"ბორჯღალოსნები" პირველი ტაიმის შემდეგ ურუგვაის ამარცხებს

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GeorgianRugby/

დღეს, 29 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის შეხვედრა საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებ გუნდებს შორის ორმხრივი შეცდომებით დაიწყო.

თუმცა მე-5 წუთზე შესანიშნავად ითამაშა გელა აფრასიძემ, რომელმაც გაჭრა ხაზი და ძალიან დიდი მანძილი მოიგო. ამ შეტევას ურუგველთა მხრიდან ზედიზედ რამდენიმე ჯარიმა მოჰყვა, თუმცა ბოლოს ბურთი ხაზზე გაიტანა აფრასიძემ, ხმალაძემ იდიალური პასი გაუკეთა თოდუას და სანდრო თოდუამ შეხვედრის მე-8 წუთზე "ბორჯღალოსანთა" რიგებში თავისი მე-12 ლელო დადო.

მე-16 წუთზე ქართველ მორაგბეებს კიდევ ერთი ლელოს დადება შეეძლოთ, 2 მეტრიღა ჰქონდათ დარჩენილი მეტოქის ჩათვლის მოედანში შესვლამდე,
თუმცა უწყინარ სიტუაცაიში დავჯარიმდით და ურუგვაელები გადარჩნენ.

28-ე წუთზე საქართველოს შეტევას ურუგვაელთა ჯარიმა მოჰყვა. "ბორჯღალოსნებმა" შერიკინება აირჩიეს და შერიკენებას 30-ე წუთზე ოთია გიორგაძის ლელო მოჰყვა. თედო აბჟანდაძემ ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 12:0 გახდა. 

33-ე წუთზე ურუგვაელებმა პირველივე სახიფათო შეტევა ლელოთი დაასრულეს. ძალიან მარტივად გაჭრეს საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი და ვილასეკამ ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედანში დაამიწა. ბერჩესიმ ზუსტად გარდასახა და სხვაობა 5 ქულას დაუბრუნდა- 12:7.

ამ მომენტის შემდეგ კიდევ გვქონდა შეტევის შანსები, თუმცა არაფერი გამოვიდა, ურუგვაელებმა ჯარიმა გააფუჭეს და პირველი ნახევარი 12:7 დასრულდა. 


მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე ლელო არ უნდა გაგვეშვა და პირველ ტაიმს დიდი უპირატესობით მოვიგებდით,ისე ბიჭები ცუდად არ თამაშობენ თუმცა მეტი შეუძლიათ
dato-raul
10:08 29-09-2019
0
ასეთი თამაშით, 6 ერზე, არც ვიოცნებოთ სამწუხაროთ. ხაზმა სამი გადაცემა ვერ გააკეთა ზედიზედ..
გურია
10:17 29-09-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული