"გვსურდა მოედანზე ამაყები ვყოფილიყავით და ამაყი გაგვეხადა ქართველი ერი" - ჯაბა ბრეგვაძე

AutoSharing Option
ურუგვაისთან მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ლელოს ავტორმა ჯაბა ბრეგვაძემ "პრანწიების" დამარცხების შემდეგ მსოფლიო რაგბის ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა.

"საკმაოდ რთული იყო მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვების მოპოვება. კარგად მოვემზადეთ თამაშისათვის, ვიცოდით, რომ წინ ადვილი შეხვედრა არ გველოდა.

მატჩის წინ ვისაუბრეთ, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ გვინდოდა ქართველებს თავი ამაყად ეგრძნოთ. ყველას, როგორც აქ ჩამოსულებს, ისევე მათ, ვინც დილით ადრე გაიღვიძეს ჩვენს საყირებლად.

რაც შეეხება მომავალს, ჩვენთვის საქმე ჯერ არ დასრულებულა. შევირგებთ ამ გამარჯვებას და მოვემზადებით შემდეგი მატჩისთვის.

ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ქართველებს.
იმათ ვინც იაპონიიიდან გვიჭერდა მხარს, იმათ ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. მორაგბეებმა თქვენთვის ვითამაშეთ, გვსურდა მოედანზე ამაყები ვყოფილიყავით და ამაყი გაგვეხადა ქართველი ერი,"- თქვა ჯაბა ბრეგვაძემ.

alt"ბორჯღალოსნებმა" ურუგვაი პრემიალური ქულით დაამარცხეს

altმილტონ ჰეიგი: გასაკეთებელი გავაკეთეთ!


მკითხველის კომენტარები / 5 /
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
soxumeli veterani
20:10 29-09-2019
0
ერის საამაყოები ხართ! თავდადებული ბრძოლის გარეშე რომ არ ტოვებთ მოედანს, თუნდაც რომ ვაგებდეთ!
გლახუნა
14:49 29-09-2019
0

სიახლეები პოპულარული