთ იმედია ფიჯი არ დაგვემართება, წარმატება ბიჭებს
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გამოიკვეთა ორი გუნდი - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს